კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამ გააწითლა არჩილ სოლოღაშვილი წითელ საცურაო შორტზე მეტად და რატომ დაემსგავსა ის საფრთხობელას

მთელი წლის განმავლობაში ამ ორ-სამ კვირას ვგეგმავთ, გვინდა, რაც შეიძლება ნაყოფიერად გამოვიყენოთ, მაგრამ, ისე თვალსა და ხელს შუა, ისევ მუშაობაში გვეპარება, რომ... გონს მოსვლისას უკვე პალტო გვაცვია. არჩილ სოლოღაშვილიც ყოველი ზაფხულის წინ აწყობს გეგმებს, მაგრამ, ახალ-ახალი საზაფხულო პრემიერების გამო, სრულფასოვნად უკვე ბევრი წელია, არ დაუსვენია.

არჩილ სოლოღაშვილი: მინდა-არ მინდა, ისე გამოდის, რომ ზაფხულის დაგეგმვას არანაირი აზრი არ აქვს. ბოლო ექვსი წელია, საფუძვლიანად არსად ვყოფილვარ, ორ-სამდღიან გაპარვას თუ არ ჩავთვლით. მაგრამ, არ ვწუწუნებ, რადგან ძალიან მიმართლებს იმ ადამიანებში, ვისთან ერთადაც მიწევს წვალება. შეიძლება, ეს რაღაც მომენტში დასვენებადაც კი ჩაითვალოს, მაგრამ, რა ვქნა, მენატრება დასვენება. როდესაც სპექტაკლის პრემიერა იგეგმება, ვერაფერს გათვლი: შეიძლება, სამი დღე მქონდეს უქმე, შეიძლება, სამი წუთიც არ მქონდეს თავისუფალი – აბსოლუტურად არასტაბილური გრაფიკია, მაგრამ ამაში ვიხარჯები, ამით ვცხოვრობ და, მაშინ ვიქნები ყველაზე უბედური, თუ ეს ყველაფერი არ მექნება. რაც დასვენების სიმცირის გამო მაკლია, იმის კომპენსაციას ნამდვილად ვიღებ.
– რამდენიმე დღე ხომ გამოითავისუფლე? როგორც ვიცი, სიმშვიდეში ყოფნა გირჩევნია.
– აუცილებლად. ჩავდივარ გონიოში, უკვე ტრადიციულად ხუთი წელია, ერთსა და იმავე სასტუმროში, ჩემს ნანასთან. გიჟივით, „ნანა, ნანას“ ძახილით ჩავრბივარ, სულ რომ სამი დღე მქონდეს და გამოვრბივარ. სასტუმრო ძალიან მშვიდ ადგილასაა, კაციშვილს ნაცნობს ვერ ვხედავ. ამით ვარ ბედნიერი. თბილისში სხვას რას ვაკეთებ?! მივდივარ იმ ადამიანებთან ერთად, ვის გვერდითაც კარგად ვარ და აღარ მჭირდება კიდევ გადაკოცნა-გადმოკოცნა, „რას შვრები როგორ ხარ“ ძახილი. დასვენების დროს ტიპური პენსიონერი ვხდები. რვის ნახევარზე უკვე ზღვაში ვარ, თერთმეტისთვის ამოვდივარ, ვისაუზმებ, ვკითხულობ ან ვიძინებ. მერე ვისადილებ, შუადღეს გადავაგორებ, ექვსის შემდეგ ისევ ჩავდივარ სანაპიროზე და, აი, მერე უკვე როდის ამოვდივარ, არ ვიცი. იქ ვარ უბედნიერესი. „წავედი კლუბში, კაფეში“ – არ არსებობს. მთელი წელი ისეთი გრაფიკი მაქვს, ის რამდენიმე დღეც რომ იგივე გავაგრძელო, შეიძლება აღარ დავრჩე, ისედაც ერთი ამოსუნთქვა ვარ.
– დასვენების დროს ხალხი იმით ერთობა, რასაც შენ მთელი წელი აკეთებ.
– ზუსტად. ის, რომ ცეკვავენ და მღერიან, მე პროფესია მაქვს ასეთი. ამიტომ, ამის დეფიციტი არ მაქვს. როცა ვისვენებ, ბოლომდე ვისვენებ... ზუსტად ასეთი დასვენების მოყვარული ადამიანები მყავს გვერდით, რომლებსაც არ უჩნდებათ საღამოს კლუბში წასვლის სურვილი.
– ექსტრემალური გართობაც არ გეყვარება.
– არა. წყლის თხილამურები და პარაშუტები ჩემი გართობა არ არის. მიყვარს საკუთარი თავი, მეგობრები და მაქსიმალურად ვცდილობ, ისინიც არ გავუშვა – დამასვენეთ-მეთქი, ვყვირი.
– რაიმე შიშები თუ გაქვს, მაგალითად, ფრენის?
– საშინლად მაქვს გამძაფრებული სიმაღლის შიში, ოდნავ მაღლა მაინც რომ ავიდე, ქვემოთ ვეღარ ვიყურები. არადა, მთელი ბავშვობა ხის კენწეროდან არ ჩამოვსულვარ. რომ მიკიოდნენ, ვერაფრით ვერ ვხვდებოდი, რა აშინებდათ, რა აწივლებდათ და აკივლებდათ. აქეთ ვეძახდი, ამოდით, საერთოდ არ არის საშიში, ერთად ვიქანჩალაოთ-მეთქი (იცინის).
– ბანაკებში და ასეთ ადგილებში თუ დაგისვენია?
– ბავშვობაში მქონდა იმის ფუფუნება, რომ სოჩაში დამესვენა. ცეკვიდან, სკოლა-სტუდია „ბერიკებიდან”, ზაფხულში ურეკში, ზამთარში ბორჯომში, „კომპოზიტორებში” დავდიოდით. ყველაზე მაგარი პერიოდი იყო. ძალიან მაგრად მახსოვს პირველი გასვლა „ბერიკებიდან”. გარდა იმისა, რომ დღეს ყველა მსახიობი ამ სტუდიიდან არის, იმ წელს გავიცანი ნეკა სებისკვერაძე, სოფო ნიჟარაძე... მაშინ პატარა, ხელოვნებაზე შეყვარებული ბავშვები ვიყავით. მერე უკვე ჩვენ-ჩვენი საქმე გავაგრძელეთ, ერთსა და იმავე სფეროში ვტრიალებთ და, ფაქტობრივად, არც დავშორებივართ ერთმანეთს. რომ დავინახავ ხოლმე, ვერ ვხვდები, ახლა ვინ რა თანამდებობაზეა, ჩემთვის ისევ ისეთი ბავშვები არიან, ვისთანაც ყველაზე ტკბილი მოგონებები მაკავშირებს.
– რას აშავებდით?
– საერთოდ არაფერს. როგორ შეიძლებოდა რამე დაგვეშავებინა, როცა გვქონდა სიმღერა, ცეკვა, გიტარა – ანუ, ყველაფერი რაც ბავშვს სჭირდებოდა?! ერთხელ, მახსოვს, ზამთარში, ბაკურიანში ცხენზე დავჯექი, რომელმაც გადაწყვიტა ჩემთვის წიწვები ეჭმია. იქ, ხომ იცი, როგორი ცხენები არიან – ცხენი ჰქვია, თორემ, ისე, ძროხაა. ცხენს შემოვაჯექი და, შუა გზაზე გაახსენდა, რომ ცხენია და ჯირითიც შეუძლია. რომ დაადო თავი და წიწვნარში შევარდა, ძლივს ჩამოვედი. ყურებიდან, თვალებიდან, პირიდან წიწვებს ვიღებდი. თან, წარმოიდგინე, როგორი ვიქნებოდი პატარა – საფრთხობელასავით ვიყავი, ჩიტებიც აღარ მეკარებოდნენ (იცინის).
– ისე, წყნარი ბავშვი იყავი?
– გააჩნია, წყნარს რას ეძახი. მავნებელი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ, სკოლაში არც ერთი ღონისძიება არ გამომიტოვებია. როგორ შეიძლებოდა, წყნარი ვყოფილიყავი? ჟურნალი დავწვი, მასწავლებელს ჭიკარტები დავუდე – მსგავსი რაღაცეები არ მახასიათებდა. ერთხელ მახსოვს, ცარციანი მარლა გავუქანე ჩემს თანაკლასელს, მაგრამ შუა გზაში მარლის ნაჭერი გაიშალა და ხატვის მასწავლებელს აეფარა სახეზე. ძალიან ცუდად მახსოვს ეგ დღე. (იცინის). გადამარჩინა იმან, რომ ცუდი ყოფაქცევით არ გამოვირჩეოდი და მხოლოდ „ნწ, ნწ, ნწ-თი“ შემოვიფარგლე.
– პირველი დამოუკიდებელი გასვლა ქვეყნიდან როდის იყო?
– დამოუკიდებლად ვიყავი ბულგარეთში და „დამემართა” ის, რაც მხოლოდ ფილმებსა და ჟურნალებში მქონდა ნანახი – პლაჟზე ულიფო გოგოებს გადავაწყდი. დაახლოებით 19-20 წლის ვიყავი და არც ისეთი გათამამებული ასეთი სანახაობებით. ტელევიზორშიც კი აკონტროლებდნენ მსგავს „სურათებს”. შოკი მივიღე – ეს ის სიტყვა არ არის, დავისტრესე (იცინის). ის შემთხვევა იყო, როცა ჯგუფს გავყევი და არც ერთი ჩემი მეგობარი იქ არ ყოფილა. ძალიან უხერხულ სიტუაციაში აღმოვჩნდი, წითელი საცურაო შორტი მეცვა და მასზე წითელი ვიყავი. ამდენი ძუძუ და ამდენი ტანგა ერთად აღარ მინახავს.
– თან, თვალს აპარებდი ხომ?
– რას ვაპარებდი! ვერსად ვერ გააპარებდი, არ არსებობს, იმიტომ, რომ თავზე გეყარა მთელი ეს ამბავი. ეს ისეთი სტრესი და სიამოვნება იყო, ვერ აგიწერთ. ზუსტად ვიცოდი, სადაც ვიყავი და შეძლებისდაგვარად გამოვიყენე შექმნილი სიტუაცია.
– აღარ მიგიწევდა გული ნუდისტური პლაჟებისკენ?
– დიდად არა. ეს ყველაფერი იმ ასაკში იყო კარგი და საინტერესო, ახლა ეს აღარ მომწონს, არაესთეტიკურია. თან, ყველა ქალს ასხლეტილი ტანი ხომ არ ექნებოდა! გარდა ამისა, კაცებიც იყვნენ და ერთიანობაში არცთუ ისე მიმზიდველი სანახაობაა. ისე, „ოდნავ” ჩაცმული ქალი გაცილებით სექსუალურია, ვიდრე შუაგულ პლაჟზე, მზის სხივებში – სულ შიშველი. სულ შიშველი და გატანტალებული საძინებელშია კარგი...

скачать dle 11.3