შოკი ლარისა რიკელმესგან
პარაგვაის ნაკრების ყველაზე სექსუალურ ქომაგად წოდებულმა ლარისა რიკელმემ შოკში ჩააგდო არგენტინელები. ცნობილია, რომ მომხიბვლელი მოდელი მონაწილეობს არგენტინულ სატელევიზიო შოუში – „ცეკვები ვარსკვლავებთან” და გამარჯვების რეალური ფავორიტია. სწორედ საფინალო შოუში გამოსვლით ჩააგდო შოკში მან მაყურებელი. ლარისამ და მისმა პარტნიორმა საბოლოო გამოსვლისთვის ჰევი-მეტალის ჟანრი აირჩიეს და მძიმე მეტალის მუსიკოსებისთვის დამახასიათებელი კოსტუმები მოირგეს. თუმცა, ლარისას მხოლოდ ტყავის მოტკეცილი შარვალი ეცვა, წელს ზემოთ კი სრულიად შიშველი იყო. ასე რომ, მისი მშვენიერი მკერდის ნახვა ათასობით არგენტინელს ყოველგვარი პაპარაცული ფოტოების გარეშე შეეძლო.