ალერგიის დროს ქინძი შეუცვლელია
ქინძი შეიცავს ვიტამინ კაროტინს, ეთერზეთებს, ასევე B1 და B2 ვიტამინებსა და კალიუმს. მის თესლში 2 პროცენტამდე ეთერზეთი და ბევრი სხვა სასარგებლო ნივთიერებაა.
ქინძი ასტიმულირებს ნერვულ სისტემას. ასე რომ, თუ გრძნობთ, ძალიან გადაიღალეთ. ერთ ჩაის ჭიქა მაწონში შეურიეთ ერთი სადილის კოვზი დაჭრილი ქინძი და მიირთვით. მისი წვენი შველის კუჭის აშლილობას, აგრეთვე, კარგია ალერგიის დროს. კერძოდ, თუ თითო ჩაის კოვზ ქინძის თესლის ნახარშს დღეში სამჯერ დალევთ, ალერგია აღარ შეგაწუხებთ.
ქინძს შარდმდენი, ტკივილგამაყუჩებელი, ანტისეპტიკური და ბუასილის სამკურნალო თვისებებიც აქვს. მისი ეთერზეთით ამზადებენ გასტრიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს კუჭის სამოქმედო პრეპარატებს.
ქინძის ფოთლებისა და თესლის ნახარში ბრონქიტისა და ფილტვების ანთების დროს საუკეთესო ამოსახველებელი საშუალებაა. ქინძის თესლის ნახარში ხელს უწყობს ცხიმის დაშლას და აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას.