კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის სჭირდებათ ცოლებს „შოკური თერაპია” და რას აკეთებენ ისინი სტრესიდან გამოსვლის შემდეგ

ცოლს ქმარი უნდა უყვარდეს და მისი სჯეროდეს. უნდა ჰქონდეს მის მიმართ ნდობა და პატივისცემა, მაგრამ, სანაცვლოდაც იმავეს უნდა იღებდეს. თუმცა, ზოგჯერ ძალიან ძნელია, სიყალბე რეალობისგან განასხვავო. ზოგიერთი ქმარი ისევე, როგორც ზოგიერთი ცოლი, მეტისმეტად კარგად თამაშობს ერთგულებას. თუ ცოლის სიყვარული და ნდობა უსაზღვროა, ღალატიც შეუმჩნეველი ხდება, თანაც, საკმაოდ დიდი ხნით. თუმცა, მარადიული ამქვეყნად არაფერია და ტყუილსაც მოკლე ფეხები აქვს. სიმართლე კი შოკისმომგვრელია ყოველთვის, როცა ღალატსა და იმედგაცრუებას ეხება. თერაპია კი, ამ შოკიდან გამოსაყვანად, სრულიად წარმოუდგენელიც შეიძლება იყოს.

ლილიკო (29 წლის): ექვსი წელი ვცხოვრობდი ზღაპარში, რომელიც საკუთარ თავს თავადვე მოვუგონე, მოვუყევი და დავაჯერე. სიყვარული, რომელიც ჩემი ქმრის მიმართ მქონდა, ისეთი დიდი და ძლიერი იყო, თვალებზე ბინდად ჩამომეფარა და კარგა ხანს მკვებავდა ილუზიებით. ვერ ვიტყვი, რომ ამ ზღაპარში ცხოვრება უსიამოვნო იყო. პირიქით, უბედნიერესი ქალი ვიყავი. ნეტავი, კიდევ გაგრძელებულიყო. რომ ამბობენ, მწარე სიმართლე ჯობია ლამაზ ტყუილსო – მე ამას არ ვეთანხმები. აბა, როგორ არის კარგი, როცა თითქმის ყოველდღე ტირი, ნერვიულობ და ცხოვრება ჯოჯოხეთად გეჩვენება?! ვერავინ დამაჯერებს, რომ ეს ვარიანტი ურჩევნია. მე კარგად მაშინ ვგრძნობდი თავს, როცა ჩემი ქმარი ღირსეული მამაკაცი მეგონა. ღირსებაში რასაც ვგულისხმობ, ამას ის ქალები მიმიხვდებიან, ვისაც ერთხელ მაინც გამოუცდია ღალატისგან მიყენებული სიმწარე, თანაც, ისეთი ღალატისგან, სრულიად მოულოდნელად რომ გახდება შენთვის ნათელი, მეხივით რომ დაგეცემა თავზე და ზეცაში აფრენილს დედამიწაზე დაგანარცხებს. შოკი ის სიტყვა არ არის, რომელსაც ასეთ დროს განიცდი. თითქოს მოკვდი, მოკვდა შენი სული და, მთლიანად გამოცარიელებული, ვერც ხვდები, რატომ ხარ ცოცხალი. ხომ ამდენი რამ დაუწერიათ ღალატზე და თითქოს ძალიან ნაცნობი თემა უნდა იყოს, მაგრამ, სანამ შენ არ შეგეხება, მის საშინელებას ვერ ხვდები. დიდხანს ვიყავი ჩემივე წარმოსახვის ტყვეობაში, მაგრამ, ფონი მაინც ჩემმა ქმარმა შექმნა. გამიგია, კაცები საყვარლებს რომ იჩენენ, ძალიან იცვლებიან და ცოლები უცებ ატყობენო. დებილი და შტერი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ, ჩემი ქმრისთვის პატარა ცვლილებაც კი არ შემიტყვია.
– თუ, არ დააკვირდით?
– არა, არა, ჩემსა და მას შორის ზუსტად ისეთივე ურთიერთობა იყო, როგორც მაშინ, როცა შეყვარებულები ვიყავით. მაგრამ, თურმე, მაშინაც მღალატობდა – მაშინაც ჰყავდა „გასართობი ქალები,” რომლებთანაც „სტრესს იხსნიდა”. ზუსტად ასე უთქვამს თავისი ძმაკაცისთვის: ცოლი მიყვარს, მაგრამ, სტრესის მოსახსნელად მრავალფეროვნება და მარტივი ურთიერთობები მჭირდებაო. თქვენ გაგიგიათ ასეთი რამე? არის ამ სიტყვებში ელემენტარული ლოგიკა მაინც? მე ვერ ვხვდები და ვერც ვერასოდეს მივხვდები.
– ურთიერთობა ისეთივე იყოო, ამაში რას გულისხმობთ?
– ყველაფერს: ყოველდღიურ ურთიერთობას, ინტიმს… გეუბნებით, შოკში ვარ. ან როგორ ასწრებდა და უთავსებდა ამდენ რამეს! არ მახსენდება ერთი დღეც კი, ჩემთვის მინიმუმ ორჯერ მაინც არ დაერეკოს. არ ავიწყდებოდა არც ერთი მნიშვნელოვანი დღე, დღესასწაულებს ხომ ზეიმად მიქცევდა ხოლმე. არსად წასულა ისე, რომ ჩემთვის საჩუქარი არ ჩამოეტანა. სიურპრიზებით მანებივრებდა, მოჰქონდა ყვავილები, ყველგან დავყავდი. ზამთარში ზამთრის კურორტზე მივყავდი, ზაფხულში – ზაფხულისაზე. უცხოეთშიც რამდენჯერმე ვიმოგზაურეთ. მისი მობილური ყოველთვის ჩემ თვალწინ იყო. ერთხელაც არაფერი მომხდარა ისეთი, რაც ეჭვს აღმიძრავდა. ასე ოსტატურად როგორ თამაშობდა ერთგულებას, გაოგნებული ვარ.
– იქნებ, არც თამაშობდა და ამას ეძახდა ერთგულებას?
– შეიძლება, ვერ გეტყვით. ალბათ, მასაც აქვს თავისი სიმართლე და თავი დამნაშავე არ ჰგონია, მაგრამ, მე ვერ დავეთანხმები და არც მისი სიმართლე მაინტერესებს. უფრო სწორად, საერთოდ აღარაფერი მაინტერესებს, რაც მას ეხება, რადგან სიყვარულისგან უკვე განვიკურნე. ძნელი იყო, მძიმედ გადასატანი და დასაჯერებელი, მაგრამ, დღეს უკვე ზუსტად ვიცი, რომ ჩემი ქმარი ერთგულებას არ იმსახურებს.
– ეს იმას ნიშნავს, რომ უღალატებთ?
– ეს ჯერ არ ვიცი, მაგრამ, აუცილებლად გავერთობი და საკუთარი სიამოვნებისთვის ვიცხოვრებ. უნდა გავამწარო. ოღონდ, ჩემებურად – ვერ უნდა მიხვდეს, რა ხდება და უნდა დაიტანჯოს. თან, ახლა ჯანმრთელობის მდგომარეობაც ცუდი აქვს – რამდენიმე თვის წინ ავარიაში მოყვა და ძლივს ააწყვეს. ჯერ სიარულიც არ შეუძლია. სწორედ ამ ავარიით დაიწყო ყველაფერი. დამთავრდა ჩემი ცხოვრების „პირველ სერია“ და მეორე დაიწყო. პირველი სავსე იყო ნათელი ფერებით, რომანტიკით, სიხარულით… თითოეული დღე ზეიმი იყო ჩემთვის. მეამაყებოდა, ასეთი კაცის ცოლი რომ ვიყავი და მეგონა, ყველას შურდა ჩემი. თურმე ამ „ყველადან“ უმრავლესობამ იცოდა სიმართლე. ამის გაფიქრებაზე ტანში მზარავს და საკუთარი თავი მძულს, რომ ასეთი ბრმა ვიყავი. ალბათ, რა სასაცილო ვჩანდი მათ თვალში – ბრიყვი ცოლი, რომელსაც ლენჩივით პირი დაუღია და მოღალატე ქმარს აღმერთებს. მე თვითონ რამდენჯერ გამიცინია ასეთ სიტუაციაზე. ავარიამდე ათი წუთით ადრე დამირეკა – ჩემო საყვარელო, როგორ მომენატრე, ცოტაც და, სახლში ვიქნებიო. მერე საავადმყოფოდან დამირეკეს – მოაკითხეთ, თქვენი მეუღლე მძიმე მდგომარეობაშიაო.
– იცოდით, სად იყო წასული?
– მივლინებაში მივდივარო – მითხრა. საერთოდ, „მივლინებებში“ ხშირად დადიოდა. ახლა უკვე ვიცი, რა მივლინებები იყო ეს, მაგრამ, მაშინ მჯეროდა. ერთხელაც არ შემპარვია ეჭვი, რომ მატყუებდა.
– „მივლინებებში“ ბოლო დროს დაიწყო სიარული?
– არა, სულ დადიოდა. ვხვდები, რასაც მეკითხებით, მაგრამ, ხომ გითხარით, ბოლო დროს არანაირი ცვლილება არ შემიმჩნევია-მეთქი არაფერში, დამიჯერებთ?! „მივლინებიდან” დაბრუნებული, განსაკუთრებით აქტიური იყო სექსშიც, ჭკუიდან გადავყავდი. როგორ უნდა შემპარვოდა ეჭვი, რომ ვიღაც ჰყავდა, მით უფრო – ვიღაცეები?! ავარიაშიც თავის საყვარელთან ერთად მოყვა. მე მითხრეს, თანამშრომელიაო. გათხოვილი ქალი იყო, შვილებიანი და არც ამაში დამინახავს რამე ისეთი. ის არც მინახავს. ტვინის შერყევით გადარჩა და, საავადმყოფოში მისულს, იქ აღარ დამხვედრია. თვალები ჩემი ქმრის ერთ-ერთმა მეგობარმა ამიხილა.
– მეუღლის ძმაკაცმა გითხრათ, საყვარელი ჰყავს შენს ქმარსო?
– დიახ. გიკვირთ? ფიქრობთ, მაგარი ძმაკაცი ჰყოლიაო?! რა მოხდა მერე? ძმაკაცობა მარტო ის ხომ არ არის, საყვარელთან წასულს ხელი დააფარო? ამ კაცს ეს „სიკეთეც” გაუკეთებია ჩემი ქმრისთვის. გულახდილობა კარგია და, იმასაც ვიტყვი, რომ ჩემი ძვირფასი მეუღლის ამ ძმაკაცს ყოველთვის მოვწონდი. ასეთია ცხოვრება – შენ ღალატობ და შენც გიღალატებენ. რასაც დასთეს, იმასვე მოიმკი. მე არ ვაპირებ, მის ძმაკაცს ჩავუწვე ლოგინში, მაგრამ ფლირტს რა უდგას წინ? განა დაიმსახურა ჩემმა უსინდისო ქმარმა, რომ გვერდით ვუჯდე და თვალებში შევციცინებდე?! იმის წარმოდგენა, რომ „სექსოგოლიკი” ქმარი მყოლია, მაცოფებს და წონასწორობას მაკარგვინებს.
რომელ სიყვარულზე და პატივისცემაზეა ლაპარაკი. როგორ უნდა სცე პატივი ადამიანს, რომელიც აბსოლუტურად არ ფიქრობდა შენზე, როცა საკუთარ ჭიას ახარებდა?! დარწმუნებული ვარ, ჩემი ქმარი საკუთარ საქციელში ვერაფერს ხედავს ცუდს. მისთვის ღალატი ჩვეულებრივი ამბავია. უთქვამს კიდეც თავისი ძმაკაცისთვის, ჩემი ცოლი, ჩემი ცოლია და არასოდეს მივატოვებ, მაგრამ, სექსი, რომელიც სხვა ქალებთან მაქვს, მას საერთოდ არ ეხებაო. სხვათა შორის, მე ვიცი, რომ ძალიან ბევრ კაცს ასეთივე პოზიცია აქვს. არადა, ძალიან კარგად იციან, რომ აშავებენ.
– მისი ძმაკაცი არ აშავებს, გათხოვილ ქალს რომ „აბამს“, თანაც – თავისი მეგობრის ცოლს?
– ჯერ ერთი, ეს მისი პრობლემაა. მეორეც, კი არ „მაბამს“, ვუყვარვარ და ეს ერთი და იგივე არ არის. სიყვარული აკრძალული არ არის, მას არასოდეს არაფერი უთქვამს ჩემთვის, ამ თემაზე. კი ვგრძნობდი ხოლმე, ცოტა სხვანაირად რომ მიყურებდა, მაგრამ, ვცდილობდი, ყურადღება არ მიმექცია. მაშინ ჩემს ქმარს ვაღმერთებდი და მაგრად „მეკიდა” ყველა სხვა კაცი. თურმე, არ შეიძლება ასე. არავინ არის იმის ღირსი, ის თვისებები მიაწერო, რაც სინამდვილეში არ გააჩნია. არც მადლობას გეტყვიან ამისთვის და თავსაც დაიზარალებ. ადრე თუ გვიან, ყველა აჩენს თავის ნამდვილ სახეს და, იმედგაცრუება, იმის გაცნობიერება, რომ სულელი იყავი – საშინელებაა. ვერაფრით ვაპატიებ ჩემს ქმარს იმას, რომ სულელად მთვლიდა. საყვარელთან ერთად მოყვა ავარიაში, ლამის სასიკვდილოდ დაიმტვრა და ახლა სასთუმალთან უნდა ვეჯდე და მის ტკივილს საკუთარი ტკივილივით განვიცდიდე?
– მესმის თქვენი. ადამიანზე ზრუნვის სურვილი გულიდან უნდა მოდიოდეს. ვალდებულებაში გადასულს უკვე ოფიციალური სახე აქვს და არცთუ სასიამოვნოა.
– იცით, მე ვალდებულადაც აღარ მივიჩნევ საკუთარ თავს, რომ მოვუარო. მომვლელი ავუყვანე და ვუთხარი კიდეც, მე შენ ვერ გადაგყვები-მეთქი. ეს ჩემი სიტყვები, მისთვის მეხის გავარდნა იყო. გამოშტერდა. მე მისი გაოცება შევძელი. მეც მოვახერხე, შოკში ჩამეგდო. ნახოს ახლა, როგორია იმედგაცრუება. სხვათა შორის, ძალიან მადლობელი ვარ მისი ძმაკაცის. ძალიან კარგი, რომ, ბოლოს და ბოლოს, სიმართლე გავიგე, თუმცა, თავიდან არ ვუჯერებდი. საშინლად გავმწარდი, როცა მითხრა, ის შენს ცრემლებსა და ტანჯვას არანაირად არ იმსახურებს, ყოველთვის გატყუებდა. მაშინაც კი ჰყავდა „ნაშა”, როცა შენ გხვდებოდა და სიყვარულს გიხსნიდაო. ერთი დღეც არ ყოფილა ისეთი, ქალის გარეშე გაეტარებინოს. იფიციალური საყვარლების გარდა, „წვრილფეხა ნაშებიც“ არ აკლდა და, საერთოდაც, ნერვები მეშლება, ასეთი კაცი შენნაირ ქალს რატომ უნდა შეჰყვარებოდაო. ბოროტი ხარ, ჩვენი ურთიერთობა ყოველთვის გშურდა; გინდა, ოჯახი დავანგრიო, რადგან თავად არ გაგიმართლა სიყვარულში. თუ ამდენ ხანს მატყუებდა, რატომ დუმდი, რატომ აძლევდი ჩემი მოტყუების საშუალებას-მეთქი. ისევ შენ გამოო, ასე ძალიან რომ გიყვარდა, მეცოდებოდიო. რამდენჯერ ხელიც კი დამიფარებია და „სტრახოვკა“ გამიკეთებია მისთვის – მითქვამს, ჩემთან არის-მეთქი, სინამდვილეში კი საყვარელთან ყოფილაო. ამისთვის ბოდიში მაქვს მოსახდელი, თუკი ასეთ დროს, ბოდიში რამეს შეცვლის. გულახდილად რომ გითხრათ, მე არც ამ მეგობრის ემოციები და გრძნობა მადარდებს. ზუსტად ვიცი, რომ არ შემიყვარდება, მაგრამ, გამოვიყენებ.
– მის მიმართ ეს უსამართლობა არ იქნება?
– ისიც კაცია და, ჩემი ქმრის უზნეობაში მონაწილეობას რომ იღებდა, მაშინ ეფიქრა. მოკლედ, მე ახლა მხოლოდ საკუთარ თავზე ვფიქრობ და იმის ანაზღაურებაზე, რაც ამ წლების განმავლობაში დავკარგე.
– იქნებ, არ არის თქვენი მეუღლე მოღალატე და მართლა მოუგონა მეგობარმა ყველაფერი თქვენს ხელში ჩასაგდებად, ან, თუნდაც, როგორც თავად თქვით – შურის გამო.
– თავიდან მეც სწორედ ამას ვფიქრობდი. ასე ბრმად ასეთ რამეს როგორ დავიჯერებდი. ეჭვი უფრო იმიტომ გამიჩნდა, ვიცოდი, ავარიის დროს მარტო რომ არ იყო. „თანამშრომელი” ქალის ნახვას რა უნდოდა. პირდაპირ მივადექი და ვუთხარი, ყველაფერი ვიცი-მეთქი. ერთი წამითაც არ უცდია არც უარყოფა და არც თავის მართლება. პირიქით, ლამის ხელებში ჩამაკვდა – ოღონდ ჩემს ქმარს არ გააგებინოთ, არაფერი იცის და, ძალიან ცუდ დღეში აღმოვჩნდები, რამე რომ იეჭვოს – მაშინვე გამეყრებაო. როცა შენს ქმართან დავიწყე ურთიერთობა, დეპრესიული პერიოდი მქონდა, ლამის ოჯახიც დავანგრიე, მაგრამ, მერე მივხვდი, რომ ოჯახი მაინც უფრო ღირებულია და ქმარს შევურიგდიო. არც თქვენს მეუღლეს უფიქრია თქვენთან გაშორება, პირიქით, ძალიან უყვარხართო. გამეცინა – ძალიან უცნაურად დამიმტკიცა თავისი სიყვარული, ანუ, ვითომ მივლინებაში მიდიოდა, სინამდვილეში კი თქვენთან ატარებდა დროს, უფრო მეტად რომ დარწმუნებულიყო, როგორ ვუყვარდი-მეთქი. მესმის თქვენი და, თუ შეგიძლიათ, მაპატიეთო. წესით, თმით უნდა მეთრია, მაგრამ, ისე საცოდავად მიყურებდა, ვიგრძენი, რომ ამ არარაობასთან საერთო არაფერი მქონდა. ისე, რომ იცოდეთ, მე არ ვარ ერთადერთი, ვისთანაც ქმარი გღალატობდათ. მართალია, ჩვენ საკმაოდ დიდი ხანია, ვხვდებით ერთმანეთს, მაგრამ, კიდევ იმდენ „ნაშასთან” მყავს დაჭერილი, ჩემი ქმარი რომ ყოფილიყო, მოვკლავდიო. ანუ, მე რა გამოვედი? – დებილი! გმადლობ, ჭკუა რომ დამარიგეთ-მეთქი. არა, თქვენ ცუდად არ გამიგოთ, ქმარს უყვარხართ და ვერასოდეს შეგელევათ. თვითონ აქვს ნათქვამი, ჩემი ცოლის გარეშე ერთ დღესაც ვერ გავძლებო. უბრალოდ, ის ასეთია. შეიძლება, რაღაც არა აქვს წესრიგში. პრინციპში, რომელი მამაკაცი გინახავთ ერთგულებაზე გადარეულიო. რაღაზე უნდა მელაპარაკა მასთან? ჩემს ადგილას სხვა, ალბათ, მის ქმარს ჩააყენებდა საქმის კურსში და დაუნგრევდა ოჯახს, გაამწარებდა. მაგრამ მე არ ვარ ბოროტი ადამიანი და თანაც, არც არაფერი შემემატებოდა მისი ოჯახის დანგრევით. სამაგიეროდ, გავაცნობიერე ის, რომ ჩემი ცხოვრების ერთი ეტაპი დამთავრდა, დამთავრდა მტკივნეულად. სერიოზული სტრესი მივიღე, მაგრამ, ჭკუაც ვისწავლე. ახლა ნახოს ჩემმა ქმარმა, რას ნიშნავს „შოკური თერაპია“. უკვე გრძნობს, რომ რაღაც შეიცვალა. ასე არასოდეს მიზრუნია საკუთარ გარეგნობაზე. აღარ არის მისი ცოლი ისეთი, როგორიც აქამდე იყო – ქმარზე, შვილზე და ოჯახზე გადაყოლილი. პაემანზეც წავალ, რატომაც არა?! ვიკეკლუცებ და გავერთობი. ჯერ ძალიან ახალგაზრდა ვარ იმისთვის, რომ ინვალიდის ეტლის გვერდით ვიჯდე და ჩემს უღირს ქმარს სული ვუბერო. მან ეს არ დაიმსახურა.

скачать dle 11.3