კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მფრინავების ქურთუკები – სეზონის ყველაზე ცხელი ტენდენცია

 

 ვიეტნამელი ლამაზი გოგონა პარიზში დაიბადა. ფრანგი დედიკოს გავლენით, მაღალ ხელოვნებას ეზიარა და შეიყვარა. სულ პატარა იყო ბარბარა ბუი, როდესაც მოდაზე ფიქრი დაიწყო და პირდაპირ სერიოზული განცხადებით მოხვდა ამ სფეროში. რიუ დე ტურბიგოზე საკუთარი ბუტიკი, „კაბუკი“ გახსნა. ასე, ნელ-ნელა შევიდა მაღალი მოდის სფეროში – სხვადასხვა ბრენდის სამოსთან ერთად, თავისასაც ყიდდა. 1987 წელს გაიმართა მოდის სახლ „ბარბარა ბუის” პირველი სრული ჩვენება ბაერებისა და პრესისთვის. ასე დაიბადა ბარბარა ბუი – ქალური, ნაზი და როკენროლის სტილის კომბინირებული შერწყმა, რაც ქალბატონებს თავისუფლების, საკუთარ თავში დარწმუნებულობის განცდას აძლევდა. ამ ყველაფერმა თანამედროვე ქალების გული მალე დაიპყრო.

 რაც შეეხება 2011-2012 წლების შემოდგომა-ზამთრის კოლექციას, მას რომ ვუყურებ, ცოტა უცნაური, არეული ფიქრები და ემოციები მეძალება. არა მარტო ბარბარა ბუისთან, არამედ მოდის წამყვან სახლებში ეს ნომერ პირველი ტენდენციაა. წარმოიდგინეთ, რა მოგონებებს გააღვიძებს ოცდაათს გადაცილებულ თბილისელში „პილოტკების” დანახვა. მძიმე ოთხმოცდაათიანი წლები – უშუქობა, ავტომატიანი ბიჭები ქუჩაში, რომელთაც ცივ და ბნელ ზამთარში სწორედ ეს ბეწვიანი ქურთუკები ემოსათ. პირველი მფრინავების ფორმა, ოთხმოცდაათიან წლებში პოპულარობის პიკში იყო, დაახლოებით თხუთმეტი წლის შემდეგ ის კვლავ აქტუალურია. 

 ალბათ, ყველას მოჰბეზრდა სტატიების კითხვა მოდაზე, სადაც ქალები „ქალაქელ სამხედროებად” არიან მოხსენიებული. მაგრამ, ფაქტი ფაქტად რჩება, როგორც კი ზამთარი მოდის, ქალები, ინსტინქტურად, თითქოს რადარების დაცვის ქვეშ ექცევიან – უფრო მტკიცე, პრაქტიკული და დაცულები ხდებიან. ბარბარა ბუიმ კი, ამ ტენდენციის კომერციულად მომგებიან და ქალებისთვის მისაღებ თემად გადაქცევა შეძლო. 

სხვადასხვა ფერის ქურთუკსა და პალტოს მაღალი საყელოები ჰქონდა და სხვადასხვა ქსოვილით იყო შეკერილი – „ბარაშოკი”, მოხერი, ლაკირებული ტყავი, ნეილონი და ბუკლე... ამ ქსოვილებისგან შექმნილი ძლიერი და უშიშარი მფრინავი ქალის ქურთუკები მოდელებს ვიწრო, ტანზე მომდგარ შარვლებზე ეცვათ.

 ულამაზესი იყო მოტოციკლეტისტის დიდი  ქურთუკები, მსხვილი ელვაშესაკრავით, რომელსაც თეძოდან ისე ჰქონდა მოკერებული ბუმბულები და ბეწვის ფენა, თითქოს ქვედაბოლოაო. მაგრამ გოგონას, მებრძოლია ის თუ ნაზი არსება, არ შეუძლია, მხოლოდ პალტოთი დაკმაყოფილდეს. ყველაფერ იმის შემდეგ, რაც პოდიუმზე ვნახეთ, ცოტა სასაცილოც კი იყო, პალტოგახდილი ქალბატონების საღამოს კაბებში დანახვა. მბზინავი და მბრწყინავი, ბრეტელებიანი კაბები ჩექმასთან ერთად, მოდის კრიტიკოსებმა უარყოფითად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ ბარბარა ბუის კოლექციას ფინანსურად პალტოები, „პილოტკები” და ვიწრო შარვლები გადაარჩენდა. 

 ცალკე უნდა აღინიშნოს, ბარბარა ბუის ფეხსაცმელები. დიზაინერი ცნობილია ფეხსაცმლისა და ჩანთების წარმოებით, და ამით სახელი მან მთელ საფრანგეთში გაითქვა. ლაკირებული ტყავის შარვლებთან მოხდენილად გამოიყურებოდა სხვადასხვა ფერის ფეხსაცმელი და ჩექმა, წვეტიანი ცხვირით. თასმებიანი და ელვაშესაკრავიანი პრიალა ფეხსაცმელები, „პილოტკებთან” ერთად, ძალიან ძლიერი, თავდაჯერებული ქალის სახეს ქმნიდა.

 

 

скачать dle 11.3