კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მამათა შეგონებანი

ნიკოლოზ სერბი: ერთი კაცი მიქაელ მთავარანგელოზს პატივს მიაგებდა და იმიტომ აქებდა, რომ წმიდა მთავარანგელოზი ყოველგვარ სურვილს უსრულებდა. ერთხელაც, იგი მეზობელს წაეჩხუბა და სთხოვა მთავარანგელოზს, რომ ის ხმლით განეგმირა. როცა მისი თხოვნა უპასუხოდ დარჩა, კაცი განრისხდა და შეწყვიტა მთავარანგელოზის სახელობის დღესასწაულის აღნიშვნა. მაშინ გამოეცხადა მას მთავარანგელოზი და უთხრა: „მე შენი შემწე ვიყავი, როცა შენთვის და შენი ახლობლებისთვის სიკეთეს მთხოვდი, მაგრამ, რადგანაც გაკადნიერდი და მთხოვე, ვყოფილიყავ ჯალათი შენი მაწყინარისა, მე გტოვებ შენ“. ამის შემდეგ ის ადამიანი მძიმედ დაავადდა და ლოგინს მიეჯაჭვა მანამ, სანამ არ მოინანია სახარებისეულად ლოცვა და აზროვნება არ ისწავლა.
***
ყოველნაირად ეცადე, ადამიანთა მიმართ ბოროტებისგან სული განიწმინდო, რამეთუ, თუკი ადამიანების მიმართ ბოროტებას დაიგროვებ, იგროვებ შხამს, რომელიც ადრე თუ გვიან შენში ადამიანს მოკლავს. მთელი ძალისხმევით აღზარდე საკუთარ თავში სიკეთე ადამიანების მიმართ, მეტად დაატანე ძალა შენს გამშრალ სულს და წყლის წვეთებივით ყოველთვის გამოადენ სიკეთეს, მტრების გამართლებას, ეს კი ნიშნავს, რომ სიკეთით მათზე სულიერად გაიმარჯვებ.
იოანე ოქროპირი: ბავშვებს უნდა ვაპატიოთ ცელქობა და უყურადღებობა და არა ბოროტება და მზაკვრობა... იმ შვილებისგან, რომელთა ატირებისაც ეშინიათ მათი ცუდი საქციელის გამო, შემდგომში ხშირად თვითონ მშობლები ხდებიან იძულებულნი, იტირონ... აღზრდაში არ მოგვეთხოვება არც ზედმეტი სირბილე, არც ზედმეტი სიმკაცრე. მოგვეთხოვება გონიერება.
ალექსი ბერი: აღსარება პირველ დასაბამში მოითხოვა ღმერთმან ადამისგან, გარნა ნაცვლად თავისი გამტყუნებისა აბრალა მან ევას და ვერ პოვა კურნება, არამედ უფროსად დაისაჯა. ყოველი, რომელი ფარავს აღსარებასა შინა ცოდვასა თვისსა, ემასხრება საღმრთო მოქმედებას და შეურაცხყოფს ყოვლის მეცნიერსა ღმერთსა, რომელმან უწყის ზრახვანი კაცად კაცადისა.
გაბრიელ ეპისკოპოსი: ამქვეყნიური ბედნიერება – მაცხოვარი გვასწავლის, რომ პირველად ღმერთის სასუფეველი და სიმართლე უნდა ვეძებოთ და ყოველივე ის, რაც ამ ცხოვრებაში გვჭირდება – საჭმელი, სასმელი, შესამოსელი და სხვა რამ, ანუ ამსოფლიური ბედნიერება და კეთილდღეობა – თვისით, უადვილესად შეგეძინება.
ილია მეორე: ბიბლია არის ერთადერთი წიგნი კაცობრიობისა, რომელიც წარმოგვიდგენს ადამიანს ისეთს, როგორიც იგი იყო და არის საერთოდ: დაცემული და აღმდგარი, აღმდგარი და დაცემული; გვიჩვენებს მის დიდებულ და სუსტ მხარეებს. ბიბლია არ პირფერობს და არც ამცირებს პიროვნებას, არამედ წარმოგვიდგენს მას ისეთს, როგორადაც ხედავს ადამიანს მისი შემოქმედი ღმერთი, ყოვლის მხილველი.
მარკოზ მოსაგრე: საღვთო წერილის სიტყვა საქმით იკითხე და მრავალსიტყვაობას თავი ანებე, რაც მხოლოდ ყურადღების მისაქცევად არის.
თეოფანე დაყუდებული: აი, როგორ იზრდება ჩვენში ბოროტება პატარა, თითქმის შეუმჩნეველი თესლისგან: გულის ფსკერზე დევს ბოროტების თესლი – თავის მოყვარეობა; მისგან მოდის მისი ძალით სავსე ბოროტების სამი ვარჯი – მისი სამი სახესხვაობა: თვითგანდიდება, ანგარება, გრძნობის აყოლა, რომელნიც, თავის მხრივ, წარმოშობენ უკვე ვნებებისა და მანკიერ მიდრეკილებათა ურიცხვ სიმრავლეს; როგორც ხეს გამოაქვს მრავალი რტო და ყლორტი, ასევე, ჩვენში წარმოიქმნება ბოროტების მთლიანი ხე, რომელიც ფესვებს იდგამს გულში, იზრდება მთელს ჩვენს არსებაში, გამოდის გარეთ და ფარავს ყველაფერს, რაც ჩვენ გარშემოა. ამგვარი ხე თითოეულ მათგანშია, ვისაც კი ოდნავ მაინც შეუყვარებია ცოდვა, იმ განსხვავებით მხოლოდ, რომ ერთში ერთი მხარე ვლინდება სრულად, მეორეში – მეორე.

скачать dle 11.3