არ უნდა გააკეთო
როგორი უნდა იყოს იდეალური ცოლი? როგორი წარმოუდგენია ის მამაკაცს? რა მოთხოვნებს უყენებს იგი ქალს, რომელიც მის გვერდით უნდა იყოს და თბილი, სასიამოვნო ატმოსფერო შეუქმნას?!
1. კარგი (ანუ – იდეალური) ცოლი, არ უნდა აწყობდეს სკანდალს. სათქმელად ადვილია, მაგრამ, როგორ გინდა, გაუმკლავდე სურვილს, პირდაპირ არ მიახალო სათქმელი იმას, ვინც სულ ცოტა ხნის წინ გული გატკინა? ან, რატომ არ უნდა გაარკვიო სიტუაცია?! მაგრამ მამაკაცს მარტო მაშინ შეუძლია მოგისმინოს, თუ მშვიდად და წყნარად ელაპარაკები. როცა ყვირი და ტირი, მამაკაცების უმრავლესობას ამაზე საშინელი რეაქცია აქვს – ნებისმიერ ხელსაყრელ შემთხვევას გამოიყენებენ და სახლიდან გაიქცევიან.
2. არც ერთ მამაკაცს არ უყვარს, როცა ქალი წვრილმანების გარკვევას ცდილობს, სვამს უამრავ შეკითხვას და პასუხების უმრავლესობა, ფაქტობრივად, არც აინტერესებს. თუ მამაკაცი რაღაც საკითხზე დუმს, ნუ ჩაეძიებით. როცა არაფერს ეკითხებით, ის თავად იწყებს ნერვიულობას, ადგილს ვერ პოულობს და, საბოლოოდ, მაინც ყველაფერს მოგიყვებათ.
3. როცა ურთიერთობაში გაჩენილი პრობლემის შესახებ ისაუბრებთ და მეტ-ნაკლებად რაღაც კონსენსუსამდე მიხვალთ, შეეცადეთ, ეს ამბავი დაივიწყოთ, უფრო, მეტიც – აღარასოდეს განაახლოთ თემა და ხელახლა არ წამოიწყოთ ლაპარაკი. ყოველდღე ერთისა და იმავეს „ტრიალით” მას საბოლოოდ გამოიყვანთ მოთმინებიდან და სერიოზულ ჩხუბსაც მიიღებთ.
4. როცა მამაკაცი უშვებს შეცდომას და მერე აღიარებს ამას, ნუღარ შეახსენებთ – „შენ ეს დააშავეთი” მის სინდისს ვერც გააღვიძებთ და ვერც დააჩქარებთ. მისთვის ისიც გმირობაა, რომ აღიარა დანაშაული. რა გინდათ, სინანული მომხდარის შესახებ აგრესიაში გადაიზარდოს?! გირჩევთ, ნუ შეეცდებით, გააკეთოთ ეს, თორემ, მოგებულ პარტიას აუცილებლად წააგებთ, თანაც დიდი ანგარიშით.