კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეიძლება თუ არა სიყვარულის ხელოვნურად გამოწვევა და რატომ არ უნდა გინდოდეთ ცხოვრების თანამგზავრად ძალით მოპოვებული მამაკაცი

პარაფსიქოლოგებისა და ეზოთერიკოსების უმრავლესობა ფიქრობს, რომ ადამიანზე წინაპართა მიერ ჩადენილი ცოდვები მომაკვდინებლად მოქმედებს. თურმე, ამის არაერთი მაგალითიც არსებობს. გარდა ამისა, როგორც დღევანდელი ჩვენი რუბრიკის სტუმარი, ქალბატონი ნელი ამბობს, ყველაზე საშიში ხელოვნურად გამოწვეული სიყვარულია. დღეს ბევრი ეგრეთ წოდებული წინასწარმეტყველი და მკითხავი გამოჩნდა, რომლებიც ადამიანებს არწმუნებენ, რომ შეუძლებელი ამქვეყნად არაფერია, თვით სიყვარულის გამოწვევაც კი, თუ მათ რჩევებსა და რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ. თუ რამდენად საშიშია ეს ყოველივე, ჯდება თუ არა მომავლის გენში მსგავსი საქციელი და შესაძლოა თუ არა, რომ ის საშინელი, მომაკვდინებელი შედეგით დასრულდეს, ამ თემებთან დაკავშირებით, ინფორმაციას ქალბატონი ნელი მოგაწვდით. 

 

ნელი: ისე ვერაფერი ანადგურებს ადამიანს, როგორც მამა-პაპათა ჩადენილი ცოდვები და ეგრეთ წოდებული მკითხავების მიერ, ერთ ადამიანში, მეორე ადამიანის მიმართ ხელოვნურად გამოწვეული სიყვარული. წინაპართა ცოდვები გენში ჯდება, ფესვებს იდგამს და მომავალ თაობებს მნიშვნელოვნად ანადგურებს. რაც შეეხება ხელოვნურად გამოწვეულ სიყვარულს, ეს, შესაძლოა, უმძიმესი შედეგებით დასრულდეს და მერე, მოგვიანებით, როცა ვეღარაფრის გამოსწორება-შეცვლას ვეღარ შეძლებთ,  ინანოთ კიდეც თქვენი გაუაზრებელი საქციელი. ამიტომ, სანამ ადამიანი რამეს იტყვის ან მოიმოქმედებს, ჯერ კარგად უნდა დაფიქრდეს და შემდეგ გადადგას ნაბიჯი. ანუ, ჩვენ იმისთვის ვართ ადამიანები, რომ, სანამ რამეს გავაკეთებთ ან ვიტყვით, ჯერ ასჯერ უნდა გავზომოთ და შემდეგ გავაკეთოთ. ისე კი, შეგახსენებთ, რომ არანაირი სამაგიეროს გადახდა არ ვნებს ადამიანს ისე, როგორც საკუთარი ცოდვები. 

– თქვენი, როგორც პარაფსიქოლოგ-ეზოთერიკოსის აზრით, ყველაზე მძიმე და მიუტევებელი ცოდვა ბედში ხელოვნური ჩარევა, ანუ, ხელოვნურად გამოწვეული სიყვარულია?

– დიახ, სწორედ ასეა. ცოდვათა შორის უმძიმესია ხელოვნურად გამოწვეული სიყვარული და, მინდა, კარგად გაიაზრონ ეს იმ ადამიანებმა, ვინც ახალგაზრდებს ამ შეცდომისკენ უბიძგებენ. ბევრი მკითხავი ამბობს, მგლის ქონით, გველის ტყავით თუ ათასგვარი ატრიბუტიკით შემიძლია, ის ადამიანი შემოვაბრუნო თქვენკენ, შევაყვარო თქვენი თავი და ჭკუა დავაკარგვინო, ვინც ზედაც არ გიყურებთ და ვერც კი გამჩნევთო. 

– მერე, ხომ ახერხებენ კიდეც?

– როგორ არ ახერხებენ, მე ამას არც უარვყოფ. უბრალოდ, იმას ვამბობ, რომ ეს უდიდესი ცოდვაა და ასე გამოწვეული სიყვარული, შესაძლოა, ადამიანის სიცოცხლისთვის სახიფათო აღმოჩნდეს. სიყვარულით ხელოვნურად გამოწვევის შედეგად, ბევრი ადამიანი ჭკუიდან გადადის, ბევრი თვითმკვლელობით ასრულებს სიცოცხლეს, ბევრიც, ვერ აცნობიერებს, რას სჩადის, აფექტურია და, არა მარტო ოჯახის, არამედ,  საზოგადოებისთვისაც საშიში ხდება. ამას არ აღიარებენ, მაგრამ, მერწმუნეთ, უმრავლესობა მკითხავებთან სწორედ იმიტომ დადის, რომ სიყვარულში გაუმართლოთ. 

– ამბობენ, ამ დროს ადამიანი თავის სულს სატანას მიჰყიდის და მისი მონა ხდებაო. ეს ასეა?

– რასაკვირველია. ამიტომ გითხარით, ეს მიუტევებელი ცოდვაა-მეთქი. მაგალითად, როცა ადამიანი უანგაროდ გიყვარს, უფრთხილდები მას, ფაქიზად და სადად ექცევი, მასთან ურთიერთობა გსიამოვნებს, ის სამყაროში ყველაზე ძვირფასია შენთვის და მისი ერთი ამოსუნთქვაც კი მთელ სიცოცხლედ გიღირს. ხელოვნურად გამოწვეული გრძნობის დროს კი სატანას ბნელ ზრახვებს ემონები. და, გიღირს თუ არა ასეთი სიყვარული, ამაზე უნდა დაფიქრდე კარგად. 

– როდესაც ერთი ადამიანი მეორე ადამიანს ხელოვნურად აყვარებს თავს, ამ დროს პირად ურთიერთობებში რაიმე ხარვეზები არ შეიმჩნევა?

– როცა ადამიანს ხელოვნურად აყვარებ თავს, ასეთ ადამიანს არასრულფასოვნების კომპლექსები უჩნდება, კარგავს თავმოყვარეობას, გაუცნობიერებელ საქციელს სჩადის. ამიტომ, არ არის გამორიცხული, ერთ დღეს საკუთარი თავიც კი მოჰბეზრდეს და თვითმკვლელობამდე მივიდეს. პირად ურთიერთობებს რაც შეეხება, ხელოვნურად გამოწვეული სიყვარულის მსხვერპლს თავიდან მოზღვავებული აქვს სექსუალური ლტოლვა, შემდეგ ეს ნელ-ნელა მცირდება და საბოლოო ჯამში სრულ გაქრობამდე მიდის. ამ დროს იწყება ფსიქიკის მოშლა, უუნარობის განცდა და საკუთარი პიროვნების იგნორირება. სხვათა შორის, ასევე, ნებისმიერ ადამიანს, გამუდმებული ფიქრით და გარკვეული ენერგიის გაგზავნით კოსმოსში, შეუძლია, ხელოვნურად გამოიწვიოს იმ ადამიანის სიყვარული, ვისითაც დაინტერესებულია. 

– ეს როგორღა ხდება?

– როგორ და, ალბათ, მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ნებისმიერი სიტყვა და ფიქრი სამყაროში მატერიალიზდება. გამუდმებული ფიქრით და ენერგიის გაგზავნით კოსმოსში, შეგიძლიათ, იმ ადამიანის სიყვარული მოიპოვოთ, რომელსაც სურვილებს ამ ფიქრის დონეზე, თქვენი ქვეცნობიერით უგზავნით. 

– ვფიქრობ, ეს ფანტასტიკის სფერო უფროა, და ამაში ბევრი დამეთანხმება,  რადგან, დარწმუნებული ვარ, აქ მთავარი ბედისწერაა და ორი ადამიანის ბედიც სწორედ ზეცაში წყდება. 

– თქვენსავით ბევრი ფიქრობს. არ გეწყინოთ და, ეს იმის ბრალია, რომ პარაფსიქოლოგია-ეზოთერიკის კანონებს ცუდად იცნობთ, ან, არ გინდათ, დაიჯეროთ ის, რაც თქვენ გარშემო ხდება. გეთანხმებით და მართალია, ორი ადამიანის გულებს შორის კავშირი ღვთის ნებაა და მისით ხდება, თუმცა გაგზავნილი ენერგია, რომელზეც ვისაუბრე, ხშირად მართლა პოვებს გამოძახილს და მასთან ბრუნდება. ასე რომ, შესაძლოა და რეალურიც, რომ საყვარელ ადამიანს ოცნებით მისწვდე, გააგებინო შენი სურვილი და აგრძნობინო, რომ სიგიჟემდე გიყვარს, გინდა შეეხო, მის გვერდით გაატარო წუთები, ანუ უბრალოდ, გიყვარს და მასთან გინდა ყოფნა. მაგრამ, აქვე იმასაც გეტყვით, რომ თუ იმ თქვენს რჩეულს ძალიან ძლიერი ბიოველი აქვს, მაშინ უიმედოა თქვენი სიყვარული და ნებისმიერი მსგავსი ქმედება, რადგან მასში ვერ შეაღწევს ვერანაირი სურვილი, რომელიც თქვენგან გაედინება მის მიმართ. პირიქით, ის სურვილები და ფიქრები, ბუმერანგივით უკან დაგიბრუნდებათ და ფსიქიკას დაგინგრევთ, ნერვულ სისტემას მოგიშლით და, ისეთ დღეში ჩაგაგდებთ, მტრისას!

– როდესაც ორ ადამიანს ერთმანეთი თავდავიწყებით უყვარს და ერთ-ერთი მათგანის გრძნობები უმიზეზოდ ცივდება, რა უნდა ვივარაუდოდ ამ დროს?

– თუ უეცრად იგრძნობთ, რომ თქვენი შეყვარებული ან მეუღლე, რომელიც ხელისგულზე გატარებდათ, უეცრად შეიცვალა და მისი გრძნობები თქვენს მიმართ გაცივდა, ორი აზრი არ არსებობს – ის ნეგატიური ზემოქმედების მსხვერპლია. ზოგადად, ურთიერთობებში კარგად უნდა დააკვირდეთ მოვლენების განვითარებას და თავადაც მიხვდებით, გრძნობები როდის მიჰყვება დინებას და როდის იბლოკება. ჩემს აზრს თუ გაითვალისწინებთ, არ გირჩევთ, მამაკაცის ძალით, მჩხიბავების დახმარებით დაბმა-შებმას – არც თქვენთვის იქნება ეს კარგის მომტანი და არც მისთვის. ხელოვნურად ჩარევას და მკითხავების დახმარებით სიყვარულის პოვნას, ჯობია, ქვეცნობიერის კარნახს დაუგდოთ ყური და დაელოდოთ, როდის ინებებს ზეციერი თქვენთვის სასურველ პიროვნებასთან შეხვედრას და მასთან ბედის დაკავშირებას.

 

 

скачать dle 11.3