გიგანტური რუნი კომპიუტერული თამაშისთვის
კომპანია EA Sport-მა, კომპიუტერული სიმულატორის „ფიფა 2012-ის“ ახალი სარეკლამო რგოლი წარადგინა, სადაც მთავარი როლები უეინ რუნიმ, ქარიმ ბენზემამ და ხერარდ პიკემ შეასრულეს. სარეკლამო რგოლში გიგანტური აღნაგობის რუნი პენალტის ნიშნულიდან არტყამს ბურთს, გოლკიპერი კი აკანკალებული ელოდება მას. რეკლამის პრემიერა 28 აგვისტოს, საფეხბურთო მატჩის „მანჩესტერ იუნაიტედისა” და „არსენალის” შეხვედრის ტაიმებს შორის შესვენების დროს შედგა. ცნობისთვის, მატჩი „არსენალისთვის” გამანადგურებელი ანგარიშით, 2:8 დასრულდა და უეინ რუნიმ ჰეთ-თრიკის შესრულება მოახერხა.