კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: ჩემს შვილს დაბადების დღე აგვისტოში აქვს, და, არდადეგების გამო, ვერასდროს აღნიშნავს მეგობრებთან ერთად. შეიძლება თუ არა, მას ანგელოზის დღე აღვუნიშნოთ?
პასუხი: ანგელოზის დღის აღნიშვნა, რა თქმა უნდა, თქვენი შვილისთვის უფრო მეტი მადლის მომცემი იქნება. ანგელოზის დღის აღნიშვნა თქვენს შვილს გააძლიერებს. სასურველია, ამ დღეს ბავშვი აზიაროთ, შემდეგ მოკრძალებულად იდღესასწაულოთ და მფარველობა სთხოვოთ ბავშვის მფარველ ანგელოზს.
კითხვა: ბოლო დროს მშობიარეების უმრავლესობა ბუნებრივი გზით ბავშვის გაჩენის ნაცვლად ოპერაციულ ჩარევას – საკეისრო კვეთას ამჯობინებს. რამდენად მისაღებია ასეთი საქციელი ეკლესიურად?
პასუხი: ეკლესიისთვის ოპერაციული ჩარევა მიუღებელი არ არის. თუმცა, უნდა გაირკვეს, ოპერაციულ ჩარევას ქალები შიშის გამო ამჯობინებენ თუ ეს მათი ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ნაბიჯია. თუ გართულებას არ აქვს ადგილი, რასაკვირველია, მშობიარობა უნდა წარიმართოს ბუნებრივი გზით.
კითხვა: სურვილი მაქვს, ჩემს სახლში, ხატების კუთხეში, დავდგა შესაწირავი ყუთი, სადაც მე და ჩემი ოჯახის წევრები სისტემატურად შევწირავთ თანხას, რასაც შემდეგ, დღესასწაულებზე შეჭირვებულებს დავურიგებთ. მიზანშეწონილია თუ არა ხატების კუთხესთან ასეთი „ყულაბის“ დადგმა?
პასუხი: ასეთი შესაწირავის დადგმა ხატების შორიახლოს არ გეკრძალებათ. მით უმეტეს, თუ ამ თანხას საღმრთო საქმისთვის მოიხმართ და მოყვასს დაეხმარებით.
კითხვა: ვცდილობ, ვიცხოვრო ეკლესიურად, მაგრამ ღამით კოშმარები მაწუხებს და ვერაფრით ვიშორებ თავიდან. როგორ მოვიპოვო სიმშვიდე?
პასუხი: შესაძლებელია, თქვენი სიზმრები დემონური ძალების გავლენის შედეგი იყოს. ამის საწინააღმდეგოდ, ილოცეთ უფლის წინაშე, იარეთ ეკლესიაში, თქვით აღსარება, ეზიარეთ და სულიერ სიმშვიდეს ჰპოვებთ.

скачать dle 11.3