არტესტის ახალი გამოწვევა
„ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში“ გამოცხადებული ლოკაუტის გამო, რიგი კალათბურთელებისა ევროპულ კლუბებში დასაქმებას ცდილობენ, ხოლო ზოგიერთი სპორტსმენი გაფიცვით გამოწვეულ პაუზას სხვაგვარად იყენებს. მაგალითად, „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის” ვარსკვლავმა, რონ არტესტმა, რომელმაც სულ ახლახან სახელისა და გვარის შეცვლის მოთხოვნით ლოს-ანჯელესის სასამართლოს მიმართა, გადაწყვიტა, ბედი სატელევიზიო შოუში სცადოს და ამჟამად აქტიურად ემზადება ცეკვაში, რათა შოუს – „იცეკვე ვარსკვლავთან” მონაწილე გახდეს. არტესტთან ერთად შოუში მონაწილეობას მიიღებენ მსახიობი დევიდ არკეტი, მოდელი ელიზაბეთ კანალისი და ტვ-ვარსკვლავი რობერტ კარდაშიანი.