კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ შეიპყრეს მომხიბვლელი ბორიას მეშვეობით „მურელებმა“ პირსისხლიანი მანიაკი

ოცი წელიწადი „მურში“ ვიმუშავე და კურიოზული ამბებიც საკმაოდ გადამხდენია. თუმცა, იმ მომენტში სახუმაროდ და სასაცილოდ ნამდვილად არ მეცალა, მხოლოდ ჩემს პროფესიულ მოვალეობაზე ვფიქრობდი.
1980 წლის გაზაფხულზე, მოსკოვის ოლიმპიადის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე, საბჭოთა დედაქალაქში მანიაკი გამოჩნდა. ის, ეგრეთ წოდებულ, პუტანკებს, კულტურულად კი – ინტერგოგონებს, ჯერ აუპატიურებდა, შემდეგ კი ხოცავდა და სასქესო ორგანოებს კვეთდა. მის ანგარიშზე ცხრა ასეთი შემთხვევა იყო დაფიქსირებული. მოუხელთებელი, სასტიკი მკვლელის შესაპყრობად, სპეციალური ღონისძიებები დავგეგმეთ.
სპეცოპერაციის პრინციპი მარტივი და მსოფლიოში კარგად აპრობირებული იყო. ჩვენი ოპერთანამშრომელი მანიაკის სატყუარა უნდა გამხდარიყო. მკვლელის დაჭერას მისი მეშვეობით ვგეგმავდით. თუმცა, ჩვენ ტრადიციულ ხერხს გადავუხვიეთ და ქალის ნაცვლად, მანიაკის სატყუარდ უფროსი ლეიტენანტი – ბორის ზემსკი გამოვიყენეთ. ჩვენს უწყებას შესაბამისი მომზადების ქალი თანამშრომლებიც ჰყავდა, მაგრამ, განსაკუთრებული საშიშროების გამო, მაინც კაცი შეარჩიეს.
ბორია ზემსკი, ერთი შეხედვით, ძალიან უწყინარი და თუ შეიძლება ითქვას, ნაზი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ამ მაღალი, გამხდარი აღნაგობისა და ლამაზი სახის მიღმა, ყოფილი მედესანტე, მკვლელი-რეციდივისტების რისხვა იმალებოდა. ზემსკის ანგარიშზე ათეულობით განსაკუთრებით საშიში ბოროტმოქმედის დაკავება ირიცხებოდა. ის სრულყოფილად ფლობდა სამხედრო-საბრძოლო ხელოვნების ილეთებს. ერთი სიტყვით, როცა 27 წლის ბორია ზემსკი „მურის“ საგრიმიოროდან გამოვიდა, შევხედე და ლამის შემიყვარდა... ჩემ წინ ძალიან მაგარი „ნაშა“ იდგა, რომელშიც უცხოელები საათში 300-500 დოლარს იხდიდნენ.
ერთი სიტყვით, ბორია სასტუმრო „კოსმოსის“ წინ, ინტერგოგონების ბირჟაზე გავამწესეთ, ჩვენ კი მანქანებით გავნაწილდით და თვალთვალი დავიწყეთ. სამი დღის განმავლობაში ბორიას უამრავი კლიენტი გამოუჩნდა, მაგრამ ძებნილ მანიაკს არც ერთი არ ჰგავდა და ბორიაც, აქედან გამომდინარე, „უმწიკვლო“ რჩებოდა. ზემსკი სათანადოდ იყო აღჭურვილი. ორი ცალი „დამსკი ბრაუნინგის“ გარდა, სხეულზე გადამცემი ჰქონდა დამაგრებული, რომლის მეშვეობითაც ჩვენ მისი ადგილსამყოფლის დადგენა შეგვეძლო.
თვალთვალის მეოთხე დღეს, ბორია მოულოდნელად გაქრა ჩვენი თვალთვალის არედან. არც სიგნალი მოდიოდა. ჩვენ, რა თქმა უნდა, მისი ძებნა დავიწყეთ, მაგრამ უშედეგოდ. თუმცა, ნახევარი საათის შემდეგ სიგნალი აღდგა. ჩვენ მას მივყევით და ერთ-ერთი ქუჩის ბნელ სარდაფში მივაგენით. ჯერ მანიაკი გავკოჭეთ, რომელსაც ბორია ბოძზე ჰყავდა მიბმული და საკმაოდ აღგზნებული სახით ლესავდა უზარმაზარ დანას, შემდეგ კი თავად ბორიაც ავუშვით. მისი გაპარსული ფეხები, ხელოვნური მკერდი და ფერუმარილიანი სახე იმდენად მიმზიდველი ეჩვენა მანიაკს, რომ ყურადღებაც არ მიუქცევია პუტანას ქვედა საცვლისთვის, სადაც ბოროტმოქმედი მისი არაქალობის დამამტკიცებელ საბუთს აღმოაჩენდა... მანიაკი გამოგვიტყდა, რომ ის სამი დღის განმავლობაში აკვირდებოდა „მომხიბვლელ გოგონას“ და მისი მოტაცების გეგმა დეტალურად შეიმუშავა. მისივე თქმით, ის ბორიასთან ზღაპრული დროის გატარებას გეგმავდა, რაშიც ჩვენ შევუშალეთ ხელი...
პოლკოვნიკ სიმონ კოკაიას
ნაამბობის მიხედვით

скачать dle 11.3