კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი როკ-ვარსკვლავის შვილია პორნომსახიობი და ვის მიუძღვნა თავისი ცნობილი სიმღერა კრის დე ბურგმა

მათი მამები, ცნობილი, ზეპოპულარული ადამიანები არიან, რომელთაც თავისი სიტყვა თქვეს მსოფლიო როკ-მუსიკაში. მათ სიმღერებზე რამდენიმე თაობა გაიზარდა და ისინი როკის ცოცხალ ლეგენდებად იქცნენ. თავად მათ კი, ცნობილი მამების ცნობილმა შვილებმა, თავისი სექსუალურობით დაამახსოვრეს თავი თაყვანისმცემლებს. ახლა კი წარმოგიდგენთ ცნობილი როკ-მუსიკოსების სექსუალური ქალიშვილების ტოპ-ათეულს.
ეივი ლი როტი
ეივი – ლეგენდარული „ვან ჰალენის” ლეგენდარული ვოკალისტის დევიდ ლი როტის ქალიშვილია და მამამისივით ისიც საკმაოდ ცნობილია, თუმცა არა მუსიკის, არამედ სრულიად სხვა ჟანრში – პორნოგრაფიული ფილმების წყალობით. ესპანეთში დაბადებული ეივი, შეერთებულ შტატებში გადაბარგების შემდეგ, პორნოინდუსტრიაში ჩაერთო და 2003 წლიდან დღემდე მას 174 პორნოგრაფიულ ფილმში აქვს მიღებული მონაწილეობა. 1979 წელს დაბადებული ეივი პორნოგრაფიული კინოს ვარსკვლავის სტატუსს ატარებს და ბოლო პერიოდია, აქტიური პორნოდან ლესბოსურ ფილმებში გადაინაცვლა.
ამბერ ლე ბონი
ამბერი ჯგუფ „დიურან დიურანის” ლიდერის, საიმონ ლე ბონის და ცნობილი მოდელის, იასმინ ლე ბონის ქალიშვილია, რომელიც დედის კვალს გაჰყვა და პოდიუმზე ადრეულ ასაკში შედგა ფეხი. ამბერი ცნობილ ბრენდებთან – „მოშინოსა” და „რივერ აილანდთან” თანამშრომლობს. გარდა ამისა, იგი შამპუნ „პანტენის” ერთ-ერთი სარეკლამო სახეა. პოდიუმისკენ ლტოლვის გარდა, ამბერს მამის ნიჭიც გამოჰყვა და იგი პროფესიონალურ დონეზე უკრავს პიანინოზე.
ბიჟუ ფილიპსი
„ზი მამას ენდ ზი პაპასის” ფრონტმენის, ჯონ ფილიპსის ქალიშვილი – ბიჟუ ფილიპსი ცნობილი მსახიობი, მოდელი და მომღერალია. მას რამდენიმე ცნობილ ფილმში აქვს მიღებული მონაწილეობა, მათ შორის საშინელებათა ჟანრის ბლოკბასტერ „ჰოსთელში”. ბიჟუ საიენტოლოგიის სექტის მიმდევარია, თავის „ბოიფრენდთან“, მსახიობ დენი მასტერსონთან ერთად, რომელიც ლას-ვეგასში, პოკერის ტურნირზე გაიცნო.
ერინ ლუკასი
ერინი როკ-ჯგუფ „AC/DC”-ს გიტარისტის, კლიფ უილიამსის ქალიშვილია, რომელმაც ფსევდონიმად გვარი – ლუკასი აიღო. ერინი მუსიკალური არხის „ემტივის” რეალითი-შოუების ვარსკვლავია. შეთავსებით კი – მოდელი, რომელსაც ხშირად იღებენ გულახდილ ფოტოსესიებში. ამჟამად ერინი ლოს-ანჯელესში ცხოვრობს და ადგილობრივი ტელევიზიით მიჰყავს გადაცემა „სექსი და ურთიერთობა”.
ინდია უოტერსი
ინდია როკ-ვარსკვლავის, ლეგენდარული „პინკ ფლოიდის” ერთ-ერთი ლიდერის, როჯერ უოტერსის ქალიშვილია. ინდია ცნობილი მოდელია, რომელიც სხვადასხვა დროს – „დე ბეერსთან”, „ფროსტ ფრენჩთან”, „მონსოონთან” და „ვოგთან” თანამშრომლობდა. ფერწერით და პოეზიით გატაცებულ ინდიას, მამის, როჯერ უოტერსის 1987 წელს გამოსულ სოლოალბომის შექმნაში აქვს მონაწილეობა მიღებული. იმ დროს იგი, სულ რაღაც, 9 წლის იყო, თუმცა მისი ვოკალური მონაცემები როჯერმა მაინც გამოიყენა რიგი კომპოზიციების ჩაწერისას.
კიმბერლი სტიუარტი
კიმბერლის მამა განთქმული ბრიტანელი მომღერალი როდ სტიუარტია. 19 წლის ასაკში კიმბერლიმ დიზაინერის კარიერა დაიწყო, მოგვიანებით კი, ძალები კინოში, პროდიუსინგსა და სამოდელო სფეროში მოსინჯა. კიმბერლი ცნობილი ფოტომოდელია, რომელიც სხვადასხვა დროს – „ტომი ჰილფიგერთან”, „მაქსმარასთან”, „ვენიტი ფეირთან”, „ვოგის” ამერიკულ და ევროპულ გამოცემებთან თანამშრომლობდა. 2011 წლის აპრილში ცნობილი გახდა, რომ კიმბერლი ფეხმძიმედ არის ჰოლივუდის ვარსკვლავის ბენისიო დელ ტოროსგან, რომელსაც წლის დასაწყისში დაცილდა. როდ სტიუარტისთვის კიმბერლის შვილი პირველი შვილიშვილი იქნება.
მინკა კელი
მინკა როკ-ჯგუფ „აეროსმიტის” ყოფილი გიტარისტის, რიკ დიუფეის და ლას-ვეგასელი მოცეკვავის, მორინ კელის ოჯახში დაიბადა. მინკას დაბადებისთანავე მისი მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ. საკუთარი მამა მინკამ მხოლოდ 17 წლის ასაკში ნახა პირველად. ამჟამად ის მსახიობობით არის დაკავებული და სატელევიზიო სერიალ „ჩარლის ანგელოზებში” მონაწილეობს ტელეარხ „ABC”-ზე.
როზანა დევისონი
როზანა დევისონი მუსიკოს კრის დე ბურგის ქალიშვილი და 2003 წლის „მის მსოფლიოს” კონკურსის გამარჯვებულია. პრესტიჟულ კონკურსზე როზანა ირლანდიის სახელით გამოვიდა და პირველად ამ ქვეყნის ისტორიაში, „მსოფლიო მისის“ ტიტული მოუპოვა სამშობლოს. სხვათა შორის, როზანა სახელოვანი მამის კვალს არ გაჰყოლია და დუბლინის სამედიცინო უნივერსიტეტში თერაპევტის სპეციალობას სწავლობდა. უნდა აღინიშნოს, რომ კრის დე ბურგმა ქალიშვილს მიუძღვნა თავისი ჰიტური კომპოზიცია „ფორ როზანა” 1986 წლის ალბომიდან „ინტო ზი ლაით”.
ლიზა ჯაგერი
გვარიდან გამომდინარე, ალბათ, რთული მისახვედრი არ არის, თუ ვისი შვილია ლიზა. „როლინგ სთოუნზის” ლეგენდარული ვოკალისტის მიკ ჯაგერის ქალიშვილი ცნობილია როგორც მოდელი, რომელმაც კარიერა „მარკს ენდ სპენსერის” ბრენდის რეკლამირებით დაიწყო. სხვადასხვა დროს იგი „ლანკომეს” და „ტომი ჰილფიგერის” სარეკლამო სახეც იყო. ამჟამად მას ლონდონისა და მილანის სამოდელო სააგენტოებთან აქვს გაფორმებული კონტრაქტი. სულ ახლახან კი ლიზამ „ფლეიბოის” გულახდილ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა და ჟურნალის ყდას მისი ნახევრად შიშველი ფოტოსურათი ამშვენებდა.
ლაურენ ჰარისი
ლაურენ ჰარისი ლეგენდარული ჰარდ-როკ მეტალ ჯგუფის „აირონ მეიდენის” დამაარსებლისა და ბასისტის სტივ ჰარისის ქალიშვილია. იგიც მამის მსგავსად, მძიმე როკში მოღვაწეობს და ხშირად მონაწილეობს როკ-ფესტივალებში. გარდა ამისა, ლაურენი „აირონ მეიდენთან” და „ჯუდას პრაისტთან” ერთად არაერთხელ გამოსულა სცენაზე.

скачать dle 11.3