რა მოხდა ამ დღეს
12 სექტემბერი
1683 – ოსმალეთის იმპერიის არმია ევროპულ კოალიციასთან ბრძოლაში ვენასთან დამარცხდა, აქედან დაიწყო ოსმალეთის დასუსტება.
1953 – ჯონ კენედის და ჟაკლინ ბუვიეს ქორწილი.
1958 – ჯერი კილბიმ შექმნა პირველი ელექტრონული ინტეგრალური სქემა.
13 სექტემბერი
1902 – დიდ ბრიტანეთში პირველად გამოიყენეს თითის ანაბეჭდები დამნაშავის დასადგენად.
1922 – ელ-აზიზიაში (ლიბია) აღინიშნა ყველაზე მაღალი ტემპერატურა – ჩრდილში +58 გრადუსი ცელსიუსით.
1942 – დაიწყო სტალინგრადის ბრძოლათა ეპოპეა.
14 სექტემბერი
1812 – ნაპოლეონის ჯარები შევიდნენ მოსკოვში. იმავე დღეს რუსებმა ცეცხლს მისცეს საკუთარი დედაქალაქი.
1857 – ბრიტანეთის ჯარებმა აიღეს ინდოეთის დედაქალაქი და ამით ჩაახშეს სიფაების აჯანყება.
1886 – ჯორჯ ანდერსონმა დააპატენტა საბეჭდი მანქანის ლენტი.
1939 – ჰაერში აიჭრა სიკორსკის პირველი ვერტმფრენი – „VS-300“.
15 სექტემბერი
1830 – გაიხსნა მსოფლიოში პირველი სარკინიგზო ხაზი – სტოკტონი-დარლინგტონი.
1916 – ბრძოლებში პირველად გამოიყენეს სატანკო ნაწილები.
1928 – ინგლისელმა მეცნიერმა ალექსანდრ ფლემინგმა ობის სოკოსგან გამოყო პენიცილინი.
1935 – ებრაელებს ჩამოართვეს გერმანიის მოქალაქეობა.
16 სექტემბერი
1908 – დაარსდა კორპორაცია General Motors.
1955 – სამხედრო ბალისტიკური რაკეტის პირველი წარმატებული გამოცდა.
1983 – არნოლდ შვარცენეგერმა მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეობა.
17 სექტემბერი
1630 – ამერიკის შეერთებულ შტატებში დაარსდა ქალაქი ბოსტონი.
1871 – ლონდონში დაარსდა „პირველი ინტერნაციონალი“.
1922 – ბერლინში გაიმართა პირველი ხმოვანი ფილმის ჩვენება.
1953 – გაკეთდა სიამის ტყუპების გაყოფის პირველი წარმატებული ოპერაცია.
18 სექტემბერი
1698 – ბასტილიაში გადაიყვანეს პატიმარი, რომელიც ისტორიაში შევიდა, როგორც „ადამიანი რკინის ნიღაბში“.
1810 – ჩილე გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო.
1851 – გამოვიდა გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსის“ პირველი ნომერი.
1932 – სახელმწიფო ჰიჯაზს ეწოდა საუდის არაბეთი.