კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ფუნქცია აქვს „კლაპანებს“ და რას ნიშნავს ძრავაში წკრიალის ხმა

„ცუდი ბენზინი ჩავასხი და ძრავას „კლაპანებს” ხმა აქვს“, – ეს სიტყვები ალბათ, არაერთხელ გაგიგიათ. მაგრამ, თურმე ამ დროს „კლაპანები” არაფერ შუაშია, რაზეც დეტალურად საუბრობს პროფესიონალი მრბოლელი მევლუდ მელაძე: ჩვენ ძალიან ხშირად გვისაუბრია ძრავას პრობლემების შესახებ, ასევე, იმაზეც, თუ რამდენად მნიშვნელოვანია შესაბამისი ხარისხის საწვავი ამა თუ იმ მოდელისთვის, მაგრამ, ამას ნაკლებ ყურადღებას აქცევენ განსაკუთრებით ახალბედა მძღოლები. მათთვის მთავარია, რომ მანქანა დადის. ისინი ვერ ამჩნევენ მანქანის მუშაობაში წამოჭრილ ოდნავ ცვლილებებს, არადა, ცუდი ხარისხის საწვავი შიგნიდან მთლიანად ჭამს ავტომობილის ორგანიზმს. ცუდი ხარისხის საწვავის ჩასხმის შემთხვევაში, ძრავადან ისმის არცთუ ისე მკვეთრი წკარუნის ხმა. ავტომატის ჯერივით ისმის წკარუნი და ძრავა შესაბამისი სიმძლავრით ვეღარ მუშაობს. გამოცდილი მძღოლი მაშინვე იტყვის – ცუდი ბენზინი ჩავასხი და „კლაპანების” ხმააო. ყველას ჰგონია, რომ ესაა დაუკეტავი სარქველების ანუ „კლაპანების” ხმა. ამ დეტალის გაღება-დაკეტვის დროს ხდება ჰაერის შესვლა და გამონაბოლქვის გამოდევნა. ყველაზე სტაჟიანი მძღოლები დარწმუნებით ამბობენ, რომ ჯერივით წკრიალი მანქანის ძრავიდან – ეს არის ცუდი ბენზინის ჩასხმის შედეგი. ამერიკულ მანქანებშიც კი, რომელთაც 92 ოქტანობის მქონე საწვავი სჭირდებათ, თუ ოდნავ დაბალი ხარისხის ბენზინს ჩაასხამთ და გაზს მიაწვებით, ხმა მაინც ექნება...
– არსებობს 92 ოქტანობაზე დაბალი ხარისხი?
– არსებობს 76. მაგრამ, საქართველოში ახლა არ იყიდება. თუმცა, ძალიან ბევრი მძღოლი საწვავში ნავთს ურევს, რომ რაოდენობამ მოიმატოს და ამით ბენზინს ოქტანობა აკლდება. ასეთი ბენზინი ძრავისთვის სპირტია ვისკის მაგივრად. ერთი სიტყვით, დაბალ ოქტანობაზე ძრავას ხმა უჩნდება. თუკი ეს „კლაპანების” ხმაა, როგორ ჩნდება ის? როგორ შეიძლება, ის შეყოვნდეს და მერე ხმაურით დაიხუროს? ასეთი რამ თუ ოდნავ მაინც ვერკვევით ავტომობილის მექანიკაში, გვეცოდინება, რომ შეუძლებელია, მოხდეს. ვინც ვერ ერკვევა, მინდა წარმოიდგინოს ბოლომდე მოჭიმული ზამბარა როგორ ექაჩება სარქველს დახურავისკენ, ხოლო იმ მომენტში, როდესაც უნდა გაიღოს, ზამბარა აწვება და აღებს. თუ, ვთქვათ, არასწორი წვა მოხდა და ზამბარა ამან შეაყოვნა, მასა ზამბარას უნდა მოერიოს და სარქველი ღია მდგომარეობაში უნდა დაიჭიროს. მიმწოლსა და „კლაპანს” შორის დაშორება რომ გაკეთდეს, მისი დამჭერი თავი ძალიან იოლად ამოვარდება, რაც შეუძლებელია. ანუ, ცუდი ხარისხის საწვავის ჩასხმის შემთხვევაშიც კი, ეს მოწყობილობა გამართულად მუშაობს.
– მაშინ, რისი ხმაა ეს?
– ეს არის ეგრეთ წოდებული დეტონაციის ხმა. სანთლიდან ძრავაში მოხვედრილი ნაპერწკალი ერთი ფეთქებით სრულად დაწვას ვერ ახერხებს და ზედ დარჩენილი საწვავის პატარა დაჯგუფებები ერთმანეთის თანმიმდევრობით ფეთქდება, ანუ, წკარუნი პატარ-პატარა აფეთქებების ხმაა. ბომბი რომ ტყვიების საწყობში ჩავარდეს, დაახლოებით იგივე რაღაც ხდება – ბომბის, ანუ მთავარი აფეთქების შემდეგ, ტყვიების თანდათანობითი გასკდომის ხმა ხომ მერე იქნება! ზუსტად იგივე ხდება აქაც, ანუ, მოხდა მთავარი აფეთქება, რომელმაც მოქმედებაში მოიყვანა დგუში ანუ ძრავა და გამოიწვია საწვავის პატარ-პატარა დაჯგუფებების აფეთქებაც.
– ოქტანობა საწვავის დარჩენაზე მოქმედებს?
– დიახ, დაბალი ოქტანობის გამო ერთი აფეთქებით საწვავი მთლიანად დაწვას ვერ ახერხებს. სპეციალურად დაბალი ოქტანობის საწვავზე მომუშავე ავტომობილებს წვის დიდი კამერა აქვთ, რათა აალებამ საწვავის მთლიანი აფეთქება გამოიწვიოს. მაღალ ოქტანობაზე მომუშავეებს კი, აფეთქებისთვის ძალიან პატარა ადგილი აქვთ და სწორედ ამის გამო ჰაერს დიდი რაოდენობით ტენის. მაღალი ოქტანობის საწვავზე მომუშავე ავტომობილებს დიდი წვის კამერა ვერ ექნებათ, რადგან ის საჭირო წნევას ვერ შექმნის და ჰაერს შესაკუმში ადგილი დარჩება. იმისთვის კი, რომ მეტი სიმძლავრე მიიღოს, მეტად უნდა შეიკუმშოს. მაღალი ოქტანობა რომ არ იყოს, იმ ადგილას ვერ დაიწვებოდა. რეალურად, „კლაპანების” ხმა არსებობს მხოლოდ იმ დროს, როდესაც დაშვებულ მანძილზე მეტია ადგილი. ან გაცვდება მექანიზმი, რომელიც სარქველს აწვება იმ მოდელებში, რომელსაც „ჰიდროკომპენსატორი” აქვთ, ეს ნაწილი მწყობრიდან გამოდის. ანუ „კლაპანების” ხმა ოქტანობასთან არაფერ შუაშია.

скачать dle 11.3