კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შენ ქალი ხარ!..

ქალი რომ ხართ – ეს მშვენიერია, მაგრამ, ამასთან ერთად, უდიდესი პასუხისმგებლობა გეკისრებათ. მხოლოდ იმიტომ არა, რომ მომავალში დედა უნდა გახდეთ და შვილები აღზარდოთ. არასოდეს არ უნდა დაგავიწყდეთ, რა მოეთხოვება ჭეშმარიტ ქალს და რისი გაკეთება არ არის მისთვის სასურველი. დავიწყოთ პოზიტივით:
1. დაკავდით საქმით, რომელიც მართლა გაინტერესებთ. თუ თქვენი სტიქია რბოლაა და ეს გულწრფელად მოგწონთ, მაშინ, თამამად მიუჯექით საჭეს – აუცილებლად მოგიხდებათ.
2 ატარეთ ის სამოსი, რომელიც მართლაც ძალიან მოგწონთ და გრძნობთ, რომ „თქვენია“. არავის მიჰბაძოთ და არც მოდას აჰყვეთ ბრმად. საბედნიეროდ, დღეს, როგორც არასდროს, ჩაცმაში თავისუფალი სტილი ლიდერობს – არ არსებობს არანაირი შეზღუდვა. ეს, უბრალოდ, შესანიშნავია.
3. ეძებეთ თანამოაზრეები და აუცილებლად იპოვით ადამიანს, რომელსაც ისეთივე გატაცებები აქვს, როგორიც თქვენ. როცა ადამიანებს საერთო ინტერესები აერთიანებთ, მათი მეგობრობა მყარია.
4. იყავით ქალური. შეიძლება, სტილი სპორტული გქონდეთ, მაგრამ, ამან თქვენს ქალურობას კიდევ უფრო უნდა გაუსვას ხაზი. გარდა ამისა თქვენ თვითონვე მიხვდებით, როგორი ანეკდოტი უნდა მოყვეთ, როგორ იხუმროთ და როდის იუხეშოთ. შინაგანი ხმა არასოდეს მოგატყუებთ.
5. ხშირად დაიცავით საკუთარი პოზიცია, მაგრამ, არა სულელური სიჯიუტით. თუ ხვდებით, რომ არგუმენტები გამოგელიათ, გაჩუმდით და გაიღიმეთ – ეს ყველაზე კარგი არგუმენტია.
თქვენს ქალურობაზე ნეგატიურად აისახება:
1. იმის გაკეთება, რაც აშკარად არ არის თქვენი საქმე. ძალიან არაქალურია, როცა კამათობთ და დავობთ იმაზე, რაზეც წარმოდგენა არ გაქვთ.
2. ნურასოდეს გაეჯიბრებით მამაკაცს, მით უფრო, ცუდის კეთებაში – ნურც სმაში, ნურც ბილწსიტყვაობაში და, მით უფრო, ნურც შორს გადაფურთხებაში. ძალიან, ძალიან სასაცილო იქნებით და, თანაც, მამაკაცისთვის მიუღებელი. მამაკაცი და ქალი ღმერთმა იმიტომ არ განასხვავა ერთმანეთისგან, რომ მათ დამსგავსებისთვის მოიკლან თავი.
3. არ გალანძღოთ ქალი, რომელიც თქვენს აზრს არ იზიარებს. თქვენ, ნებისმიერ შემთხვევაში, თანამოაზრეები ხართ, რადგან ერთი სქესისანი ბრძანდებით.
4. არასოდეს თქვათ უარი კაბაზე. ნუ დაიწყებთ იმის მტკიცებას, რომ ეს ყველაზე ქალური სამოსი თქვენ არ გიხდებათ. აუცილებლად შეძლებთ, შეარჩიოთ სტილი, რომელიც დაგამშვენებთ. დაიხსომეთ: კაბა ქალის გარდერობის აუცილებელი ატრიბუტია.

скачать dle 11.3