შოტლანდია – მსოფლიოს ჩემპიონია
შოტლანდიის ვაჟთა ნაკრები ფეხბურთში, რომელიც მთლიანად უსახლკაროებისგან არის დაკომპლექტებული, მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ფინალში შოტლანდიელმა „ბომჟებმა” მექსიკელი „ბომჟები” დაამარცხეს. აღსანიშნავია, რომ ქალთა შორის ფინალში მექსიკის ნაკრებმა კენიელ „ბომჟებთან” განიცადა მარცხი. წლევანდელი მსოფლიოს ჩემპიონატი პარიზში ჩატარდა. მასში 64 ქვეყნის ნაკრებმა მიიღო მონაწილეობა და 300-მდე მატჩი ჩატარდა. ჩემპიონატი სოციალური ღონისძიების ხასიათს ატარებს და 2003 წლიდან იმართება. ცნობისთვის, მომავალი ჩემპიონატი 2012 წელს ვერცხლისმედალოსან მექსიკაში ჩატარდება.