ეჭვი ნუ შეგეპარება...
მაშინაც კი, როცა კაბას ჯინსი გირჩევნია... როცა პომადას ალმაცერად უყურებ და გეღიმება საგულდაგულოდ დავარცხნილი გოგონების დანახვაზე, ეჭვი ნუ შეგეპარება, რომ შენ ჭეშმარიტი ლედი ხარ... არ გჯერა? უბრალოდ, ჯეროვნად არ აფასებ საკუთარ თავს, არც შენს ქალურობას და მომხიბვლელობას. არ გჯერა საკუთარი შესაძლებლობების? მერედა, რატომ?! ახლავე დაგიმტკიცებ, რომ ცდები:
ხომ ჩაგიფიქრებიათ ნატვრა უნებლიეთ ახალი წლის ღამეს, ან გვირილის ფურცლებზე, ან, თუნდაც, წინ მიმავალი ავტომობილის ერთნაირციფრიან ნომერზე?! – ეს ერთი...
როცა წარბებს იკეთებთ, ან წამწამებს იღებავთ, თან თვალის კონტურს იმუქებთ, პირს ხომ აღებთ უნებლიეთ?
ერთხელ მაინც აჰყოლიხართ ცრურწმენას?! მაგალითად, ხომ შეგშინებიათ, როცა შავ კატას თქვენთვის გზა გადაუჭრია...
ფრჩხილის მოტეხის გამო არ გინერვიულიათ?
სერიალისკენ თვალი ხომ გაგქცევიათ ან ხომ გიტირიათ მელოდრამაზე? ერთხელ მაინც ხომ გიფიქრიათ პლასტიკურ ოპერაციაზე?!
მაშინ, – ეს უკვე ფსიქოლოგები გეკითხებიან, – რატომ გეპარებათ ეჭვი, რომ სწორედ ქალად უნდა დაბადებულიყავით?!. დროა, გააცნობიეროთ ეს და იამაყოთ, რომ ქალი ხართ.