ბრძნული აზრები
ფრანკლინი: კარგი ომი და ცუდი მშვიდობა არ არსებობს.
კანტი: გეშინოდეს, იყო ადამიანთა ერთიანობის ხელის შემშლელი; სიტყვით ნუ წააქეზებ ერთმანეთისადმი არაკეთილგანწყობას.
რესკონი: როცა ორი ჩხუბობს, დამნაშავე ყოველთვის ორივეა. ჩხუბი მხოლოდ მაშინ წყდება, თუ ერთი მათგანი აღიარებს თავის დანაშაულს.
ლიხტენბერგი: მოთხოვნილებათა შემცირება – აი, რა უნდა შთავაგონოთ ახალგაზრდებს აუცილებლად და რისთვის უნდა გამოვაწრთოთ ისინი. რაც ნაკლებია მოთხოვნილება, მით მეტია ბედნიერება – ესაა ძველი, მაგრამ, სამწუხაროდ, უღიარებელი ჭეშმარიტება.
კლეოვუდი: გაიღე სიკეთე მეგობრებისთვის, რომ უფრო მეტად შეგიყვარონ; აკეთე სიკეთე შენი მტრებისთვის, რათა ოდესმე შენი მეგობრები გახდნენ. მტერზე საუბრისას გახსოვდეს: დადგება დრო, როცა ის შენს მეგობრად იქცევა.
სენეკა: ცხოვრებას ყოველთვის არ მოაქვს ბედნიერება. მხოლოდ სიკეთეა ბედნიერი ცხოვრების საწინდარი.
პასკალი: ბოროტებას თავად ადამიანი სჩადის, ხოლო ის, რაც მისი ნების გარეშე ხდება, ყველაფერი სიკეთეა.
ვოვენარგი: ქმედება იმდენად არაა კეთილი ან მანკიერი, რამდენადაც ჩვენი სურვილები.
კურალი: კარგი იფიქრე და ფიქრები კეთილ საქმეებად მომწიფდებიან.
ემერსონი: ერიდე იმას, რასაც სინდისი არ გიწონებს.
შილერი: ნუ შეეჩვევი განცხრომას – ის წარმავალია: ვინც მფლობელი ხარ – ისწავლე დაკარგვაც, ვინც ბედნიერი – ისწავლე ტანჯვაც.
ამიელი: არ არსებობს ცხოვრებაში უფრო ცუდი მრჩეველი, ვიდრე ადამიანთა აზრია.
დემოსთენე: უპირატესობა უცხო ადამიანს მიანიჭე, რომელსაც სიმართლე უყვარს, ვიდრე ახლობელს, რომელიც არაფრად დაგიდევს მას.
ლაბრიუიერი: როცა ამბობენ: „ისე უნდა მოიქცე, როგორც ყველა,” – ეს იმას ნიშნავს, რომ ცუდად უნდა მოიქცე.
მაიმონდი: თუკი შემოსავალი შრომის გარეშე გაქვს, მაშინ კიდევ ვიღაც შრომობს ისე, რომ შემოსავალს არ იღებს.
ეპიკურე: შელახული მეგობრობა შეიძლება, გამოსწორდეს, მაგრამ, არასდროს არ იქნება მტკიცე.
პურანა: უფრთხილდით აზრს, რომ სხვებზე უკეთესი ხართ და ისეთი სათნოება გაგაჩნიათ, რაც უცხოა სხვებისთვის. როგორი სათნოებაც არ უნდა გქონდეთ, ის არაფერია, თუკი გგონიათ, რომ სხვებზე უკეთესი ხართ.
როდი: ერთი მანკიერების მოსპობით ათი გაქრება.
ეპიქტეტე: რაც უფრო ახლოსაა ჭეშმარიტ კეთილდღეობასთან ის, რასაც ადამიანი აკეთებს ან განიცდის, მით უფრო ბუნებრივია სურვილი, რომ კეთილდღეობა სხვებსაც გაუნაწილოს.
სპინოზა: ბედნიერება ის არის, რაც ადამიანს მხოლოდ თავისთვის სურს, კეთილდღეობა კი – რაც ყველასთან ერთად. ბედნიერება ბრძოლით მოიპოვება, კეთილდღეობა კი, პირიქით მორჩილებით.
ჩანინგი: რაც უფრო საჭიროა საგანი, მით უფრო დამღუპველია მისი ბოროტად გამოყენება. ადამიანების უბედურებათა უმეტესობა ხდება მათი ცხოვრების ყველაზე უძვირფასესი იარაღის – გონების ბოროტად გამოყენების გამო.
შექსპირი: ყველა შეყვარებული ფიცს დებს, შეასრულოს მეტი, ვიდრე ძალუძს და არ ასრულებს შესაძლებელსაც.
ბუასტი: ქალისგან სიყვარულის დიდი დამტკიცებაა, თუ მან მოდას თავი დაანება.