ვალერი „ფლეიბოის” დაამშვენებს
ცნობილი ექსტანმოვარჯიშე ვალერი კორმირი სექტემბრის თვის „ფლეიბოის” ნომერში პიკანტური ფოტოსესიით გამოჩნდება და მისი თაყვანისმცემლები უკვე რიგში დგებიან, რათა ჟურნალის ეს ნომერი შეიძინონ. ცნობილია, რომ „ფლეიბოის” რედაქტორი, ლეგენდარული ჰიუ ჰეფნერი მთლიანი ტირაჟის გაყიდვის მოლოდინშია. ვალერი სამი წლის განმავლობაში პროფესიული სპორტით იყო დაკავებული, თუმცა, ტრავმის გამო მოდელად გადაკვალიფიცირდა და ამჟამად ამერიკაში ერთ-ერთ ყველაზე სასურველ ფოტო-მოდელად ითვლება. მისი თქმით, ფორმის შენარჩუნებაში მას რეგულარული სექსი და დილის ვარჯიში ეხმარება.