კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: ცილისწამება დიდი ცოდვაა?

პასუხი: ცილისწამება უმძიმესი ცოდვა და ბოროტებაა. როდესაც ადამიანი მოყვასს ცილისწამებისთვის გაწირავს, ის უფალს განარისხებს. როდესაც რამეს სჩადიხართ, უპირველესად წარმოიდგინეთ თავი იმ ადამიანის ადგილზე, ვისკენაც არის მიმართული თქვენი ესა თუ ის ქმედება. იმგვარი ბოროტება, როგორიც ცილისწამებაა, ჭეშმარიტ ქრისტიანს არ შეშვენის.

კითხვა: უფალს რაღაც ვთხოვე გულით და შემისრულა. ახლა მინდა, სამაგიეროდ უფლისთვის რაღაც გავაკეთო. რას მირჩევთ?

პასუხი: უფალი წმიდა წერილში გვეუბნება, რომ თქვენგან არაფერი მინდა, მხოლოდ თქვენ მჭირდებითო, მას მხოლოდ ჩვენი განწმენდილი გული უნდა. ფსალმუნებში წერია: „მსხვერპლი ღმრთისა არს სული შემუსვრილი, გული შემუსვრილი და დამდაბლებული, ღმერთმან არა შეურაცხყოს“. ადიდეთ უფალი, აკეთეთ ბევრი სიკეთე და იცხოვრეთ ეკლესიურად. ამით გამოიხატება თქვენი მადლიერება ღვთის მიმართ.

კითხვა: ძალიან მიხარია, რომ დავიბადე დიდ საეკლესიო დღესასწაულზე. გადმოდის თუ არა ჩემზე განსაკუთრებული მადლი ამის გამო?

პასუხი: ღვთის მადლი ყველა ადამიანზე გადმოდის, მთავარია, ის თავად მზად იყოს ამ მადლის მისაღებად. რა თქმა უნდა, კარგია, თუ მადლიან დღეს დაიბადეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რაღაცით გამორჩეული ხართ სხვისგან. პირიქით, ეს ფაქტი თქვენ უფრო მეტ პასუხისმგებლობას განიჭებთ. ამიტომ უფრო უნდა ეცადოთ, იყოთ ღვთისნიერი და ქრისტიანული კანონების დამცველი.

კითხვა: როგორ მოვეპყრათ ნაპოვნ ნივთებს?

პასუხი: როგორც წმიდა თეოფანე დაყუდებული წერს: „თუ იპოვი ფულსა და სხვა რამ ნივთებს, მოიძიე პატრონი და დაუბრუნე მას. თუ ვერ იპოვი – მიეცი საწყალსა და გაჭირვებულს, ან მიიტანე ტაძარში, რადგან ქონება იგი უფლისა არს“.

კითხვა: როგორც გავიგეთ, წმიდა იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს (11 სექტემბერს) არ შეიძლება ისეთი საკვების მიღება, რაც თავს მოგვაგონებს: ვაშლი, საზამთრო და ასე შემდეგ. მართალია თუ არა ეს?

პასუხი: ეს, რა თქმა უნდა, ცრურწმენაა. იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს არის მარხვა და არ შეიძლება, სახსნილო საკვების მიღება, არც თევზის.


скачать dle 11.3