„არსენალის“ ახალწვეულის მომხიბვლელი მეუღლე
მას შემდეგ, რაც ესპანელი ნახევარმცველი მიკელ არტეტა ლონდონის „არსენალში” ჩაირიცხა, ბრიტანეთში მისი მეუღლის სილამაზეზე ალაპარაკდნენ. ლორენა ბერნალი არგენტინაში დაბადებული ესპანეთის მოქალაქეა, რომელმაც 1999 წელს პრესტიჟული ტიტული „მის ესპანეთი” დაისაკუთრა. მოდელობის გარდა, ლორენა წარმატებული მსახიობია და რამდენიმე მხატვრულ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული. 2009 წელს წყვილს ვაჟიშვილი – გაბრიელი გაუჩნდა და მას შემდეგ ლორენას პაუზა აქვს აღებული კინო და სამოდელო ბიზნესში, თუმცა, მისი თქმით, როცა მიკელი ფეხბურთის თამაშს შეეშვება, ის ოჯახთან ერთად ლოს-ანჯელესში გადავა საცხოვრებლად, სადაც ძალებს ჰოლივუდში ცდის.