კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სხეულის რა ადგილებში ესხმის ცხოველი თავს მოწინააღმდეგეს და საშიშია თუ არა მის მიერ მიყენებული ნაკაწრი ჯანმრთელობისთვის

ძაღლის ყოლა და მისი ოჯახის წევრად გახდომა, საკმარისი სულაც არ არის არც მისთვის და არც ოჯახის დანარჩენი წევრებისთვის. არაერთხელ გვითქვამს, რომ მას სათანადო მოვლა-პატრონობა სჭირდება. თუ საკუთარ თავზე ამის პასუხისმგებლობა აიღეთ, მაშინ ბევრი რამის გათავისება მოგიწევთ. დღევანდელი ინტერვიუ საკმაოდ აქტუალურია. ის ცხოველის მიერ დაკბენილ-დაზარალებულის ჯანმრთელობას შეეხება. ნაკბენი ყველასთვის საშიშია, როგორც ცხოველისთვის, ასევე ადამიანისთვის. ამან შესაძლოა, უყურადღებობის შემთხვევაში, ბევრ არასასურველ შედეგამდე მიგიყვანოთ. ყოველივე ამის შესახებ ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი, ზაქრო ბაჯიაშვილი მოგვითხრობს. ამიტომ, ყურადღებით გადაიკითხეთ სტატია და თუ კიდევ ვინმე არის იმ აზრზე, რომ ცხოველის ნაკბენი ან ნაკაწრი საშიში სულაც არ არის, აზრი შეიცვალეთ.

ზაქრო ბაჯიაშვილი: ვისაც შინაური ცხოველი ჰყავს, ვალდებულია, მისი ჯანმრთელობა დაიცვას. ძაღლი და კატა მტაცებლები, ხორცის მჭამელი ცხოველები არიან, ამიტომ მათი გაღიზიანების შემთხვევაში პირველი რეაქცია აგრესიული თავდასხმაა, ხოლო ბრძოლის ერთ-ერთი იაღაღი – კბილები. ამიტომ ცხოველმა თავდაცვის მიზნით, შეიძლება გამოიჩინოს აგრესია, უკბინოს და მიაყენოს ტრავმა, როგორც თავისივე, ასევე სხვა ბიოლოგიურ სახეობას. მიუხედავად მისი ასაკის, სქესის, ზომისა და ჯიშისა, ყოველთვის არსებობს საშიშროება, შეხვდეს სხვა ცხოველს, გამოავლინოს აგრესია, თავი დაიცვას და შესაბამისად, თავდასხმის ან თავდაცვის დროს მიიღოს ტრავმა ან თავად მიაყენოს ის სხვას. როგორც წესი, ასეთ დროს არის ნაკბენი ჭრილობები.
– თუ არის იმის სტატისტიკა, სხეულის რა ადგილებში ფიქსირდება ყველაზე მეტად ნაკბენი ჭრილობები?
– ძაღლებში ნაკბენი ჭრილობები უფრო ხშირად გვხვდება სახის, ყურების, ყელისა და ფეხების მიდამოში. კატებში კი თავის, კიდურების და განსაკუთრებით კუდის ძირში.
– საზიანოა ეს ცხოველის ჯანმრთელობისთვის?
– ნაკბენმა ჭრილობებმა შეიძლება დიდი ზიანი მიაყენოს ცხოველის ჯანმრთელობას და გახდეს სიცოცხლისთვის საშიშიც კი. განსაკუთრებით საშიშია ნაკბენი ჭრილობები, რომლებიც აზიანებს თავისა და ზურგის ტვინს, მუცლისა და გულ-მკერდის ღრუს ორგანოებს, ასევე მსხვილ სისხლძარღვებსა და ნერვებს. ცხოველის ძლიერმა ნაკბენმა შეიძლება, გამოიწვიოს მოწინააღმდეგის შემდეგი სახის დაზიანებები: მუცლის ღრუს დაზიანება, ძვლებისა და ხერხემლის მოტეხილობები, თავის ქალის ძვლების დაზიანება. ცხოველის დაკბენა შეიძლება, ძალზე საშიში იყოს ადამიანისთვისაც. შეიძლება მოხდეს ისეთი საშიში დაავადების გადაცემა, როგორიცაა ცოფი. ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა ის, რომ ყველაზე ზერელე ნაკბენიც შეიძლება, სერიოზულად გართულდეს და გამოიწვიოს ადგილობრივი და ზოგადი სეპტიკური პათოლოგიური პროცესები. კბილებსა და პირის ღრუში არსებობს ძალიან დიდი რაოდენობით მიკროორგანიზმები, რომლებიც კბენისას ხვდებიან ქსოვილებში და აქტიურად მრავლდებიან. კბენისას ცხოველზე მოქმედებს მატრავმირებელი მთელი რიგი ფაქტორები: მექანიკური, ქიმიური, ბიოლოგიური და სტრესფაქტორები.
კბენა ეს არის კომბინირებული ტრავმა და ხშირად მრავლობითი. კბენისას მატრავმირებელი ფაქტორები იწვევს ქსოვილების სტრუქტურის მთლიანობის დარღვევას, სისხლძარღვების, ლიმფური ძარღვებისა და ნერვების დაზიანებას. ორგანიზმის პასუხი აღნიშნულ გამღიზიანებელზე გამომჟღავნდება, როგორც ადგილობრივი, ისე ზოგადი დამცველობითი რეაქციებით. ეს დამოკიდებულია დაზიანებული ქსოვილის ანატომიურ თავისებურებაზე, ქსოვილში მოხვედრილი მიკროფლორის რაოდენობასა და პათოგენობაზე. აქედან გამომდინარე, შეიძლება, განვითარდეს აბცესი, ფლეგმონა სეფსისი და გაზოვანი განგრენა.
– პირველი, რაც დაკბენის შემდეგ უნდა გააკეთოს დაზარალებულმა რა არის?
– როგორც წესი, ცხოველის დაკბენის შემთხვევაში, მეპატრონემ სასწრაფოდ უნდა მიიყვანოს ცხოველი ვეტერინართან, რადგან ერთი დღე-ღამის შედეგ უკვე ჩირქოვანი პროცესი ძალიან ღრმად მიდის და ცხოველის მდგომარეობა უარესდება. იწყება ჩირქოვან-რეზორბაციული ცხელება, რაც რთულდება სეფსისით და შეიძლება ცხოველის სიკვდილით დამთავრდეს, ან მიიღოს ქრონიკული სახე და გაგრძელდეს ხანგრძლივად.
პატრონის მხრიდან სწორი საქციელია ის, რომ, რაც შეიძლება სწრაფად მიიყვანოს დაკბენილი ცხოველი ვეტერინართან და სწრაფად აღმოუჩინოს დახმარება. ეს უზრუნველყოფს გართულებების მინიმალიზაციას და ცხოველის გამოჯანმრთელების პროცესის ხანგრძლივობის შემცირებას. ვეტერინარი შეაფასებს ცხოველის ზოგად მდგომარეობას, ტრავმის ხარისხს, ნაკბენების რაოდენობას და მისი სიცოცხლისთვის საშიშროებას. ჩაატარებს ნაკბენი ჭრილობების ქირურგიულ დამუშავებას, შეაჩერებს სისხლდენას. სიცოცხლისთვის საშიში ორგანოების დაზიანების შემთხვევაში, დანიშნავს ქირურგიულ ოპერაციას, შემდეგ კი პოსტოპერაციულ მკურნალობას.
– რა ხდება იმ შემთხვევაში თუ ცხოველის მსხვერპლი ადამიანია?
– ადამიანის დაკბენის შემთხვევაში, დროული რეაგირებაა საჭირო, რათა თავიდან ავიცილოთ გართულება. საჭიროა დროულად მოხდეს ადგილობრივი ტრავმული პროცესების მკურნალობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, თავი მეტად საშიშმა დაავადებამ იჩინოს. მაგალითად, როგორიცაა ცოფი და ტეტანუსი, ანუ გაშეშება. ამიტომ, დაკბენის, დადორბვლის, დაკაწვრის, ან სხვა შემთხვევაში, სასწრაფოდ უნდა დაიბანოთ დაკბენილი ადგილი საპნით და დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმ რაბიოლოგს, რომელიც გაგიწევთ სათანადო კვალიფიციურ კონსულტაციებს და ჩაატარებს საჭირო მანიპულაციებს. ცხოველს, რომელმაც დაგკბინათ, დაგკაწრათ თუ დაგდორბლათ, ამყოფებენ ორკვირიანი ვეტერინარული ზედამხედველობის ქვეშ. განსაკუთრებით საშიში და სასწრაფოა ის შემთხვევები, როცა დაკაწვრა, დაკბენა ან დადორბვლა მოხდება სახისა და ხელების მიდამოში, ასევე ასაკით პატარა ბავშვებში.
ყოველივე აღნიშნულის თავიდან ასარიდებლად, უნდა მოვარიდოთ ჩვენი ცხოველები აგრესიულ ურთიერთობას. განსაკუთრებით უნდა მოვარიდოთ ჩვენი ოთხფეხა მეგობრები ქუჩის ძაღლებთან კონტაქტს და კონფლიქტს. ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ ერთ-ერთი ყველაზე საშიში ინფექციური დაავადება ცოფია და ის სწორედ ნაკბენით ან ნაკაწრით გადადის. ამიტომ, აუცილებლად უნდა ჩაუტაროთ ცხოველებს ყოველწლიური ვაქცინაცია ცოფის საწინააღმდეგოდ. ამით დავიცავთ როგორც მათ, ასევე, საკუთარ თავს და საზოგადოებას ამ მეტად საშიში ინფექციისგან.

скачать dle 11.3