კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ლონდონი – მსოფლიოს დედაქალაქი

„განვითარების ხუთი ძირითადი კრიტერიუმით, ცხოვრების ხარისხითა და საერთაშორისო პროცესებზე გავლენის მიხედვით, დიდი ბრიტანეთის დედაქალაქი შეიძლება მსოფლიოს დედაქალაქად ჩაითვალოს,“ – ასეთ დასკვნამდე მივიდა ჟურნალი „Intelligent Life“, როდესაც ერთმანეთს ამ წოდებაზე წარდგენილი ცხრა პრეტენდენტი ქალაქი შეადარა. პრეტენდენტთა სია კი ასე გამოიყურებოდა: პეკინი, შანხაი, ტოკიო, დელი, მუმბაი, მეხიკო, ვაშინგტონი, ნიუ-იორკი, ლონდონი. ქალაქები ხუთი პარამეტრით ფასდებოდა: ძალაუფლება და პოლიტიკური გავლენა, შემოსავალი და კეთილდღეობა, განათლება, კონტაქტები და ეკონომიკური კავშირები, კულტურა.
აღმოჩნდა, რომ რეიტინგის ავტორთა მოთხოვნები სრულად მხოლოდ ლონდონმა დააკმაყოფილა: აქ არის განვითარებული ფინანსური ბაზარი და სამეცნიერო, საგანმანათლებლო და კულტურული გლობალური კავშირების დიდი ქსელი... ნიუ-იორკი ლონდონს მხოლოდ ერთი პუნქტით ჩამორჩება – ეკონომიკური ძლიერებითა და პოლიტიკური გავლენით; პეკინს „არ ეყო უცხოელები“ (მოსახლეობის მხოლოდ 1 პროცენტი), რომ ამ ტიტულს დაუფლებოდა. ვაშინგტონს კი, რომელსაც მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენა აქვს მსოფლიოში, ამისთვის ქარიზმა დააკლდა.
მსოფლიოს ყველაზე პერსპექტიულ ქალაქად დასახელებულია მუმბაი.

скачать dle 11.3