კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მწვანე კუთხე

კითხვა: როგორ მოვუარო ეხმეას და რა პირობები სჭირდება მას?
პასუხი: ეხმეა ტენის მოყვარული ტროპიკული მცენარეა, ამიტომ სიცხესა და სიმშრალეში ფოთლებს წვეროები უყავისფრდება. ზაფხულში ორ კვირაში ერთხელ გაზავებული თხევადი სასუქით მორწყეთ. დიდ მცენარეს თიხის პატარა ქოთანიც ჰყოფნის. ფოთლების „ლარნაკი“ მუდამ რბილი წყლით სავსე უნდა იყოს. წყალი დროგამოშვებით გამოუცვალეთ. ზაფხულობით მიწას ტენიანობა შეუნარჩუნეთ, ზამთარში კი გამოშრობა აცადეთ და იშვიათად მორწყეთ. ზამთარში იტანს 15 გრადუსს, ზაფხულში კი, თუ ტენიანობა ძალიან მაღალია – 27 გრადუს ტემპერატურას. მისთვის საუკეთესო ადგილი მზიანი ოთახია. ყვავილობისას მცენარეს კარგი განათება სჭირდება. მომცრო, ცისფერი ყვავილები, რომლებიც თანდათან წითლდება, მალევე ჭკნება, თუმცა თანაყვავილი გაცილებით დიდხანს ძლებს. ყოველ როზეტს ერთადერთი თანაყვავილი აქვს. დაყვავილების შემდეგ მცენარე კიდევ დიდხანს ინარჩუნებს ფორმას – მანამ, სანამ ძველის ადგილას ახალი როზეტი გაჩნდება.
კითხვა: იქნებ მირჩიოთ, როგორ გავახარო ასპლენიუმი?
პასუხი: ეს მცენარე პრეტენზიული არ არის, ის გვიმრის ერთ-ერთი სახეობაა. ასპლენიუმის ახალი ფოთლები ძალიან ნაზია და მზეზე ადვილად იწვება, ამიტომ, მზისგულზე ნუ დადგამთ, ნახევრად ჩრდილში ამყოფეთ. ზრდის პერიოდში სამ კვირაში ერთხელ ბალანსირებული თხევადი სასუქით მორწყეთ. ზამთარში დამატებითი კვება არ სჭირდება. ფოთლები სველი ნაჭრით გაუწმინდეთ, ოღონდ, ფრთხილად, რადგან იოლად ზიანდება. აქტიური ზრდის დროს უხვად მორწყეთ. ზამთარში, როცა მცენარე ისვენებს, მიწა მხოლოდ ტენიანი უნდა იყოს. ზამთრის მინიმალური ტემპერატურაა 13 გრადუსი, თუმცა, მთელი წლის განმავლობაში ოთახის ტემპერატურა – 18-24 გრადუსი ჯობია.

скачать dle 11.3