კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს

კითხვა: მაინტერესებს იშოვება თუ არა საქართველოში შემდეგი მოდელების სათადარიგო ნაწილები: „ჰონდა ცეერვე”, „პონტიაკ ვაბე”, იგივეა, რაც „ტოიოტა მატრიქს”, „მერსედეს ცე კლასი”. მაინტერესებს ეს მოდელები როგორც მექანიკური, ისე ავტომატური კოლოფის აღჭურვილობით.
პასუხი: ჩამოთვლილი ავტომობილების სათადარიგო ნაწილებიდან ყველაზე იოლი საშოვნია ყველა მოდელის „მერსედეს ცე კლასის” დეტალები, განურჩევლად ძრავისა და სიჩქარეთა კოლოფის ტიპისა. ამას საფუძვლად უდევს მოდელების რაოდენობა, დეტალებს ნახავთ, როგორც დაშლილებში, ისე ახალი ნაწილების მაღაზიაში. შემომტანებს უღირთ ახალი ნაწილების შემოტანა, რადგან მათზე მოთხოვნა დიდია. ამ ჩამონათვალში შემდეგი „ჰონდა ცეერვეა”. ის საკმაოდ პოპულარულია ბოლო წლებში და დიდი რაოდენობით შემოდის საქართველოში. შესაბამისად, ამ მოდელის „დაშლილების” რამდენიმე პუნქტიც გაჩნდა. სუსტ წერტილად, „ჰონდას” შემთხვევაში, მაინც ავტომატური კოლოფი შეიძლება ჩაითვალოს, შესაბამისად, სწორედ ეს დეტალია ამ მოდელში ყველაზე ძვირი. რაც შეეხება „პონტიაკ ვაბეს”, რომელიც სხვა ქვეყნებში ცნობილია როგორც „ტოიოტა მატრიქსი”, მისი სათადარიგო ნაწილების შოვნა რთულია და საჭირო შემთხვევაში, შეკვეთის მიცემა მოგიწევთ. სამაგიეროდ, აღჭურვილია საკმაოდ მძლავრი სიჩქარეთა ავტომატური კოლოფით. სავალი ნაწილი კარგად ერგება ჩვენს გზებს როგორც კომფორტის, ასევე გამძლეობის მხრივ და სალონშიც ყველა ხელსაწყო კარგად არის განაწილებული და მძღოლზე მორგებულია.
კითხვა: ჩემს ავტომობილზე შევცვალე დისკი და მუხრუჭები ძალიან მალე გამიცვდა. მაინტერესებს, არის თუ არა ეს ორი თემა ერთმანეთთან დაკავშირებული? იქნებ მირჩიოთ, როგორ მოვიქცე, დისკი შევცვალო?
პასუხი: რა თქმა უნდა, საბურავები და სამუხრუჭე სისტემა ერთმანეთთან პირდაპირ კავშირშია. როდესაც გაცილებით დიდი ზომის დისკებს ვაყენებთ, უნდა შეიცვალოს სამუხრუჭე სისტემაც, ამიტომ, დაგჭირდებათ გაცილებით დიდი ზომის სამუხრუჭე დისკები და ბევრად უკეთესი ხარისხის სამუხრუჭე ხუნდებიც. ანუ, ყველაფერი უფრო დიდი ზომისაც უნდა იყოს და უფრო ხარისხიანიც. თუ მუხრუჭს გარკვეული ძალა სჭირდებოდა საბურავის გასაჩერებლად, ახლა ის მას გაჭირვებით მოერევა. თქვენი პრობლემაც აქედან გამომდინარეობს.

скачать dle 11.3