“მარი გოლდის„ ჩვენება “რედისონში„
3 ნოემბერს სასტუმრო „რედისონ ივერიაში“ გაიმართა მოდის სახლ „მარი გოლდის“ ჩვენება, სადაც დიზაინერმა მარი გოლდმა წარმოადგინა საღამოსა და საქორწილო კაბები. ჩვენებას ძალიან ბევრი ცნობილი სახე და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „მარი გოლდის“ საკოლექციო სამოსი „ნატალის“, „ფავორიტის“, „იმიჯ-ცენტრის“ მოდელებმა წარმოადგინეს, პარალელურად ისინი ვარცხნილობების ახალ სტილსაც აჩვენებდნენ.