კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საზაფხულო აუცილებლობა

„არ არსებობს წვრილმანები“, – ამბობდა კოკო შანელი და იქვე განმარტავდა – სწორედ ეს ერთი შეხედვით წვრილმანები გვილამაზებენ ცხოვრებასო. რა არის ბედნიერებისთვის საჭირო? – ბევრი არაფერი. ზოგჯერ მწვანე ბალახი, ლურჯი ცა და მზის სხივიც საკმარისია, თავი ბედნიერ ადამიანად იგრძნო. რატომ უნდა გაუშვა ხელიდან შანსი და არ გამოიყენო ის, რაც შენს ხელთაა?! დაიწყეთ იმით, რომ ხშირად იარეთ ფეხშიშველმა ბალახზე, ქვიშაზე, ფილაქანზე – სულერთია... რა თქმა უნდა, ბალახი საუკეთესო ვარიანტია, მაგრამ, ფეხშიშველა „ტანტალი“ სახლშიც შეიძლება – სასარგებლოც არის და სასიამოვნოც.
ძალიან რომანტიკულია, ზაფხულში მზისა და წყლის აბაზანების მიღება. თუ ფული არ გაქვთ, რომ ზღვაზე წახვიდეთ, აბაზანაში მოიწყვეთ პატარა დღესასწაული. ბოლოს და ბოლოს, იწუწავეთ, დასველდით და მერე მზეზე გაშრით. შეუძლებელია, სიხარული არ განიცადოთ.
შექმენით რაიმე შედევრი, რა თქმა უნდა, საკუთარი ხელით: აიღეთ ძველი მაისური და ფერადი ღილები და, სადაც გული გიკარნახებთ, იქ დააკერეთ, გნებავთ – ქაოსურად, გნებავთ – სიმეტრიულად. შეგიძლიათ, ბაფთებითაც შეამკოთ – მშვენიერი საზაფხულო ვარიანტია. თუნდაც არ ჩაიცვათ, გააჩუქებთ მაინც... და, ყვავილები, ბევრი ფერადი ყვავილი... მინდვრის, ან დეკორატიული... მიუძღვენით საკუთარ თავს ლამაზი თაიგული, ეს გაგახალისებთ... და, საერთოდაც, მოწყენა ზამთრის სეზონისთვის შემოინახეთ, მხიარულება საზაფხულო აუცილებლობაა..

скачать dle 11.3