კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

“გოლდენ ტალანტზე„ “მის ლიტვა„ ასი კაბით ჩამოვიდა


10 სექტემბრიდან ბათუმში ვარსკვლავების ცვენა დაიწყო. ჩვენს ქათქათა, ულამაზეს ქალაქში მსოფლიო დონის ვარსკვლავები შანტელი, სემ ობენიკი, ამერი, ევა საიმონსი, ფრედ ფრენჩი და ქეით რაიანი ჩამოვიდნენ, რომლებიც კონკურს „გოლდენ ტალანტის” საპატიო სტუმრები და ჟიურის წევრები არიან. მათგან ერთ-ერთი, ფრედ ფრენჩი, რომელიც სნუპ დოგის პროდიუსერია, ამავდროულად, კონკურსის თანაპროდიუსერიცაა და, უკვე დიდი ხანია, საქართველოში იმყოფება. „თბილისელებთან” საუბარში ის აღფრთოვანებას ვერ მალავდა ჩვენი ქვეყნის სილამაზის, ხალხის სითბოსა და კეთილგანწყობის გამო. ვინც მის საუბარს მოუსმენდა, მიხვდებოდა, რომ ეს უბრალო თავაზიანობის გამოხატვა არ იყო, იგი აციმციმებული თვალებით, ბედნიერი სახით ყვებოდა საქართველოს შესახებ. ფრენჩმა პირობაც დადო, რომ მომავალ წელს, კონკურსზე აუცილებლად ჩამოიყვანს სნუპ დოგს, რომელიც იმღერებს და, შესაძლოა, ჟიურის წევრიც იყოს. რაც შეეხება კონცერტებს, 10 საათის ნაცვლად, ის თითქმის ყოველთვის დაგვიანებით იწყება, თუმცა, კონცერტის შემდეგ გართობის ხალისი და ენერგია მაინც ყველას რჩება. კონცერტები „ბამბა რუმსის” წინ იმართება, ხოლო კონკურსანტებისთვის მწვანე ოთახი თვითონ კლუბშია განთავსებული. ჟიურის წევრები გაგიჟებულები არიან ბათუმით, მთელ დღეებს რესტორნებსა და კლუბებში ატარებენ. კონცერტის შემდეგ „ავთარ ფართები“ „სოჰოში” იმართება, სადაც ორგანიზატორები, კონკურსანტები და სტუმრები ერთად გიჟობენ. პირველ კონცერტზე სალომე ქათამაძემ საოცრად შეასრულა ჯეკსონის სიმღერა და, მოაჯადოვა ჟიურის წევრები – მან უმაღლესი, 50 ქულა მიიღო. სალომეს უამრავი გულშემატკივარი ჰყავდა. უნდა აღინიშნოს, რომ ყველაზე მეტი გულშემატკივარი საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის კონკურსანტებს ჰყავთ.
საღამოების წამყვანები არიან ულამაზესი ქალბატონი – „მის ლიტვა” 26 წლის იურგიტა იურკუტე და „დელფინარიუმში” დელფინების შოუს წამყვანი ბერდია კუტუბიძე. ვერც მაყურებელი და ვერც ბერდია ვერ იკავებენ ღიმილს, როდესაც „მის ლიტვა” დამტვრეული პრონანსით წარადგენს ქართულ სახელს ბერდია კუტუბიძეს, ხოლო ბერდია ომახიანად გამოთქვამს იურგიტა იურკუტეს გვარს.
აღსანიშნავია, რომ ბათუმში იურგიტა ასი კაბით ჩამოვიდა. ამ დღეების განმავლობაში ის ასჯერ გამოცვლას ნამდვილად ვერ მოასწრებს, მაგრამ, მრავალფეროვანი არჩევანი რომ ექნება – ფაქტია. „მის ლიტვა” მედიასთან ურთიერთობისთვის ვერ იცლის, რადგან დილიდან საღამომდე რეპეტიციებს გადის და, ტექსტს სწავლობს. რეპეტიციამდე კი სასტუმროში, მშვიდ გარემოში დასვენებას არჩევს. ბათუმში ჭორები დადის, „მის ლიტვას” დაახლოებით ორასი ათასი დოლარი გადაუხადესო. იურგიტას ლატვიის ტელევიზიაში რამდენიმე პროექტი მიჰყავს, მათ შორის ყველასთვის ცნობილი „ვარსკვლავებთან ცეკვის” ლიტვური ვერსია.
კონკურსი გრძელდება. მის მიმდინარეობასა და, იმის შესახებ, თუ რა ხდება კულისებში, როგორ ერთობიან ბათუმში ვარსკვლავები, ჟიურის წევრები და კონკურსანტები, ინფორმაციას მომდევნო კვირას მოგაწვდით.

скачать dle 11.3