კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ვითარდება ინსულტი და რა გზით დავიცვათ თავი

 

ინსულტი ადამიანისთვის საკმაოდ საშიში დაავადებაა და ზოგ შემთხვევაში სიკვდილის გამომწვევია. არსებობს ინსულტის ორი ძირითადი ტიპი: იშემიური, ანუ ტვინის ინფარქტი და ჰემორაგიული, ანუ სისხლჩაქცევა თავის ტვინში. ბოლო დროს საკმაოდ გახშირდა ჰემორაგიული ინსულტი, რაც არტერიული წნევის მატების შედეგია.

ინსულტი თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლაა. იშემიური ინსულტის დროს ხდება თავის ტვინის მკვებავი სისხლძარღვების თრომბოზი, დახშობა და შევიწროება, რაც განაპირობებს ტვინის ქსოვილის კვდომას, რადგან ტვინის ამა თუ იმ უბანს ჟანგბადი აღარ მიეწოდება. ჰემორაგიული ინსულტი ვითარდება ჰიპერტონიული კრიზის დროს: სისხლძარღვთა კედლის მთლიანობა ირღვევა და ტვინის ქსოვილში სისხლჩაქცევა წარმოიქმნება.

თავის ტვინის ქსოვილში სისხლჩაქცევას იწვევს ანევრიზმის გასკდომაც და ამ დროს ტვინის გარსქვეშ ვითარდება სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა. ანევრიზმა სისხლძარღვის კედლის შეძენილი ან თანდაყოლილი დეფექტია. ამ დროს სისხლძარღვის კედელი არასრულფასოვანი შენების გამო ტომარასავით ფორმას იღებს და გვერდზე იხრება. საკმარისია სისხლის წნევის მომატება, გაჭინთვა ან ძლიერი ხველა, რომ ის გასკდეს და ამის ფონზე სისხლჩაქცევაც განვითარდეს. სისხლი ჯერ ტვინის გარსში ჩაიქცევა, შემდეგ კი ტვინის სიღრმეშიც.

ინსულტი ხდება მაშინ, როცა არტერიული წნევა მომატებულია. თუ მაღალი წნევა დიდხანს შენარჩუნდება და ამის ფონზე ჰიპერტონიული კრიზი განვითარდება, სისხლჩაქცევის ალბათობა იზრდება. ლიპიდური ცვლის მოშლის დროს, იმ შემთხვევაში, თუ ქოლესტერინის დონე მნიშვნელოვნად იმატებს, ეს ათეროსკლეროზის ჩამოყალიბებას იწვევს. ათეროსკლეროზული ფოლაქები ლაგდება სისხლძარღვებში, ახშობს მათ და არღვევს თავის ტვინის სისხლის მიმოქცევას. მომატებული წონა, თამბაქოსა და ალკოჰოლის ჭარბი მიღება, ხშირი სტრესი, პასიური ცხოვრების წესი, ასაკი – ინსულტის განვითარების რისკს წარმოქმნის.

ინსულტის დროს ადამიანს უბუჟდება ხელ-ფეხი, თვალებში გამოსახულება უორდება, ეხვევა თავბრუ, კარგავს წონასწორობას, აქვს გულისრევის შეგრძნება, ეწყება პირღებინება. ამ დროს სასწრაფოდ უნდა აღმოუჩინოთ ავადმყოფს დახმარება, აკონტროლოთ წნევა, გულის რიტმი და სუნთქვა.

დიდი მნიშვნელობა ენიჭება კვებას. ინსულტისკენ მიდრეკილმა ადამიანმა უნდა შეზღუდოს ცხოველური ცხიმების მიღება, რაციონში შეიტანოს მეტი ხილი და ბოსტნეული. ინსულტის თავიდან ასაცილებლად თავი შეიკავეთ ალკოჰოლისა და თამბაქოსგან, მეტი ივარჯიშეთ და ისეირნეთ სუფთა ჰაერზე.

 

скачать dle 11.3