კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

მანგოშვილი
გვარის ფუძეა ქალის საკუთარი სახელი მანგო.
ქართულ საისტორიო წყაროებში გვხვდება ასევე მამაკაცის საკუთარი სახელი მანგია.
ამავე ფუძისაა გვარი მანგიაშვილი.
მანგიაშვილები მთიულები არიან და ქართლის მთიანეთში ცხოვრობენ, მანგოშვილები კი კახელები არიან.
საქართველოში 607 მანგოშვილი ცხოვრობს: თბილისში – 167, სიღნაღში – 145, რუსთავში – 85. არიან სხვაგანაც.
როსტობაია – უგვარია
როსტობაიას ადრინდელი გვარი იყო უგვარია.
ვარაუდით, გვარის ფუძე წარმოიშვა ვინმე უგვარო კიცისგან, რომელსაც შემდეგ უგვარია გაუგვარდა.
ოჩამჩირის რაიონში მცხოვრები უგვარიების ნაწილმა გვარი როსტობაიებად გადაიკეთა. როგორც ჩანს, გვარის ფუძედ აიღეს საკუთარი სახელი როსტომი.
უგვარია 1834 წლის საბუთებში მოიხსენიება.
საქართველოში 383 როსტობაია ცხოვრობს: ზუგდიდში – 205, სენაკში – 32, თბილისში – 26. არიან სხვაგანაც.
ჩიფირაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ჩიფა.
ჩხიკვთაში მცხოვრებმა ზაქარია ჩიფირაშვილმა 1874 წელს, დიდი ენაგეთის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მონათლა შვილი, ნინო. მიმრქმელი იყო ჩხიკვთელი დიმიტრი საგინოვი.
1873 წელს სოფელ ჩხიკვთაში მოიხსენიება სოლომონ ჩიფირაშვილი.
ამავე ძირისაა გვარები: ჩიფარაშვილი, ჩიფრაშვილი და ჩაფაშვილი.
საქართველოში 46 ჩიფირაშვილი ცხოვრობს: გურჯაანში – 30, თბილისში – 4, თელავში – 2. არიან სხვაგანაც.
შემაზაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი შემაზა.
1721 წელს, სამღერეთში მოიხსენიება გიორგი შემაზაშვილი.
შემაზაშვილები იყვნენ მებატონეებიც.
1721 წლის აღწერით, მებატონე შემაზაშვილებს ჰყავდათ ყმები სოფელ კარაქაში.
საქართველოში 99 შემაზაშვილი ცხოვრობს: ასპინძაში – 31, რუსთავში – 26, გორში – 14. არიან სხვაგანაც.
ნერსეზაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ნერსე. ამ სახელით ბევრი პიროვნებაა ცნობილი საქართველოს ისტორიაში.
საკუთარი სახელი ნერსო, ნერსუა გავრცელებულია სომხებშიც. მისგან კი მიღებულია გვარი ნერსესიანი.
გვხვდება გვარი ნერსეზოვიც, რომელიც რუსული გაფორმებით ასე ჩაუწერიათ. ამ გვარის წარმომადგენლები სინამდვილეში ნერსეზიშვილები არიან, ქართველები.
საქართველოში 186 ნერსეზაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 31, თელავში – 29, რუსთავში – 6. არიან სხვაგანაც.
ავაქაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ავაქა, ავაგა.
ავაგა მოიხსენიება 1744 წელს თუმანიანი პაპუას მიერ ჩარჩიანთ ქრისტესიას სახელზე გაცემული ყმის ნასყიდობის წიგნში.
ბერუა ავაქაშვილი იყო მოწმე შაყუბათა ბერუაშვილის მიერ დოლმაზა შანშიაშვილის და დურმიშხან დემურაშვილის მიერ თავისი ბიძაშვილისთვის – ალიხანასთვის მიცემული ნასყიდობის წიგნისა.
ამავე ძირისაა გვარები: ავაგაისძე, ავაგაშვილი, ავაგუმაშვილი.
საქართველოში 160 ავაქაშვილი ცხოვრობს: საგარეჯოში – 68, თბილისში – 56, რუსთავში – 18. არიან სხვაგანაც.
ბაციკაძე
გვარის ფუძეა მეტსახელი ბაცი, ბაციკა.
ბაციკაძეები 1941 წელს ასურეთში გადასახლებულან საცხოვრებლად სოფელ კორტიდან.
ამავე ძირისაა გვარები: ბაცანკალაშვილი, ბაცანიძე, ბაცანაძე, ბაცაცაშვილი, ბაცელია, ბაცელაშვილი, ბაციაშვილი, ბაცილავა და ბაცაცია.
საქართველოში 468 ბაციკაძე ცხოვრობს: თბილისში – 151, გორში – 101, ქარელში – 76. არიან სხვაგანაც.
მსუქნიშვილი – მსუქნიძე
ქართული გვარ-სახელების ერთი ჯგუფი ნაწარმოებია ადამიანის ხასიათისა და თვისებების მაჩვენებელი სიტყვებიდან, რასაც „თიკუნებს“ ვცწოდებთ. ამ გზით გვარების წარმოქმნა სხვა ერის ხალხისთვისაც არ არის უცხო.
მსუქნიშვილის გვარის ეტიმოლოგიაზე გაამახვილა ყურადღება პროფესორმა ალექსანდრე ღლონტმა და აი, რას წერდა ის: „მეტსახელი მსუქანი გვხვდება გვარში მსუქნიშვილი.”
ამავე ძირისაა გვარი მსუქნიძე.
საქართველოში 240 მსუქნიშვილი ცხოვრობს: თელავში – 146, თბილისში – 41, გურჯაანში – 8. არიან სხვაგანაც.
უნდელია
გვარის ფუძეა მეტსახელი უნდელი, რაც დაუმწიფებელს, შემოუსვლელს ნიშნავს.
გვარი უნდელია ძალიან იშვიათად გვხვდება. ამ გვარის წარმომადგენლები ცხოვრობენ სოფელ კერზუში, ფოთში.
უნდილია და უნდელია ერთი და იგივე გვარ-სახელებია.
საქართველოში 42 უნდელია ცხოვრობს: მარტვილში – 27, ჩხოროწყუში – 13, სენაკში – 2.
ჩადუნაშვილი – ჩადუნელი
ჩადუნაშვილისა და ჩადუნელის გვართან დაკავშირებით, მკვლევარი მაისურაძე წერდა: „სავარაუდოა, მომდინარეობდეს დასახლებული პუნქტის სახელიდან და სადაურობის აღმნიშვნელი სიტყვიდან იყოს გვარად ქცეული. სადუნა მცენარეა, ის გვიმრის ერთ-ერთი სახეობაა. თუმცა, ამას ეწინააღმდეგება ჩადუნაშვილის ეტიმოლოგიის კვლევის შედეგები, რომლის მიხედვით, ჩადუნა საკუთარი სახელი უნდა იყოს.”
1823 წელს, კაპიტან გიორგი ბარათოვის გლეხებად დიდ ენაგეთში მოიხსენიებიან ბეჟანა და გიგა ჩადუნაშვილები.
1873 წლის აღწერაში მოიხსენიებიან იაკობ და ივანე ჩადუნაშვილები.
საქართველოში 56 ჩადუნაშვილი ცხოვრობს: თეთრი წყაროში – 34, რუსთავში – 15, თბილისში – 7.
3 578 ჩადუნელი: ბორჯომში – 898, ხაშურში – 767, თბილისში – 672. არიან სხვაგანაც.
დესპოტიშვილი
გვარის ფუძეა მეტსახელი დესპოტა, რომელიც ბერძნული სიტყვიდან მომდინარეობს. ძველი აღმოსავლეთის მიწათმფლობელურ მონარქიებში დესპოტი იყო უმაღლესი მმართველი, რომელსაც ჰქონდა განუსაზღვრელი უფლებები. დესპოტი გადატანითი მნიშვნელობით ნიშნავს სასტიკ ადამიანს, რომელიც სხვებს აიძულებს მის ნებაზე მოქცევას.
1873 წლის კამერალურ აღწერაში, თეთრი წყაროს რაიონის სოფელ კოდაში მოიხსენიებიან ივანე, გიგოლა, გიორგი და დავით დესპოტიშვილები.
საქართველოში 80 დესპოტიშვილი ცხოვრობს: თეთრი წყაროში – 52, თბილისში – 24, მარნეულში – 4.
ტუფუნია – ტუფურია
ტუფუნია და ტუფურია ერთი და იგივე გვარია.
გვარის ფუძედ გამოყენებულია მეგრული სიტყვა ტოფური, რომელიც ერთგვარი სამყურა ბალახის სახელია.
საქართველოში 261 ტუფუნია ცხოვრობს: ზუგდიდში – 230, თბილისში – 12, ქუთაისში – 5. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

скачать dle 11.3