იმკურნალეთ წურბელებით
წურბელებით მკურნალობა საკმაოდ ეფექტურია თავის ტკივილის, გულ-სისხლძარღვთა სისტემების დაავადებების, ვენების ვარიკოზული გაგანიერების, ჰემატომების, დაჟეჟილობების დროს. წურბელებს, ასევე, უნიშნავენ თავის ტვინის დაავადებების, გლაუკომის, ნერვული სისტემის დაზიანების, ალერგიის, შაქრიანი დიაბეტის, ზედმეტი წონისა და ეგზემის პათოლოგიების შემთხვევაში.
წურბელის ნერწყვი დაახლოებით 128 ფერმენტს შეიცავს. მისი კბენისას ნერწყვი ადამიანის სისხლში შედის. ფერმენტები ანთებას აცხრობს და აქვეითებს სისხლის შედედების უნარს, ასევე, აუმჯობესებს მის შემადგენლობას, აღადგენს ლიმფის მიმოქცევას, ამაგრებს სისხლძარღვთა კედლებს, აუმჯობესებს ქსოვილთა ჟანგბადით მომარაგებას, დაბლა სწევს თვალის შიდა წნევას.
წურბელას ადამიანს აკუპუნქტურულ წერტილებზე ასვამენ. ის თავისით პოულობს იმ რეფლექტორულ წერტილებს, სადაც კბენა შეიძლება. მისი ნაკბენი ალერგიას არ იწვევს. წურბელით მკურნალობა არ არის რეკომენდებული ორსული ქალებისა და ანემიით დაავადებულთათვის.
უსაფრთხოების მიზნით, წურბელა მხოლოდ ერთხელ უნდა გამოიყენოთ და შემდეგ ის გადააგდოთ.