კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ შემოსა ქალბატონები „დოლჩე და გაბანამ“ ჩაპლინივით

დოლჩე და გაბანა ნამდვილად არ არიან ახალი ტექნოლოგიების პირველი ამთვისებლები, მაგრამ ისინი ყველანაირ რესურსს იყენებენ მისი განვრცობისა და ადაპტირებისთვის, რათა ტექნოლოგიური ლიდერები გახდნენ. მეტროპოლში, დოლჩე და გაბანას ახალ შოუზე დასასწრებად, სტუმრები აკრედიტაციას მოდის სახლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გადიოდნენ. დიზაინერებმა სტუმრები დატოვებული კომენტარების მიხედვით შეარჩიეს. უკვე ჩვენების დღეს კი ეს კომენტარები როგორც თეატრის გარე ფასადზე, ისე პირდაპირ პოდიუმზე განთავსებულ ეკრანზე გაუშვეს, სადაც მესიჯებთან ერთად ჩვენებისთვის მზადებისა და ბექსთეიჯის კადრები გადიოდა. ეს დროის ხალისიანად გაყვანის არცთუ ურიგო ხერხი იყო მანამ, სანამ პოდიუმზე „დარტყმას“ ტანსაცმელი მიაყენებდა.
საშემოდგომოდ დიზაინერები საყვარელ თემას დაუბრუნდნენ, იმ თემას რომელიც მილანის კვირეულზე პირდაპირ ჰაერში დაფრინავდა – ფემინინურ-მასკულინური მიქსი. ანუ, ქალური და მამაკაცური ძალების, ენერგიების, სტილის გაერთიანება, რამაც გავროშული ტიპის ქალი მოგვცა და ეს პოდიუმზე გამოსულ პირველივე მოდელში იგრძნობოდა. ზოგიერთებმა არიზონა მუსი – „დოლჩე და გაბანას“ პირველი სახე – ჩარლი ჩაპლინსაც კი შეადარეს... ამ სტილში კოსტიუმების საკმაოდ დიდი რაოდენობა იყო წარმოდგენილი – პატარა შლაპა, მამაკაცური პერანგი, მოკლე, ქვემოთ დავიწროებული შარვალი, განიერი ჟილეტი. ორბორტიანი ჟილეტები და წვივზე გადაჭრილი შარვლები სეზონის ჰიტია. დიზაინერები ყველანაირად ეცადნენ ქალების „გაკაცებას” და ამ ყველაფერს ვარცხნილობაც ხელს უწყობდა. თმა ისე ჰქონდათ გაკეთებული, რომ ულამაზესი არიზონა მუსი და სხვა მოდელები ბაკენბარდებიანი ჩანდნენ.
მეორე მოდელიდან კი ყველაფერი ამოტრიალდა – პოდიუმზე გამოვიდა პირდაპირ ციდან მოწყვეტილი ვარსკვლავი: თხელი, აბრეშუმის, მაქმანებით გაფორმებული სიფრიფანა კაბა ლამაზი ვარსკვლავებით „ჩაპლინის“ გვერდით, საოცრად ნაზი იყო. შოუს პროგრესირებას, მის მიმდინარეობას სტუმრები დაბნეული სახეებით ადევნებდნენ თვალს. ერთმანეთს ერთი „ბიჭი” და ერთი „გოგო” ენაცვლებოდნენ. „ბიჭებისთვის”: მკაცრი პერანგები, დაბალწელიანი შარვლები, კვადრატული ჟილეტები, მკვეთრი ფერის ქურთუკები, დაქსოვილი ბრჭყვიალებით საღამოსთვის და ქურქი, რომელსაც ვარსკვლავები ჰქონდა დახატული... „გოგოებისთვის”: დიდი, განიერი, სიფრიფანა, ტალღოვანი კაბები, რომლებიც პირდაპირ იატაკამდე ჩამოდიოდა, კორსეტზე გადაცმული თხელი, ღამის პერანგის ტიპის სარაფნები, დიდი ზომის ვარსკვლავებითა და მუსიკალური ნოტებით დაპრინტული.
საფინალო გამოსვლა ზუსტად ისეთი იყო, როგორიც ეს „დოლჩე და გაბანას” ტრადიციაშია. ყველა მოდელი ჯგუფურად, ქაოსურად გამოვიდა პოდიუმზე. „ბიჭებს” ქურთუკები და პიჯაკები გახდილი ჰქონდათ და სტუმრებსა და მედიას ისინი თეთრსაყელოიან პერანგებსა და შარვლებზე დამაგრებულ აჭიმებს უჩვენებდნენ.
ჩვენებას არც სტანდარტული, სექსუალური კაბების გარეშე ჩაუვლია, თუმცა, როგორც მოდის კრიტიკოსებს, ისე ჩვეულებრივ სტუმრებს, მეტი სექსის, მეტი სიახლის, მეტი ახალი სიტყვის ნახვა უნდოდათ. მნახველებიდან თითქმის ყველას გაუჩნდა სურვილი, პოდიუმს მიღმა, ეკრანზე გადატანილი ტექნოლოგიური სიახლეები დუეტს უფრო მეტად ტანსაცმელში გადმოეტანა.

скачать dle 11.3