კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 2006 წლის 16 მაისს, ღამის საათებში. რომელ სფეროში გაუმართლებს მას სამომავლოდ, რა არის მისი კარმული მისია და ზოდიაქოს რომელი ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთან ელის სასურველი საქორწინო თანაცხოვრება?
პასუხი: თქვენი შვილისთვის სამომავლოდ საქორწინო პარტნიორებიდან კარგია ურთიერთობა მორიელის, ვერძის, ქალწულის, თხის რქის და კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებთან. არ არის სასურველი ურთიერთობა ლომთან და მერწყულთან. პროფესიებიდან წარმატებების მომტანია: ფსიქიატრია, სასწრაფო დახმარება, რეანიმატოლოგია, ქირურგია, სტომატოლოგია, გინეკოლოგია, არატრადიციული მედიცინა, საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო სფერო, სამართალდამცავი ორგანოები, საგამომძიებლო სფერო, სამხედრო სტრუქტურები, საგადასახადო, საბაჟო საქმიანობა, სადაზღვევო კომპანიები და დეპარტამენტები, პედაგოგიური სფერო, სპორტი, მანქანათმშენებლობა, საინჟინრო სფერო, სამეცნიერო-კვლევითი საქმე, ტექნიკა-მექანიკის ფართო სპექტრი, ფსიქოთერაპია. რაც შეეხება კარმულ მისიას, აუცილებელია, გამოავლინოს დადებითი თვისებები ხასიათში, გამოირჩეოდეს ლიდერულ-ორგანიზატორული ნიჭით. უნდა იყოს კეთილშობილი და სამართლიანი, დაეყრდნოს ცოდნის ბაზას, ოპტიმიზმს. იყოს ორგანიზებული, შეუპოვარი, მიზანსწრაფული, მომთმენი, შრომისუნარიანი, ნებისყოფიანი, პრაქტიკული, ფულის ყაირათიანი მხარჯველი. დაეყრდნოს ინტუიციას, შეძლოს საიდუმლოს დაცვა.
კითხვა: დავიბადე 1986 წლის 25 სექტემბერს. რომელ სფეროში გამიმართლებს და რომელ ზოდიაქოს ნიშანთან მელის სასურველი ქორწინება?
პასუხი: საქორწინო ურთიერთობების თვალსაზრისით თქვენთვის მისაღებია: მორიელის, თევზების, ლომის, ტყუპების ან მერწყულის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებთან კავშირი. რაც შეეხება წარმატების მომტან პროფესიებს, ასეთებია: პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, საქველმოქმედო საქმიანობა, დასვენების ინდუსტრია, სასტუმროების ბიზნესი, რელიგია, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, სახელმწიფო ზემაღალ ეშელონებში ადმინისტრაციული საქმე, მანქანათმშენებლობის სფერო ან ბიზნესი, დიზაინი, ფსიქოთერაპიის ფართო სპექტრი, სამეცნიერო-კვლევითი საქმე.
კითხვა: დავიბადე 1987 წლის 8 ნოემბერს, დილის, 8 საათზე. უცხოეთი თუ არის ჩემთვის წარმატების მომტანი და, კერძოდ, რომელი ქვეყანა?
პასუხი: თქვენთვის სავსებით მისაღებია უცხოეთთან დაკავშირებით საქმიანი კონტაქტები. ქვეყნებიდან კი კარგია: ჩეხეთი, საფრანგეთი, რუმინეთი, შვეიცარიის აღმოსავლეთი მხარე, ჩრდილოეთ იტალია, ამერიკის შეერთებული შტატებიდან – კალიფორნიის შტატი, ავსტრია, ესპანეთი, ავსტრალია, საფრანგეთის სამხრეთი ნაწილი, სერბეთი, სლოვენია, პორტუგალია, კუნძული კორსიკა და სიცილია. თუ ბარიერებსა და წინაღობებს გადალახავთ, წარმატებები გელით შემდეგ ქვეყნებშიც: გერმანია, იაპონია, ხორვატია, ინდოეთის დასავლეთი მხარე, ლიტვა, საბერძნეთი, ჩრდილოეთ შვეიცარია, თურქეთის დასავლეთი მხარე, ბელორუსი.

скачать dle 11.3