კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სიბრძნე მინიატურებში

დედაკაცი და მღვდელი
ერთი დედაკაცი იერუსალიმში მიდიოდა და თან დიდი ქონება მიჰქონდა. გზაზე საყდარი დაინახა. საყდრის ეზოში ორი ხე იდგა, მარჯვნივ და მარცხნივ. უეცრად ხეები გადაიხარნენ და ერთმანეთს ეამბორნენ.
გაუკვირდა დედაკაცს, მივიდა მღვდელთან და უთხრა:
– ერთ საპალნე ოქროს მოგცემ და ხვალ ჩემთვის წირე, რომ ხეები კვლავ ეამბორონ ერთმანეთსო.
მეორე დღეს მღვდელმა დედაკაცისთვის წირა, მაგრამ ხეები ერთმანეთს აღარ ეამბორნენ.
– რატომ აღარ ეამბორნენ ხეები ერთმანეთს? – ჰკითხა დედაკაცმა მღვდელს.
– ეგ იმიტომ, რომ წირვის დროს სიხარბემ მძლია და გავიფიქრე: ნეტა ამ დედაკაცმა ოქროსთან ერთად ჯორიც მე მომცესო, – უპასუხა მღვდელმა.
სამაგიერო
წყაროსთან, ლოდზე ერთი ბერი იჯდა. იქვე ვიღაც მხედარი მივიდა, ჩამოხდა, პური ჭამა, წყალი დალია და წავიდა. მხედარს წყაროსთან ხუთასი ვერცხლი დარჩა.
ცოტა ხნის შემდეგ წყაროსთან სხვა კაცი მოვიდა, წყალი დალია, ვერცხლი დაინახა, აიღო და წავიდა. მალე იქ მესამე კაციც მივიდა.
ცოტა ხანში ვერცხლის დამკარგავი მიბრუნდა უკან და ვერცხლს ძებნა დაუწყო, მაგრამ, რაღას იპოვიდა! მაშინ იგი მესამედ მისულ კაცს მივარდა და ჩხუბი დაუწყო:
– მე აქ ხუთასი ვერცხლი დამრჩა, შენი აღებულია და მომეციო.
– შენი ვერცხლი თვალითაც არ მინახავსო, – უპასუხა კაცმა.
არ დაუჯერა ვერცხლის დამკარგავმა და ის კაცი მოკლა.
ფიქრებში წასულ ბერს ჩაეძინა. ძილში ანგელოზი ეჩვენა და უთხრა: ვერცხლის დამკარგავის მამას მისი წამღების მამის ხუთასი ვერცხლი ემართა და მომპარავმა თავისი ვალი წაიღო; მოკლულის მამას კი მკვლელის მამა ჰყავდა მოკლული და იმანაც თავისი მამის სისხლი აიღოო.
მექარავნე და ჭკვიანი ძმები
ქალაქისკენ მიმავალ სამ ძმას გზაზე მექარავნე შემოეყარა.
– აქლემი დავკარგე და ხომ არ გინახავთო? – შეეკითხა ძმებს მექარავნე.
– მაგ გზით წადი და იპოვი, – მიუგეს ძმებმა.
– შენი აქლემი კოჭლი ყოფილა, – უთხრა უფროსმა ძმამ.
– ცალი თვალი არ ჰქონია, – უთხრა შუათანამ.
– ცალ მხარეს კბილები ჰკლებია, – უთხრა უმცროსმა.
– აქლემი არ გინახავთ და მისი ნიშნები როგორ გამოიცანითო? – ჰკითხა გაკვირვებულმა მექარავნემ ძმებს.
– მტკივანი ფეხი აწეული ჰქონია, – კვალს ეტყობა, რომ სამ ფეხზე უვლია, – უპასუხა უფროსმა ძმამ.
– ბალახი ცალ მხარეს უძოვია, – იმ მხარეს, საითაც საღი თვალი ჰქონია, – უპასუხა შუათანამ.
– ცალ მხარეს კბილები რომ ჰკლებია, იმიტომ არ არის ბალახი თანაბრად გაძოვილი, – უთხრა უმცროსმა.
გაუკვირდა მექარავნეს მათი გამჭრიახობა, მადლობა გადაუხადა და აქლემი მართლაც მალე იპოვა.

скачать dle 11.3