მარიამ მარგველაშვილის ევროპული წარმატებები
13 წლის მარიამ მარგველაშვილი თბილისიდან 8 წლის წინ წავიდა და უკვე, დიდი ხანია, გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში ცხოვრობს. მარიამი ხელოვნების ნიჭით დაჯილდოებული პატარა გოგონაა: ცეკვავს ბალეტს, უკრავს კლასიკურ მუსიკას და აქვს საკმაოდ დიდი წარმატებები ესტრადაზეც. მის მუსიკალურ რეპერტუარზე ქართველი პედაგოგი მარიკა მირველაშვილი ზრუნავს.
პატარა გოგონას ნიჭმა უკვე არაერთხელ გააოცა გერმანიის მუსიკალური საზოგადოება, ის წარმატებით გამოდის კონცერტებზე ევროპის სხვადასხვა ქალაქში. მარიამი მღერის გუნდში, რომელსაც წილად ხვდა პატივი, ჩაეტარებინა კონცერტი რომის პაპის წინაშე. სულ ახლახან წარმატებული ქართველი გოგონას ცხოვრებაში ძალიან სასიამოვნო სიახლე მოხდა – მარიამმა გაიმარჯვა ტურში და მოხვდა იმ ორ შემსრულებელს შორის, ვინც მონაწილეობას მიიღებს დიუსელდორფის პოპულარულ, ყოველწლიურ კარნავალში. ის დაკავებულია როლზე ცნობილ კომედიურ შოუში, რომელიც კარნავალის დღეებში დიუსელდორფის ცნობილ თეატრში დაიდგმევა. მარიამი გადაიღეს სარეკლამო რგოლებშიც, რომლებიც გერმანული ტელეარხების ეთერში გადის. ვულოცავთ მარიამს ევროპულ აღიარებას და წარმატებას ვუსურვებთ მას!