კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები

კითხვა: შეიძლება დეკორატიული ჯიშის ძაღლი აგრესიული იყოს? ჩემი ძაღლი ბოლო დროს რატომღაც გაავდა.
პასუხი: თუ დეკორატიული ძაღლი კარგი აღზრდილია, ის არ გახდება აგრესიული. მაგრამ, მისი სწორი აღზრდა საკმარისი არ არის. აუცილებელია, ის სწორად აღზრდილი მშობლების შვილი იყოს. ამიტომ, ლეკვის შეძენა მხოლოდ იმ ძაღლსაშენში უნდა მოხდეს, რომელიც კარგი რეპუტაციით სარგებლობს და მომშენებელი პროფესიონალია. თუ ლეკვს გენეტიკური გადახრა აქვს, მის გამოსასწორებლად ძალიან დიდი მუშაობა დასჭირდებათ არა მხოლოდ ოჯახის წევრებს, არამედ სერიოზულ კინოლოგებსაც.
კითხვა: როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ძაღლს ამა თუ იმ საკვების მიმართ აუტანლობა აქვს?
პასუხი: თუ თქვენს ძაღლს საკვებისადმი აუტანლობა აქვს, აუცილებლად შეამჩნევთ: ძაღლს დაეწყება ღებინება, ასევე, ფაღარათი ან მუცლის შებერვა გაზების დაგროვების გამო. არ არის გამორიცხული, დაეწყოს კანის ქავილი და სიწითლე, ქერტლი, ყურების ქრონიკული პრობლემები, ცემინება, ხველა და ასე შემდეგ. როგორც კი ძაღლი ამ სიმპტომებს გამოავლენს, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ვეტერინარს, რომელიც დასვამს სწორ დიაგნოზს და სათანადო მკურნალობას დაუნიშნავს მას. საკვებისმიერი ალერგიის ხშირი მიზეზი ძაღლებში უმეტესად საქონლის ხორცი და რძის პროდუქტებია. ჩემი კეთილი რჩევა იქნება, ნუ მიაჩვევთ ძაღლს თქვენი საკვების ნარჩენების ჭამას. არც ტკბილეულის მიღებაა მათთვის რეკომენდებული. საკვებისადმი მგრძნობელობა ყველაზე ხშირია სიცოცხლის ადრეულ სტადიაზე. ასევე, არის რამდენიმე ჯიში, რომელსაც უფრო ხშირად ემართება ეს, მაგალითად: კოკერსპანიელი, ტერიერი და ასე შემდეგ.
კითხვა: საკმარისია თუ არა ძაღლისთვის ერთჯერადი დართვა მის გასანაყოფიერებლად?
პასუხი: საკმარისია, თუმცა, უმჯობესია, საკონტროლო დართვაც მოხდეს. ამ პერიოდში ძუს ყურადღება არ უნდა მოაკლოთ, რადგან, გამორიცხული არ არის, გაიპაროს და არასასურველ ხვადთან დაწყვილდეს. ასეთ შემთხვევაში, შეიძლება, განაყოფიერება პირველ ან მეორე დართვისას მოხდეს.

скачать dle 11.3