კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქალური კაბები ისევ და ისევ საფეხბურთო წინდებთან ერთად – ვესტვუდის საშემოდგომო კოლექცია


ყველაზე უცნაურმა ქალბატონმა დიზაინერებს შორის და ყველაზე უცნაურმა დიზაინერმა ქალბატონებს შორის, ვივიენ ვესტვუდმა, სამოსის შექმნის სამყაროში მოსვლის დღიდან მოდის „მეინსტრიმად“, ანუ მთავარ მიმართულებად, პანკი შემოიტანა და ამის სრულიად ახალ ტალღას ჩაუყარა საფუძველი, რომელსაც მოგვიანებით უამრავი მიმდევარი გამოუჩნდა. ვივიენის ცხოვრებაში განსაკუთრებული როლი მისმა მეორე ქმარმა მალკოლმ მაკლარენმა შეასრულა, რომელიც ჯგუფ „სექს პისტოლზ-ის“ მენეჯერი იყო. სწორედ მალკოლმმა გაახსნევინა ვივიენს პირველი მაღაზია სახელად „ლეთ ით როკ“, რომელიც მალე მთელ ლონდონში ცნობილი გახდა, სამი სახელწოდებით – როგორც „სექსი“, „ძალიან სწრაფად ცხოვრობ, ძალიან ახალგაზრდა ხარ იმისთვის, რომ მოკვდე“ და „სედიტიონარები“. სხვათა შორის, ქალბატონ ვივიენს ისევ აქვს ეს მაღაზია, სადაც თავის ანგლომანიურ სამოსს ყიდის. დღესდღეობით ის ქორწინებაში იმყოფება თავის სტუდენტთან, ავსტრალიელ ანდრეას კრონტეილერთან.

ვესტვუდი ცნობილია თავისი უცნაური გამოხდომებით, რომელიც ხშირად ექცევა მედიისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში. თუმცა, გარდა ამ ავანგარდული იმიჯისა, ის ცნობილია, როგორც პოლიტიკური აქტივისტი. ხშირად არის ისეთი დემონსტრაციების ორგანიზატორი, როგორიცაა ბირთვული იარაღის წინააღმდეგ მიმართული მასობრივი მსვლელობები და სხვა. ძალიან საინტერესო იყო ვესტვუდის მიერ ორგანიზებული ანტიტერორისტული აქცია, რომლის დროსაც ის პატიმრების უფლებებზე საუბრობდა. ამ აქციისთვის მან სპეციალურად შეკერა ულამაზესი საბავშვო მაისურები, რომელზეც დიდი ასოებით ეწერა „მე არ ვარ ტერორისტი“ და ქვემოთ პატარა ასოები „ნუ დამიჭერ!“ ეს მაისურები მასობრივად მოედო მთელ ბრიტანეთს.

ვივიენ ვესტვუდის საშემოდგომო კოლექციის მთავარი შტრიხი პოდიუმზე პამელა ანდერსონის გამოჩენა იყო. პამელა ჯერ კიდევ გაზაფხულზე გამოჩნდა ვესტვუდის საგაზაფხულო კოლექციის სარეკლამო კამპანიის დროს. ალბათ პირველად პამელას ცხოვრებაში, ჩვენებაზე მისი მკლავები და ზურგი დამალული იყო სამოსით და ვერც მკერდი დაიკვეხნიდა დიდად გაშიშვლებას. პამელა ანდერსონი ნამდვილად არ არის მოდის მუზა და ის ქალი, რომელზეც იმ სამოსის ნახვა გვინდა, „ტკბილ ნოემბერში“ რომ უნდა შევიმოსოთ. ალბათ ის, მადამ ვივიენისგან განსხვავებით, ყველაზე არამოდური და ცუდად ჩამცმელი ქალია ცნობილ ქალებს შორის. მაგრამ ეს კოლექცია ღირდა იმისთვის, რომ პემი გრძელ ქვედა კაბაში გენახა, რომელიც საოცრად დიდს აჩენდა მის ისედაც კარგად მომრგვალებულ და მოსუქებულ თეძოებს. ვესტვუდს არ გასჭირვებია, შეექმნა სამმეტრიანი სიგრძის მოსაცმელები და კაბები, რომლებიც ქალის მთელ სხეულს ფარავს და ერთი პატარა ჩახსნილი ადგილიდან არც მეტი, არც ნაკლები, მისი საყვარელი საფეხბურთო მაღალი წინდები გამოჩენილიყო. ამ ტიპის სინთეზს მხოლოდ ეს ბრიტანელი ქალბატონი თუ დაუშვებდა. პრესამ და მოდის კრიტიკოსებმა განსაკუთრებით აღნიშნეს უმძიმესი და უგრძელესი საყურეები, რომლებიც ძნელი წარმოსადგენია, როგორ არ აგლეჯდა უგამხდრეს მოდელებს ნაზ ყურებს, რომლებზეც ჭაღებივით ეკიდა. (კიდევ ერთხელ რწმუნდები რა საშინელ შრომას მოითხოვს მოდელის პროფესია). ვივიენმა საკუთარ კოლექციას ამინდის პროგნოზისეულად „+5“ დაარქვა. „+5“ ირიბად გარემოს დაცვით საკითხებსაც ეხებოდა, რადგან სწორედ ამ ტემპერატურაზე დედამიწა ყველაზე მეტ CO2-ს უშვებს ჰაერში. სამოსი, რომელიც პლუს 5 გრადუს სითბოში უნდა ჩაიცვა, თბილისის შემთხვევაში შემოდგომის ბოლოს და ზამთრის დასაწყისში. წარწერა „+5“ საკოლექციო მაისურებს ამშვენებდა, მათ შორის განსაკუთრებით პამელა ანდერსონის ხუთ ნომერ მკერდს. ირონია, ალბათ, ყველაფერში ჩანს, თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ამით ვესტვუდმა საყვარელ მეგობარს მკერდზე ზომა დააწერა. საყოველთაო ტენდენციებიდან ვესტვუდს მაინც ჰქონდა გარკვეული დეტალები გათვალისწინებული მაგალითად, დიდმხრებიანი მამაკაცური პიჯაკები. მაგრამ ბრიტანელ დიზაინერს ყველაფერი გადაჭარბებით აქვს წარმოჩენილი და მამაკაცური პიჯაკები ქალბატონებისთვის მინიმუმ სამი ზომით დიდია. რაც მთავარია, მათ გრანდიოზული „ლიპები“ აქვთ, როგორც ეს 80-იან წლებში იყო ქართულ მოდაში. განსაკუთრებით ლამაზი (და ისეთი, რომ შეიძლება, თბილისის ქუჩებშიც მშვენივრად ჩაიცვათ) იყო თხელი ნაქსოვი კაბები. ირიბად აჭრილი კაბები განსაკუთრებით დახვეწილად გამოიყურებოდა.


скачать dle 11.3