“მის საქართველო„ – ცირა სუქნიძე “მის მსოფლიოსთვის„ ემზადება
„მის საქართველომ“ – ცირა სუქნიძემ, უკვე დაიწყო სერიოზული მზადება „მის მსოფლიოსთვის“. სხვადასხვა ქვეყნის „მისების“ შეკრება ლონდონში მოხდება, სადაც გაემგზავრა კიდეც ყველაზე ლამაზი ქართველი გოგონა. ცირა და მისი „კოლეგები“ ერთ კვირას გაატარებენ ლონდონში, სადაც უამრავი საინტერესო ღონისძიებაა დაგეგმილი, შემდეგ ყველა ლამაზმანი სამხრეთ აფრიკაში, იოჰანესბურგში გაემგზავრება, სადაც „მის მსოფლიო“ გაიმართება. ღონისძიების ფინალს 12 დეკემბერს ვნახავთ პირდაპირ ეთერში. ულამაზესი ცირას ჩაცმულობაზე „მარიონელამ“ იზრუნა, შექმნა საღამოს კაბები, ნაციონალური სამოსი და ასევე სპეციალური კაბა „დავლურისთვის“. რაც შეეხება „ტალანტ შოუს“, რომელსაც „მის მსოფლიოს“ გამოსავლენად სერიოზული წვლილი შეაქვს, ქართველი „მისი“ უიტნი ჰიუსტონის სიმღერით წარდგება. ჩვენ რა თქმა უნდა, პირველ ადგილს ვუსურვებთ ცირას.