კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა როლს თამაშობს ოჯახის დანგრევაში „წვრილმანი სკანდალები“ და როდის არის აუცილებელი, ქმარს სიტყვაზე ენდო

ის, რომ ქალს მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება ოჯახში და მის სიმტკიცეზეც მეტწილად ის აგებს პასუხს, კონკრეტულად ჩვენი საზოგადოების ახირება არ არის. ფსიქოლოგებიც იზიარებენ ამ მოსაზრებას და ისედაც ცნობილია, რომ ქალია კერიის მთავარი პატრონი. ჯერ კიდევ შორეულ წარსულში, სწორედ ქალები ზრუნავდნენ შვილებზე და იმ მამაკაცებზე, რომლებიც მათ კვებავდნენ. ქალს საკუთარი თავის გამოკვება შესანიშნავად შეუძლია, მით უფრო, ახლა, როცა ქალბატონებმა ლამის აჯობონ მამაკაცებს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებაში. ისინი დამოუკიდებლები და წარმატებულები არიან, აღარ ეშინიათ არც მარტოდ დარჩენის და არც ახალი ურთიერთობის დაწყების. ამიტომაც, მამაკაცებს აღარ უნდა ჰქონდეთ იმედი, რომ იმას, რასაც ქალები ადრე პატიობდნენ ჩუმი ცრემლისღვრით, ახლაც აპატიებენ. სამწუხაროდ, მამაკაცების უმრავლესობა ჯერაც ძველი სტერეოტიპებით ცხოვრობს.

ილია (38 წლის): იმით დავიწყებ, რომ ვიტყვი: ჩემი ცოლი ძალიან მიყვარს, მიუხედავად მომხდარისა, მიუხედავად იმისა, რომ მანაც ძალიან მატკინა გული და ჩვენს დანაშაულში წილი ორმოცდაათი ორმოცდაათზეა. მანაც ბევრი შეცდომა დაუშვა. მართალია, არ აღიარებს ამას და ყველასთან ყვება, როგორი ღორია მისი ქმარი, მაგრამ, ასეც არ არის საქმე.
– თავის გამართლება გინდათ?
– არანაირად. სიმართლის მოყოლა მსურს და იმის თქმა, რომ ყოველთვის მამაკაცები არ ვართ დამნაშავე. თუმცა, ჯოხი მეტწილად ჩვენზე ტყდება.
– რას გულისხმობთ, როდის ტყდება ჯოხი თქვენზე?
– როდის და, როცა საქმე ღალატს ეხება. ალბათ, ხშირად გაგიგიათ ფრაზები: „ყველა მამაკაცი ღორია“, „ყველა კაცი ნაძირალა და მატყუარაა“, „არც ერთი მამაკაცის ნდობა არ შეიძლება“, „ყველა კაცი უსინდისო და მოღალატეა“... იცით, ჩემი აზრით, ეს რას ჰგავს?! – თავის წინასწარ დაზღვევას.
– თავის დაზღვევას რისგან, ღალატისგან? რანაირად?
– რანაირად და, ქალებს ხომ მაზოხიზმისკენ აქვთ მიდრეკილება. საწყენად არ ვამბობ: კაცი, შეიძლება სულელია მაგრამ, მაინც არ გაიწამებს თავს ფანტაზიით შეთხზული აბსურდებით, რაც ქალებისთვის ჩვეულებრივი ამბავია. ვიყოთ რეალისტები, ვაღიაროთ, რომ ცალმხრივად დამნაშავეები არ არსებობენ. ყოველთვის არის ამ დანაშაულის გამომწვევი მიზეზი.
– გეთანხმებით, მიზეზი არსებობს – მამაკაცის მიდრეკილება ღალატისადმი და მათი არამყარი ბუნება.
– არა, არ ხართ მართალი. თქვენ ახლა იზიარებთ იმ სულელურ პოზიციას, რომელიც ზოგადად აქვთ ქალებს მამაკაცებთან დაკავშირებით. იმასაც არ დამიჯერებთ, რომ უნებლიე ღალატიც არსებობს – მართლა რომ არ ფიქრობ ღალატზე, არ გინდა და მაინც მოხდება.
– მე რაც არ მინდა და რაზეც არ ვფიქრობ, არც მოხდება...
– ასეც ნუ იტყვით. მართლა მომხდარის შემდეგ იმისი მტკიცება, მე ეს არ მინდოდაო, ძალიან უსუსური არგუმენტია, მაგრამ, ზოგჯერ ისე სულელურად „გაიჭედები“, ყველაფერი შენ წინააღმდეგ მეტყველებს და მოქმედებს... საშინელებაა, თავს რომ ვერაფრით იმართლებ.
– ალბათ, აჯობებს, საქმე თავის მართლებამდე არ მივიდეს.
– ყოველთვის რომ არ გამოდის ისე, როგორც ჩვენ გვინდა? ცხოვრება თავისი თამაშის წესებს გვთავაზობს და ჩვენც ვემორჩილებით. ჩემი ცოლი სულელი არ არის და, დარწმუნებული ვარ, უკვე მიხვდა, სად შეეშალა. იცით, ქალებს რა პრობლემა გაქვთ? ყველაზე საშინელ ტყუილს დაიჯერებთ, თუ ეს გინდათ და მაშინ შეჯდებით ხოლმე ვირზე, როცა ამას ისევ თქვენთვის მოაქვს ზიანი. მე დავზარალდი და ამას არც ვმალავ, მაგრამ, ჩემი ცოლიც ხომ არ დარჩა მოგებული?! მოგებას ვინ ჩივის, დარწმუნებული ვარ, უნდა ჩემთან შერიგება და ვუყვარვარ კიდეც, მაგრამ რომ დავრეკო, მეტყვის, შენი აღარ მჯერა და რა აზრი აქვს ჩვენს შერიგებასო.
– თქვენ არ მიგაჩნიათ, რომ უნდობლობა მართლაც შეიძლება იყოს მიზეზი, რის გამოც ადამიანთან ცხოვრება აღარ მოგინდება?
– ალბათ, არის, არ ვიცი. მე ყოველთვის ვენდობი ადამიანებს და იმის შანსსაც ყოველთვის ვაძლევ, გამოასწორონ დაშვებული შეცდომები – მე ასეთი ხასიათი მაქვს. თუმცა, ვიქნები გულახდილი და, იმასაც ვიტყვი, რომ, არ ვიცი, ჩავუთვლიდი თუ არა ჩემს ცოლს ღალატს შეცდომაში. სწორად გამიგეთ – არ ვაპატიებდი-მეთქი, არ ვამბობ. ჩემზე მაგარ ტიპებს უპატიებიათ და ეს ამბავი ყურმოკვრით არ ვიცი.
– ესე იგი, აღიარებთ, რომ ღალატი ძალიან მტკივნეულია?
– აბა, რა, როგორ არ ვაღიარებ, მაგრამ იმასაც ვამბობ, პატიებაც შესაძლებელია-მეთქი. თუკი კაცს შეუძლია ცოლისთვის ღალატის პატიება, ცოლს რატომ არ უნდა ეყოს ძალა, იგივე გააკეთოს, მით უმეტეს, თუ კაცი თვითონვე ძალიან ნანობს ამას? მე თუ მკითხავთ, ოჯახის შენარჩუნებაზე პასუხისმგებლობა ქალს უფრო მეტად ეკისრება.
– რატომ? კაცები რატომ ცდილობთ მუდმივად თავის დაძვრენას?
– არა, არა, თავის დაძვრენას არ ვცდილობ. ამას რატომ ამბობთ? მე ხომ არ მითქვამს, ქალმა მეტი უნდა მოითმინოს-მეთქი. საქმე ისაა რომ, უბრალოდ, როცა სხვას უყენებ დაუსაბუთებელ ბრალდებებს და ეუბნები, მთელი ცხოვრება მატყუებდი, ღორი ხარო, ისიც უნდა გაიხსენო, თავად რას აკეთებდი ამ ხნის განმავლობაში.
– ანუ, ცოლთან ურთიერთობაში პრობლემები გქონდათ?
– დიახ, პრობლემები ნამდვილად იყო, თუმცა, სერიოზული არაფერი, უფრო ისეთი, „თითიდან გამოწოვილს“ რომ ეძახიან. საქმე ისაა, რომ ჩემს ცოლს ხასიათი გაუფუჭდა, და სულ ჩხუბისა და კინკლაობის მიზეზს ეძებდა.
– რატომ?
– მაგასაც გეტყვით. არ დავმალავ და მე ცოტა გაფანტული ადამიანი ვარ, უყურადღებო და დაბნეული. მით უმეტეს, თუ რამეს ვაკეთებ, სხვა რამეზე ფიქრი საერთოდ არ შემიძლია. ის კი არა, რომ დამელაპარაკო, ვერ გავიგონებ.
– დარწმუნებული ვარ, ყოველთვის ასეთი არ იყავით.
– მივხვდი, რაც იგულისხმეთ – შეყვარებულობის პერიოდი. ჰო, მაგრამ, მაშინ ხომ მასზე ვფიქრობდი! ჩემი ფიქრი მთლიანად მის ირგვლივ იყო კონცენტრირებული. ამას ხომ აქვს მნიშვნელობა? აბა, მკითხეთ, მაშინ საქმე როგორ გამომდიოდა? საშინლად. კინაღამ სამსახურიდან გამომაგდეს. ბუნებრივია, მამაკაცი იცვლება ქორწინების შემდეგ და ეს ყველა ქალმა იცის. ჯერ ერთი, შენად რომ დაიგულებ იმას, რაც მოსაპოვებელი გქონდა, დუნდები და მშვიდდები.
– და... უყურადღებოც ხდები.
– გააჩნია, რის მიმართ უყურადღებო. კი, მნიშვნელოვანი თარიღები დამვიწყებია, ცოლის დაბადების დღეც ამომვარდნია თავიდან. რა მოხდა მერე? მთავარია, რა გამიკეთებია, როცა გამხსენებია.
– თუ შეუხსენებიათ?
– არ შეიძლება ასეთი მეწვრილმანეობა. დამიჯერეთ, ძალიან წამგებიანია ურთიერთობაში, მით უმეტეს – ცოლქმრულში. არ შეიძლება გამადიდებელი შუშით კირკიტი. ჰო, შეუხსენებია, მერე, რა... ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ნაკლებად მიყვარდა, ან, უარესი – ფეხებზე მეკიდა მისი დაბადების დღე? წვრილმანებია, ოჯახებს რომ ანგრევს და შეყვარებულ ადამიანებს ერთმანეთს აშორებს. თქვენ რა გგონიათ, ძალიან იშვიათ შემთხვევებში არსებობს ხოლმე სერიოზული პრობლემა ცოლ-ქმარს შორის. წეღან ადამიანის შეცვლაზე ვლაპარაკობდით და აღარ გამახსენდა მეთქვა: მარტო მამაკაცი იცვლება ქორწინების შემდეგ, ქალი კი იგივე რჩება? კარგად მახსოვს, ჩემი ცოლი როგორი „ფისო“ იყო: სულ იცინოდა და უმნიშვნელო წვრილმანი უხაროდა. მასში სწორედ ის ხალისი და გულწრფელობა აღმაფრთოვანებდა, რომელიც მერე სადღაც გაქრა. თქვენ როგორ ფიქრობთ, მე ეს არ მაწუხებდა? პატარ-პატარა, „წვრილმანი“ სკანდალები გაცილებით უარესია იმ სკანდალზე, რომლის რეალური მიზეზიც არსებობს.
– სრულიად უმიზეზოდ გიწყობდათ სკანდალებს?
– სრულიად უმიზეზოდ-მეთქი ვერ ვიტყვი, მაგრამ, მე რომ რაღაც დამავიწყდება და დავიბნევი, ამისთვის თავბედი ხომ არ უნდა მაწყევლინო?! იმ შემთხვევის ამბავს მოგიყვებით, რომელიც ჩვენი ოჯახისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. არ მომწონს, ამას რომ ვამბობ. მაინც მაქვს იმედი, რომ ჩემს ცოლს ეყოფა კეთილგონიერება და შემირიგდება, დამიჯერებს, რომ არ მქონდა განზრახული მისი ღალატი. ძალიან გამაბრაზა. რისთვის მეჩხუბა და გამაქცია სახლიდან, დღემდე ვერ ვხვდები. რა უნდოდა, პატიება ხომ ვთხოვე, რატომღა ამიხირდა? ექიმთან უნდა წამეყვანა და დამავიწყდა. ნუ გეღიმებათ. მართლა დამავიწყდა. მართალია, ეს ორივეს გვეხებოდა, მაგრამ, ხომ შეიძლებოდა, დაერეკა? მაინცდამაინც იმ დღეს მქონდა უამრავი საქმე სამსახურში და „გამთიშეს“. რომ დაერეკა, რაღაცას მოვიფიქრებდი და მივაკითხავდი. ის კი ჯერ გაიბუტა, გაბრაზდა, მერე დაჯდა, თავის ფანტაზიებში ჩემი, როგორც ნაძირალას პორტრეტი შექმნა და დაიბოღმა. შინ რომ მივედი, ჭექა-ქუხილი დამატეხა თავზე.
– ბოდიში, რომ გეკითხებით, რამდენი წლის ცოლ-ქმარი ხართ?
– ცხრა. აბა, თქვენ გეგონათ, ერთი წლის შეწყვილებულებივით ვწიწკინობდით? მაგას ვამბობ, რომ ამდენი წლის ურთიერთობა ასე ხელის ერთი მოსმით არ უნდა დაანგრიო.
– უღალატეთ თუ არ უღალატეთ?
– ვუღალატე, ამას არ უარვყოფ და არც მისვის მითქვამს, ეს არ გამიკეთებია-მეთქი. მე ტყუილს საერთოდ ვერ ვიტან, ვერ ვძლებ ტყუილში, ბოლოს მაინც „გავმჟღავნდები“ ხოლმე, ასეთ შემთხვევაში – მით უმეტეს, ვერაფრით მივჩუმდებოდი, თავზეც რომ არ წამომდგომოდა.
– თავზე წამოგადგათ?
– გიყვებით, როგორც იყო. ისეთი ამბავი ამიტეხა, შერიგება მინდოდა და, დანაშაულის გამოსყიდვის მიზნით (თუმცა, მაინც ვერ მივხვდი, ამისთანა რა დავაშავე), რესტორანში წასვლა შევთავაზე. წავიდეთ, შენ რომ გიყვარს, ის კერძი შევუკვეთოთ და ცოტა ღვინოც დავლიოთ. წყენა გაგივლის და ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი. ეგ შენ გგონია, რომ კარგად იქნება, იმიტომ, რომ უსინდისო ხარ. სადაც გინდა, იქ წაეთრიე. მე არსად წამომსვლელი არ ვარ და არც შენი დანახვა მინდაო. უკვე მაგრად მქონდა ყელში ამოსული მისი პრეტენზიები. გავცოფდი: არ გინდა და მე წავალ, რატომ დავრჩე სახლში, რომ შენს დაღრეჯილ სახეს ვუყურო და შენი პრეტენზიები ვისმინო-მეთქი. გამოვიჯახუნე კარი და წამოვედი. მართლა რესტორანში წავედი. გული ყელში მქონდა მობჯენილი. იმ მომენტში საშინლად ვიყავი ჩემს ცოლზე გაბრაზებული. სახლში დაბრუნება არ მინდოდა. იმას ვფიქრობდი, რესტორანში მაგრად დავთვრები, მერე სასტუმროში ნომერს ავიღებ, რომ გამოვიძინო და არაფერზე ვიფიქრო-მეთქი. ქალთან წავალ და გულს გადავაყოლებ-მეთქი, ნამდვილად არ მიფიქრია. დაუგეგმავად და გაუაზრებლადაც ხდება ჩვენს ცხოვრებაში რაღაცეები. შეიძლება, თქვენ არ გჯერათ, მაგრამ, ასეა. რესტორანში მაგიდასთან მარტო დავჯექი. ღვინოს ვსვამდი და ჩემს ცოლზე ვფიქრობდი: რატომ არ შეეძლო, ექიმთან ტაქსით წასულიყო, რატომ აქცია ეს ტრაგედიად და კატასტროფად და რატომ აღარ დაამთავრა ჩემი ლანძღვა? დამავიწყდა და ამისთვის აუცილებლად ჩემი ნერვებით უნდა მეგო პასუხი-მეთქი?! ვიცი, რასაც მეტყვით – რომ ჩემს ცოლს ეწყინა ჩემი უყურადღებობა. მაგრამ, ეთქვა ერთი საყვედური და მივიღებდი ამას. ხომ ვეცადე, ჩემი დანაშაული გამომესწორებინა? წამომყოლოდა რესტორანში... იქ რომ ვსვამდი, ვიღაც ახალგაზრდა ქალი მომადგა: შეიძლება, თქვენს მაგიდასთან დავჯდე? მეგობარი არ მოვიდა. შეკვეთა კი უკვე მივეცი. მარტო დაჯდომა და ჭამა არ მინდა და თუ ძალიან არ შეგაწუხებთ, თქვენს მაგიდასთან გადმოვჯდებიო. არ ვუთხარი უარი. ისეთი გაბრაზებული ვიყავი ჩემს ცოლზე, მარტო ყოფნა მეც არ მინდოდა. საკმაოდ გახსნილი და კომუნიკაბელური ადამიანი აღმოჩნდა. ან, უნდოდა, რომ ასეთად მოეჩვენებინა ჩემთვის თავი. თუმცა, მაშინ ამაზე ნამდვილად არ მიფიქრია. ვცდილობდი, საერთოდ არაფერზე მეფიქრა. ვახშმის შემდეგ მთხოვა, ცოტა გავისეირნოთო. სახლში მისვლა ისედაც არ მინდოდა. რა მელოდებოდა იქ? – მორიგი სკანდალი და საყვედურები. ამიტომ, თითქმის სიამოვნებით დავთანხმდი.
– ვითომ, ვერ მიხვდით, რა შეიძლებოდა ამ სეირნობას მოჰყოლოდა?
– რატომაც არა, ვიფიქრე. მაგრამ, საკუთარ თავს ვუთხარი, საქმე აქამდე არ მივა, ეს ქალი აბსოლუტურად უცხოა ჩემთვის და არც ისეთი გაბრაზებული ვარ, რომ „შებმა“ დავუწყო-მეთქი. მაგრამ ინიციატივა თვითონ გამოიჩინა – ყელზე ჩამომეკიდა და კოცნა დამიწყო. მეც, რა დამემართა, არ ვიცი. მასთან სექსის ისეთი სურვილი გამიჩნდა, თავს ვერ მოვერიე. ეს იმპულსური, წუთიერი ვნება იყო, თუმცა, ძალიან ძლიერი. თითქმის მაშინვე ვინანე. რომ მითხრა, კიდევ როდის შევხვდეთ ერთმანეთსო, თავი ძალიან ცუდად ვიგრძენი. ჯობია, აქ გავჩერდეთ, ცოლი მყავს-მეთქი, ვუთხარი. გაიცინა და ირონიულად შემომხედა – ეს ახლა გაგახსენდაო? ჩემი მანქანის უკანა სავარძლისკენ გახედვა აღარ მინდოდა. სახლში რომ მივედი, ვნატრობდი, ნეტავი ჩემს ცოლს უკვე ეძინოს, რომ მასთან საუბარს თავი ავარიდო-მეთქი. მაგრამ, იმას ვერც კი წარმოვიდგენდი, რა მელოდა. თურმე, ჩემი ცოლი ძალიან მალე გამომყოლია უკან. არ ვიცი რა იფიქრა – აჯობებს, მეც წავიდე და დავამთავრო კონფლიქტიო, თუ, სათვალთვალოდ გამომყვა, მაგრამ ამას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა. ფაქტია, რომ ყველაფერი საკუთარი თვალით ნახა. ვერაფრით ვერ დავაჯერე, რომ ის ქალი პირველად ვნახე იმ დღეს. ნაძირალა და ღორი მიძახა. აი, ვის გამო გახდი გულმავიწყი. ვიცოდი, ვგრძნობდი, რომ მატყუებდი, მაგრამ, თუ აქამდე დაეცემოდი, მაინც ვერ წარმოვიდგენდიო. თავისი მობილურით გადაღებული ფოტოები მაჩვენა. ვერაფრით ვეღარ დავაჯერე, რომ ყველაფერი შემთხვევით მოხდა და თვითონაც ძალიან ვნანობდი.
– თქვენ დაიჯერებდით?
– ვიცოდი, რომ ამას მკითხავდით. აბა, ის არის კარგი, ამდენი წლის ოჯახი რომ დაგვენგრა? ეს არის გამოსავალი?
– ალბათ, უცხო ქალთან ვახშმობა და მასთან სექსიც არ არის გამოსავალი.
– ჰო, რა თქმა უნდა. მაგრამ, მე ხომ ვნანობ ამას და ვაღიარებ ჩემს დანაშაულს? გულწრფელად ვაღიარებ. და ერთი შანსი ხომ უნდა მომცეს? ასე არ შეიძლება. ბოლოს და ბოლოს, თვითონაც შემიწყო ხელი ამ დანაშაულის ჩადენაში და ეს ერთად უნდა გადავლახოთ. მეც მოვუსმენ და იმანაც უნდა მოისმინოს. მენდოს და ყველაფერი თავიდან დავიწყოთ. იმდენი რამე გვაკავშირებს ერთმანეთთან, ასე ერთბაშად ყველაფერს ვერ დავანგრევთ. შვილებზე ხომ მაინც უნდა იფიქროს? მე კარგი მამა ვარ. მოკლედ, მიყვარს ჩემი ცოლი და, მინდა, შემირიგდეს – როგორმე ეს უნდა გაიგოს. ნუთუ ასეთი ძნელია, აპატიო ადამიანს, რომელსაც უყვარხარ?!

скачать dle 11.3