კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ვერ პოულობს ბიოლოგიურ დედასა და ნათესავებს დაკარგული შვილი

ისტორია: ვეძებ ჩემს დისშვილს, 1955 წელს დაბადებულ ოლღა გრიგოლის ასულ გელიტაშვილს. ჩემი და, საიმა, ცოლად გაჰყვა ქართველ მეზღვაურს (გრიგოლს), რომელიც ესტონეთში გაიცნო. საიმა გრიშასთან ერთად საცხოვრებლად საქართველოში, ქალაქ თბილისში წავიდა. 1955 წელს მათ ეყოლათ შვილი – გოგონა, სახელად ოლღა. ჩემი და, საიმა, მშობიარობის შემდეგ ძალიან შეუძლოდ გახდა. მას დაემართა მშობიარობის შემდგომი შიზოფრენია. მისი განკურნება შეუძლებელი გახდა. დედაჩემი ესტონეთიდან საქართველოში ჩავიდა და საიმა წამოიყვანა, ბავშვის (შვილიშვილის) ჩამოყვანა კი ვერანაირად ვერ მოახერხა. საიმა ვერც ესტონელმა ექიმებმა განკურნეს და ის გარდაიცვალა ესტონეთის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. საიმას გარდაცვალებიდან რამდენიმე ხანში მე გრიგოლის ოჯახში ჩამოვედი ჩემი დისშვილის მოსანახულებლად, მაგრამ ის გაშვილებული დამხვდა. მას შემდეგ უშედეგოდ ვეძებ ჩემი გარდაცვლილი დის შვილს.
ჟურნალისტის შენიშვნა: ეს ისტორია, ჩემს რუბრიკაში უკვე დაიბეჭდა, მაგრამ ამჯერად ჰერტა პოვგოგენი მეორედ ჩამოვიდა საქართველოში, რადგან მის ისტორიას გამოეხმაურა თბილისში მცხოვრები ქალბატონი (რომელიც ძებნის ამ ეტაპზე თავისი ვინაობის გამოაშკარავებას ერიდება). ამ ქალბატონის ისტორია დიდად ჰგავს დაკარგული ოლღას ისტორიას. პირობითად, ჩემს რესპონდენტს ქალბატონი ლია ღვინჯილია დავარქვათ. საქმე ისაა, რომ ეს ქალბატონიც უკვე მეორედაა ჩემი რუბრიკის რესპონდენტი, მაგრამ, ამჟამად უკვე ნაპოვნის როლში. მკითხველს ვუტოვებ ფიქრის ალტერნატივას და, სანამ დნმ-ის ანალიზის შედეგი არ გვექნება ხელთ, პირადად მე, ნაადრევი დასკვნების გამოტანას გავურბივარ.
ვლადიმერ გელიტაშვილი (დაკარგული ოლღას ბიძა, გრიგოლის ძმა): როდესაც ჩემმა ძმამ ცოლი შეირთო (საუბარი მაქვს საიმაზე) და მათ შეეძინათ ოლღა, მე ძალიან პატარა ვიყავი. საერთოდ, ეს ისტორია დედაჩემისგან მსმენია. თავად მე არასახარბიელო მოგონებები მაქვს, ერთი კი დანამდვილებით ვიცი, რომ როდესაც საიმა დედამისმა წაიყვანა ესტონეთში, ჩემი ძმისშვილი თვეების იყო. მამაჩემი ეხმარებოდა გრიშას მის აღზრდაში. მაგრამ, მამის გარდაცვალების შემდეგ, ჩემმა ძმამ გადაწყვიტა, ბავშვი გაეშვილებინა (რადგან მის მოვლას ვეღარ ახერხებდა) და ბავშვი ყველასგან დაუკითხავად წაიყვანა. არავინ არ იცის, სად ან როგორ გააშვილა. არც ის ვიცით, იქნებ, მან გოგონა ვინმეს პირადად გადასცა, ანუ საბუთების გარეშე გააშვილა. ეს ამბავი საკმაოდ დიდი ხნის წინ მოხდა. მაგრამ, მას შემდეგ, რაც მე სულ პირველად წავიკითხე ეს ისტორია თქვენს რუბრიკაში და ვიცანი ჩემი ძმისა და საიმას სურათები, ძალიან დიდი სურვილი გამიჩნდა, მეც მიმეღო მონაწილეობა ოლღას პოვნაში. მესმის, რომ ამდენი წელია უკვე გასული. ქალბატონ ლიასთანაც თქვენ დამაკავშირეთ. მსგავსება ჩემსა და მას შორის არის, მაგრამ, ეს ყველაფერს არ ნიშნავს. ყველას გვინდა, რომ ასი პროცენტით დავრწმუნდეთ ამაში. ამის საშუალებას კი მხოლოდ და მხოლოდ დნმ-ის ანალიზი თუ მოგვცემს.
ინტერვიუ ნაპოვნ ლიასთან (სავარაუდო ოლღასთან): თქვენთან სულ პირველი შეხვედრისას მოვყევი, რომ მე ვარ ნაშვილები და ყველაფერი, რაც ვიცი, არის ის, რომ ჩემი ბიოლოგიური დედა ბალტიისპირეთიდან იყო (ან ლიტვიდან ან ესტონეთიდან). როდესაც ჰერტასა და ვლადიმერის ფოტო ვნახე თქვენს რუბრიკაში და ისტორია წავიკითხე, ძალიან მივამსგავსე ჩემს ისტორიას. უბრალოდ, საქმე ისაა, რომ არც მე ვიცი ბევრი რამ. ჩემი აღმზრდელები უკვე გარდაცვლილები არიან.
– მაინც, რატომ გგონიათ, რომ სწორედ თქვენ ხართ დაკარგული ოლღა? ამის დასაზუსტებლად ხომ მეტი ფაქტი გვჭირდება, ვიდრე მხოლოდ ვარაუდია.
– ვიცი, რომ ძალიან რთულია ამის დამტკიცება, შეუძლებელიც კი... მე მხოლოდ ის შემიძლია, რომ მოვყვე ჩემი ისტორია, რაც მე გადამხდენია, რაც დანამდვილებით ვიცი. ჩემმა აღმზრდელმა მამამ მე საკმაოდ ასაკოვანმა მიშვილა. ჩემთან ერთად მან იშვილა კიდევ ბიჭიც (ჩემი ძმა). მას თემური ჰქვია. თემურის წარმოშობა ვიცით, ის ეროვნებით ებრაელია. ჩემს აღმზრდელ მამას საკმაოდ საპატიო ადგილი ეკავა საზოგადოებაში და ბევრის გაკეთება შეეძლო. დანამდვილებით ვიცი, რომ მას გადაკეთებული ჰქონდა ჩემი და ჩემი ძმის – თემურის დაბადების მოწმობების ასლები, კერძოდ კი – ასაკი. მე, მაგალითად, ორი წლით მაქვს შეცვლილი ასაკი, თემურს კი – სამით. ბუნებრივია, ისეთი ნაცნობებისა და გავლენის მქონე ადამიანს, როგორიც ჩემი აღმზრდელი მამა იყო, არამცთუ ასაკის გადაკეთება ხელეწიფებოდა, არამედ, თავისუფლად შეეძლო, ჩვენი საბუთები ისე აერ-დაერია, რომ ვერც მე და ვერც ჩემს ძმას ჩვენი ფესვები ვერ გვეპოვა. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორ ჰგავს ჩემი უფროსი ბიჭი თქვენ მიერ ნაპოვნ ვლადიმერს, ანუ, დაკარგული ოლღას ბიძას.
ჰერტა პოვგოგენი: როგორც კი თქვენგან გავიგე, რომ გამოჩნდა ქალი, რომელსაც ჩემი ოლღას მსგავსი ისტორია აქვს და, ეძებს ესტონელ დედას, დაწვრილებით გავეცანი ლიას ისტორიას. მისი ფოტოები რომ ვნახე, მაშინვე დავკარგე მოსვენება. თქვენი დახმარება გვჭირდება, ეს არის დნმ-ის ანალიზი. თუკი აღმოჩნდება, რომ ვლადიმერი და „ლია“ ნათესაურ კავშირში არიან, ესე იგი, მთელი 30 წლის განმავლობაში ძებნა, უშედეგო არ ყოფილა.
თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 233-42-24; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.

скачать dle 11.3