ისტორიაში პირველი არაიაპონელი – იაპონიის ჩემპიონი
14 აგვისტოს, იაპონიაში, ქალაქ ჰირაცუკაში, კიოკუშინ კარატეში იაპონიის ჩემპიონატი ჩატარდა იუნიორებს შორის, რომელშიც მონაწილეობას ქართველი სპორტსმენიც იღებდა. საქართველოს სეიბუკაი კიოკუშინ კარატეს ფედერაციის წევრმა, პროექტ „ნიჭიერის” ფინალისტმა („ნიჭიერში” „წმიდა გიორგის” სახელით გამოდიოდა), ლაშა ოზბეთელაშვილმა, ჩემპიონატში გამარჯვება მოიპოვა. ლაშამ ურთულეს ბრძოლებში სძლია იაპონელ თანატოლებს და იაპონიის ჩემპიონი აბსოლუტურ წონით კატეგორიაში გახდა. ამ გამარჯვებით ის ჩემპიონატის ისტორიაში პირველი უცხოელი გამარჯვებულია. პირველად მოხდა, როდესაც 18 წლამდე სპორტსმენთა შორის არაიაპონელი ხდება კარატეში ჩემპიონი.
ქართველმა სპორტსმენმა სულ ოთხი ბრძოლა ჩაატარა და ყველა დამაჯერებლად მოიგო. ლაშას გამარჯვება თავად ჰირაცუკის მერმა მიულოცა, გადასცა ქალაქის საპატიო, გარდამავალი თასი, როგორც ჩემპიონატის საუკეთესო მებრძოლს.