არტესტის შეცვლილი „მე”
„ლოს-ანჯელეს ლეიკერსის” შემტევმა, რონ არტესტმა, რომელიც ცნობილია არაორდინარული ქცევებით, გვარისა და სახელის შეცვლა გადაწყვიტა. ახალი საბუთების თანახმად ამიერიდან არტესტს – მატა უორლდ ფის ერქმევა, რაც სიტყვა-სიტყვით „მსოფლიო მშვიდობის მომხრე მატას” ნიშნავს. კალათბურთელის თქმით, გვარ-სახელი მან პლანეტაზე სიყვარულისა და მშვიდობის დამყარების მიზნით შეიცვალა და მიაჩნია, რომ მას უამრავი ადამიანი მიჰბაძავს. გარდა გვარისა, არტესტმა სათამაშო ნომრის შეცვლაც განიზრახა და 15-ის ნაცვლად 70-ე ნომრიანი მაისური აირჩია. კარიერის განმავლობაში სათამაშო ნომერი არტესტს არაერთხელ შეუცვლია – 23-ე ნომრიანით გამოდიოდა მაიკლ ჯორდანის პატივისცემის ნიშნად, ხოლო 91-ე ნომრით – დენის როდმანის.