კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყურძენი აჯანსაღებს ორგანიზმის უჯრედებსა და ქსოვილებს

თავისუფალი რადიკალები უარყოფით გავლენას ახდენს არა მხოლოდ კანის, არამედ ზოგადად ორგანიზმის უჯრედებზე. კვლევების შედეგად, სპეციალისტებმა მავნე რადიკალებთან ბრძოლის საკმაოდ ეფექტური ხერხები შეიმუშავეს. კერძოდ, მათ მიაგნეს ეგრეთ წოდებულ ანტიოქსიდანტებს, ანუ განსაკუთრებულ ნივთიერებებს, რომლებიც თავისუფალ რადიკალებს ანადგურებენ და კანს დაბერებისგან იცავენ. ანტიოქსიდანტები კანის ღრმა შრეებში აღწევენ, იცავენ მათ გარემოს მავნე ფაქტორთა ზემოქმედებისგან, ჯანმრთელობას უნარჩუნებენ და აფერხებენ დაბერების პროცესს.
ყურძნის წიპწები, რომლის შემცველი კომპონენტი უხვად შეიცავს ძლიერ ანტიოქსიდანტებს, პოლიფენოლებს, ებრძვის დაბერების პროცესს. ეს ნივთიერება ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას, დაზიანებისგან იცავს კოლაგენურ და ელასტიკურ ბოჭკოებს, რომლებიც კანს ელასტიკურობასა და დრეკადობას ანიჭებს, ხელს უშლის კანის ქსოვილთა რღვევას და აფერხებს მათ ასაკობრივ ცვლილებებს.
ხილში შემავალი ბუნებრივი ალფა-ჰიდროქსიდული მჟავები კანისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა. მათი ზემოქმედებით კანის ზედაპირული შრის მკვდარი უჯრედები უფრო აქტიურად ჩამოიფცქვნება, რისი წყალობითაც კანი უკეთ ინარჩუნებს სინორჩესა და სიჯანსაღეს. ალფა-ჰიდროქსიდული მჟავები ააქტიურებს კოლაგენისა და ჰიალურონის მჟავის სინთეზს, მათი წყალობით კი ორგანიზმი ტენიანობას ინარჩუნებს.
C ვიტამინი ყველაზე ძლიერი ბუნებრივი ანტიოქსიდანტი და თავისუფალ რადიკალებთან ბრძოლის უნიკალური საშუალებაა. ასკორბინმჟავას გარეშე ორგანიზმი ვერ გამოიმუშავებს ცილა კოლაგენს.
კანის ტონუსის შესანარჩუნებლად აუცილებელი შემაერთებელი ქსოვილების მუშა მდგომარეობის უზრუნველყოფაც სწორედ ამ ნივთიერებაზეა დამოკიდებული. C ვიტამინი, ასევე, ორგანიზმს მზის ულტრაიისფერი სხივების ნეგატიური ზემოქმედებისგანაც იცავს.
მწვანე ჩაის ფოთლები, ყურძნის კურკების მსგავსად, მდიდარია პოლიფენოლით, რომელიც კანის დაბერებას ანელებს და აქტიურად ებრძვის თავისუფალ რადიკალებს. ანტიოქსიდანტური თვისებებით მწვანე ჩაი C ვიტამინის სერიოზული კონკურენტია. მისი გავლენით ძლიერდება ორგანიზმის დამცავი მექანიზმები.
კანის დაბერებას ხიზილალაც აფერხებს. მისი ამინომჟავური შემადგენლობა მეტად უახლოვდება ადამიანის კანის უჯრედთა ქიმიურ შემადგენლობას. ხიზილალა ყველაზე უკეთ ააქტიურებს და აღადგენს უჯრედთა ფუნქციას. ის მდიდარია იოდითა და თუთიით, რომლებიც შემაერთებელი ქსოვილის სწრაფ ზრდას უზრუნველყოფს.
E ვიტამინი ადვილად აღწევს კანის ღრმა შრეებში, ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას, აჯანსაღებს უჯრედებსა და ქსოვილებს, იცავს კანს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან და აფერხებს ორგანიზმიდან წყლის დაკარგვას, რაც ნაოჭების წარმოქმნას უშლის ხელს.
ზღვის პროდუქტთა და წყალმცენარეთა ექსტრაქტები განსაკუთრებით სასარგებლოა და ეფექტური საკვები ნივთიერებებით კანის გაჯერების თვალსაზრისით. ამ ბიოექსტრაქტებს, რომლებიც ვიტამინების, მინერალებისა და ცილების უნივერსალური კომბინაციაა უჯრედები ადვილად ითვისებს. მათი წყალობით კანი ინარჩუნებს ტენიანობას, ბუნებრივ დამცავ მექანიზმებს და ჯანსაღად გამოიყურება დიდი ხნის განმავლობაში.

скачать dle 11.3