პუიოლის განუმეორებელი „ყვითელი კოსტუმი”
ხერარდ პიკემ და „ბარსელონას” სხვა ფეხბურთელებმა მასხრად აიგდეს გუნდის კაპიტნის გამოსვლა მონაკოში – ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრის ცერემონიალზე, როდესაც კარლეს პუიოლმა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულის თასი ჩააბარა უეფას მესვეურებს. პიკე, ხავი, ინიესტა, მესი და სხვები დარბაზში ისხდნენ, კლასიკური კოსტუმებში გამოწყობილნი. ხოლო პუიოლი სპორტულად, ზოლიანი შორტითა და ღია ყვითელი ფერის საკლუბო მაისურით გამოვიდა სცენაზე. პიკემ, რომელიც ყველაზე ხუმარაა კატალონიურ გრანდში, კაპიტნის გამოსვლას „განუმეორებელი” უწოდა და ფოტოები, რომლებიც თავად გადაუღო მას, თავის „ტვიტერზე” განათავსა.