კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

 

კითხვა: მაქვს ქრონიკული ტონზილიტი. რამდენჯერ უნდა გავიკეთო ნუშურების გამორეცხვის პროცედურა? უნდა მივიღო თუ არა ამ დროს ანტიბიოტიკები?

პასუხი: ქრონიკული ტონზილიტის დროს პროფილაქტიკურ კურსს წელიწადში ორჯერ იტარებენ – 10 პროცედურა თითო კურსზე. ანტიბიოტიკების მიღება საჭიროა მხოლოდ მწვავე ანთების დროს (ანგინა) ან სხვა ორგანოებისა და სისტემების (გული, თირკმელები, სახსრები) მხრიდან გართულებების შემთხვევაში.

კითხვა: აუცილებელია თუ არა ბავშვისთვის გლანდების ამოკვეთა?

პასუხი: ქრონიკული ტონზილიტის ქირურგიულ მკურნალობაზე საკითხი დგება მხოლოდ კონსერვატული მკურნალობის არაეფექტურობის შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს სხვა ორგანოებისა და სისტემების მხრიდან გართულებებს (გულ-სისხლძარღვთა, შარდ-სასქესო, ენდოკრინული, სახსრების დაზიანება, ხშირი ოტიტები) ან ნუშურების საგრძნობ ჰიპერტროფიას, რომელიც ხელს უშლის ყლაპვასა და სუნთქვას.

კითხვა: ვარ 28 წლის. 6 თვეა, დამეწყო ყურებში შიგნიდან ქავილი, ბოლო ერთი თვეა, მიჩნდება მოთეთრო-მოყვითალო ქერქები, რომელთა მოძრობის შემდეგ ისევ ქავილი მეწყება. რა შეიძლება მჭირდეს?

პასუხი: აღწერილი სიმპტომების მიხედვით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ადგილი აქვს სასმენი მილების კანის ქრონიკულ ანთებას (დერმატიტი). ის, შეიძლება, გამოწვეული იყოს ბაქტერიული ან სოკოვანი ინფექციით ან ალერგიული ანთებით. უნდა აიღოთ ნაცხი ყურიდან, გაიკეთოთ სისხლის საერთო ანალიზი და დაადგინოთ სისხლში შაქრის შემცველობა. მკურნალობის ტაქტიკა დამოკიდებული იქნება ამ ანალიზების პასუხებზე.  

კითხვა: რა ვადა შეიძლება ჩაითვალოს ნორმალურად, რომლის განმავლობაშიც ქალს არ შეუძლია დაორსულება? როდის უნდა მივმართო ექიმს?

პასუხი: თუ ქალს 1 წლის განმავლობაში არ შეუძლია დაორსულება, საქმე გვაქვს უშვილობასთან.

კითხვა: მაქვს ალერგია ლითონზე ნაკეთობებზე (საქამრე, საათი, სამკაულები). მათთან შეხებისას მაყრის და მეწყება ქავილი. დამეწყო 2-3 წლის წინ, როდესაც ყურში მეორე ნახვრეტი გავიკეთე. როგორ მოვიქცე?

პასუხი: თუ ლითონზე ალერგია დადგენილი გაქვთ, უნდა შეეცადოთ, მასთან შეხება არ გქონდეთ და დააკვირდით, ყველანაირ ლითონზე (ოქრო, ვერცხლი, მელქიორი და სხვა შენადნობები) გაქვთ ალერგიული რეაქცია თუ არა.

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

 

 

скачать dle 11.3