კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„სიკვდილი“ – სიტყვისა და ცნების წარმოშობა

წესის აგება დაუსწრებლად
ხდება ხოლმე, რომ ქრისტიანულად გარდაცვლილი ქრისტიანი არ იკრძალება მართლმადიდებლური წესით, ამა თუ იმ მიზეზის გამო. ეს შეიძლება იყოს საომარი მოქმედება, სტიქიური უბედურება ან კატასტროფა, ეკლესიის მორწმუნეთა იქ არყოფნა, რომელთაც შეეძლოთ მიცვალებულის ქრისტიანულად დაკრძალვა.
ასეთ შემთხვევაში, ახლობლები მიმართავენ მღვდელს, რომ მან წესი გარდაცვლილს დაუსწრებლად აუგოს. წესის აგების შემდეგ მღვდელი ახლობლებს აძლევს მიწას. მიწა ჯვრისებრ უნდა დაიყაროს საფლავზე თუ საფლავი ძლიერ შორსაა და ხელი არ მიგვიწვდება, მიწა შეიძლება მივიტანოთ ნათესავის საფლავზე.
დაუსწრებლად წესის აგება არ შეიძლება ჯერ დაუსაფლავებელი მართლმადიდებელი ქრისტიანისა.
ახლა ბევრს შეგნებულად არ მიჰყავს მიცვალებული ეკლესიაში ხარჯების გამო, მაგრამ ეკონომია შეიძლება ყველაფერზე, თუნდაც ქელეხზე, წესის აგებაზე კი – არა, რადგან წესის აგება უდიდესი და ფასდაუდებელი დახმარებაა ჩვენთვის საყვარელი ადამიანისთვის. ყოველი ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ წესის აგება ეკლესიაში მოხდეს, მოვიწვიოთ მღვდელი სახლში ან სასაფლაოზე.
ვის არ ეკუთვნის წესის აგება
ეკლესიის მიერ წესის აგება არ ეკუთვნით თვითმკვლელებს. მათგან უნდა განვასხვავოთ ის ადამიანები, რომელთაც უნებურად მოისწრაფეს სიცოცხლე (მაღლიდან უნებური ჩამოვარდნა, წყალში დახრჩობა, მოწამვლა საკვებით, ტექნიკური უსაფრთხოების დაუცველობა საწარმოში). ამავე რიგს განეკუთვნებიან, ვინც თვითმკვლელობა ჩაიდინა სულიერი დაავადების ძლიერი შეტევის დროს, რაც დადასტურებული უნდა იყოს სათანადო სამედიცინო დასკვნით. იმისთვის, რომ ამგვარად გარდაცვლილს ქრისტიანულად აუგონ წესი, ახლობლები ვალდებულები არიან, წერილობითი ნებართვა მიიღონ ადგილობრივი მღვდელმთავრისგან, სათანადო სამედიცინო დასკვნის საფუძველზე.
მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ თვითმკვლელებად ითვლებიან ყაჩაღური თავდასხმის მონაწილე დაღუპულებიც. ბანდიტური თავდასხმის მსხვერპლნი, ცხადია, მათ რიცხვში არ შედიან. ყოველგვარი ეჭვის თავიდან ასაცილებლად საჭიროა გარდაცვალების ცნობის ეკლესიაში წარდგენა.
წესის აგება და სხვა საეკლესიო წესები არ ეკუთვნის მოუნათლავ ადამიანებს. ეკლესია არ ლოცულობს იმისთვის, ვინც მთელი სიცოცხლე უარყოფდა მას, არ იყო მისი წევრი.
ყრმათათვის წესის აგება და დაკრძალვა
მონათვლის შემდეგ გარდაცვლილ მცირეწლოვანთათვის სრულდება განსაკუთრებული წესი. ამ წესში არ შედის ლოცვა ცოდვათა მიტევების თხოვნით, რადგან ისინი უცოდველნი არიან. აქ არის მხოლოდ ვედრება ყრმის სულის სასუფეველში დამკვიდრებისთვის. თუმცა, მცირეწლოვანს რაიმე განსაკუთრებული ქრისტიანული ღვაწლი, თავგანწირვა არ ჩაუდენია, მაგრამ ნათლისღების მეშვეობით, განწმენდილი სასუფევლის უმანკო მკვიდრად იქცა.
ყრმათათვის წესის აგება, ძირითადად, მიზნად ისახავს მწუხარე მშობელთა დამშვიდებას. საგალობლებში გამოსჭვივის რწმენა, რომ ნეტარი გარდაცვლილნი უფალთან წარდგენის შემდეგ, ილოცებენ თავიანთი ახლობლებისთვის, სააქაოში მცხოვრები ყველა ადამიანისთვის. ასეთი წესი სრულდება შვიდ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.
მოუნათლავი ბავშვებისთვის წესის აგება არ შეიძლება, რადგან ისინი განწმენდილი არ არიან პირველქმნილი ცოდვისგან.

скачать dle 11.3