კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

აღმოაჩინეს ვარსკვლავი, რომელიც, წესით, არ უნდა არსებობდეს

ასტრონომებმა ლომის თანავარსკვლავედში აღმოაჩინეს ვარსკვლავი, რომლის არსებობა დღეისთვის, უბრალოდ, წარმოუდგენელი იყო. ვარსკვლავი დაახლოებით მზის მასის ტოლია, ამავე დროს ის ყველაზე ღარიბია ისეთი ქიმიური ელემენტებით, რომლებიც ჰელიუმზე მეტს იწონიან. თანამედროვე ასტრონომიის თვალსაზრისით, ასეთი ვარსკვლავები არ უნდა არსებობდნენ.
ეგრეთ წოდებული „პირველყოფილი“ ვარსკვლავების შემადგენლობაში ძალზე მცირეა მძიმე ქიმიური ელემენტების, მეტალების რაოდენობა. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ დიდი აფეთქებიდან პირველ წამებში სამყარო შეიცავდა დაახლოებით 75 პროცენტ წყალბადს, 25 პროცენტ ჰელიუმს და ძალზე მცირე რაოდენობით – ლითიუმს.
ლომის თანავარსკვლავედში აღმოჩენილი ვარსკვლავის ასაკი, სწავლულთა შეფასებით, 13 მილიარდზე მეტი წელია. სამყაროს ასაკი შეფასებულია 13,75 მილიარდი წლით. ახალი მნათობის მასა მზის მასის 0,8-ს შეადგენს. მძიმე ქიმიური ელემენტების შემცველობით, ის, შეიძლება, ერთ-ერთი ყველაზე პირველყოფილი ვარსკვლავი იყოს ასტრონომიის ისტორიაში, მაგრამ, თანამედროვე შეხედულებით, ასეთი პატარა ვარსკვლავი, უბრალოდ, არ შეიძლებოდა ასე ადრე წარმოქმნილიყო, რადგან, მიაჩნიათ რომ მსგავსი ვარსკვლავები მხოლოდ მას შემდეგ წარმოიქმნებიან, რაც მძიმე ქიმიური ელემენტები ვარსკვლავთშორისი ნივთიერების ღრუბელს გარკვეულ კრიტიკულ დონემდე გააცივებენ, ანუ, იმ დროს, როდესაც გრავიტაცია ღრუბელში გაცხელებული გაზის წნევას აჭარბებს და ის ვარსკვლავად იკუმშება.
სტატიის ავტორის, ელიზაბეთ კაფაუს ჯგუფმა, „შეუძლებელი“ ვარსკვლავის შესასწავლად ტელესკოპი VLT (ძალიან დიდი ტელესკოპი) ESO გამოიყენა. ამავე ტელესკოპმა ადრე აღმოაჩინა „პირველყოფილი“ ვარსკვლავები ჯუჯა გალაქტიკების – ღუმლის, სკულპტურის, სექტანტისა და კილის თანავარსკვლავედებში.

скачать dle 11.3