კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პირველი „ცისფერი“ ქალაქი ესპანეთში იქნება

პატარა ქალაქი მოკლინეხო ანდალუზიის პროვინცია მალაგაში, შეიძლება, პირველი დასახლებული პუნქტი გახდეს, სადაც მხოლოდ გეები და ლესბოსელები იცხოვრებენ. თუ 2012 წლის იანვარში დაგეგმილ რეფერენდუმზე ქალაქის 1 274 მცხოვრებთაგან ათასზე მეტი დადებითად მისცემს ხმას, მოკლინეხოს ყველა სახლი ვარდისფრად შეიღებება. ქალაქის მერმა უკვე მხარი დაუჭირა ამ ინიციატივას, რომელიც ყოველწლიური საერთაშორისო გეიდღესასწაულების მომწყობ ორგანიზატორს, ხავიერ ჩეკას ეკუთვნის. ხელმოწერილია კონტრაქტი რამდენიმე კომპანიასთან 600 ახალი სახლის მშენებლობაზე, რომლებიც სექსუალური უმცირესობის ესთეტიკურ მოთხოვნებს შეესაბამება. ტრადიციული თეთრი ფერის სახლების ვარდისფრად შეღებვის გარდა, იგეგმება, ქალაქში შეიქმნას ოფიციალური პარკი, სადაც ქალაქის მცხოვრებთ პარტნიორების შერჩევა შეეძლებათ.
„გეების ქალაქის შექმნა უპირველესად ეკონომიკური კრიზისის, კერძოდ, უმუშევრობის პრობლემის გადაწყვეტას შეუწყობს ხელს. მაგალითად, მშენებლობის სფეროში დასაქმებას, ასევე, ტურიზმის განვითარებას. ჩვენი ხალხი ძალიან კეთილმოსურნე და სტუმართმოყვარეა, ამას გარდა, ქალაქი პლაჟიდან მხოლოდ 10 კილომეტრითაა დაშორებული“, – განაცხადა მოკლინეხოს მერმა ანტონიო მუნიოსმა.
მოკლინეხო მალაგიდან აღმოსავლეთით, 20 კილომეტრითაა დაშორებული. აქ ყოველწლიურად სექტემბერში იმართება ღვინისა და ფოლკლორის დღესასწაული. ქალაქის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობას კი მეთექვსმეტე საუკუნეში აგებული წმიდა მარიას ეკლესია წარმოადგენს.

скачать dle 11.3