კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფრანგული მადლიერება

ანუ გავუფრთხილდეთ ნერვებს

შესაძლოა, იმიტომაც, რომ მაგალითი გადამდებია (განსაკუთრებით, თუ ის ინფრასტრუქტურას უკავშირდება, რადგან ამას არც დიდი ფანტაზია სჭირდება, არც აღმაფრენა, რამეთუ ფულიც სავსებით საკმარისია, მით უფრო, თუ ეს ფული უცხოური წარმოშობისაა), გასულ კვირას გაირკვა, რომ ყარაჩაი-ჩერქეზეთის ხელისუფლება საერთაშორისო აეროპორტისა და ჩერკასკ-სოხუმის 274-კილომეტრიანი გზის მშენებლობისთვის ათი მილიარდი ევროს მოზიდვას გეგმავს (უფრო ადრე კი, უფრო გულისმომკვლელი ინფორმაცია შევიტყვეთ, რის თანახმადაც, საფრანგეთი ჩრდილოეთ კავკასიის საკურორტო ზონების ასაღორძინებლად 10 მილიარდიან ინვესტიციას გაიღებს. ამ შეთანხმებას ნიკოლა სარკოზიმ და დიმიტრი მედვედევმა ჯერ კიდევ მაისში მოაწერეს ხელი. ხოლო, რაკი 10 მილიარდი „ნა ულიცე ნე ვალიაეტსია“, შესაძლოა, საფრანგეთი იმდენად მადლიერია რფ-ის პრეზიდენტის, რადგან ის 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებას არ ასრულებს, რომ 10 მილიარდს არად დაგიდევს).
ასეა თუ ისე, ჩერკასკიდან სოხუმამდე გზის მშენებლობას ყარაჩაი-ჩერქეზეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრი შემდეგნაირად ხსნის: „ეს საკმაოდ საინტერესო და პერსპექტიული პროექტი საშუალებას მოგვცემს, ერთიანი სატრანსპორტო ქსელი შევქმნათ, რომელიც ერთმანეთთან აეროპორტს, პორტს (იგულისხმება სახელად ჩვენი, სახრავად – რფ-ის პორტები), საზღვაო და სამთო კურორტებს დააკავშირებს. ამავდროულად, პროექტი საშუალებას მოგვცემს, აფხაზეთთან პირდაპირი მიმოსვლა გვქონდეს ზღვის პორტებზე გასასვლელად და, შესაბამისად, ტვირთების ნაკადი გავზარდოთ.“
თემას ოფიციალური თბილისი არ გამოხმაურებია, თუმცა, კომპეტენტური აზრი „ექსპერტთა კლუბმა“ შეგვაწია: ჯერ ერთი, „ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკები საზღვაო კარიბჭის გამოყენებით ტვირთბრუნვის გაზრდას შეძლებენ, მეორე მხრივ კი, რუსეთის შეიარაღებულ ძალებს, რომლებიც აფხაზეთში არიან დისლოცირებული, ჩრდილოეთ კავკასიის ცხელ წერტილებამდე მოკლე გზა გაუჩნდებათ.“ ოღონდ, არც ის დაუმალავთ, რომ პროექტი ძვირად ღირებულია და, იქნებ, ამ მიზეზით, ვერც განხორციელდესო (თუმცა, თუ საფრანგეთის გულუხვობას გავიხსენებთ, ეს ვერსია შესაძლოა, არც გამართლდეს).
როგორც უნდა იყოს, სახელდობრ, ექსპერტი ირაკლი ცქიტიშვილი, ჩვენ რა, იქ, ზემოთ მყოფებს, სიმშვიდისკენ მოუწოდებს (მომყავს ციტატა: „ოფიციალური თბილისი ამას საკმაოდ მშვიდად უნდა შეხვდეს“). მშვიდად რომ არ შევხვდეთ, ვითომ, შევაფერხებთ იმ გზის მშენებლობას?!

скачать dle 11.3